ბათუმის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) 14 ჩვენებური ჩაება, მაგრამ ნახევარფინალამდე ყველა დაემშვიდობა შეჯიბრებას
ბათუმში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი), რომელშიც 14 ჩვენებური ჩაება, მაგრამ ნახევარფინალამდე ყველა დაემშვიდობა შეჯიბრებას.

ასპარეზობის მე-2 ნომრად იყო განთესილი სოფიო ქვაცაბაია, თუმცა მე-7 ნომერი უკრაინელის - ანა შკუდუნის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლო. ქართველმა ჩოგბურთელმა დაძაბულ პაექრობაში ორივე სეტი დათმო - 5:7, 5:7 და გულშემატკივრებში გადაინაცვლა.

მისი ბედი გაიზიარა ეკატერინე გორგოძემ (მე-6) - ტურნირის რეიტინგფავორიტ იულია კალაბინასთან (რუსეთი) დამარცხდა - 6:7, 2:6. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ნახევარფინალში ევგენია პაშკოვას (რუსეთი, 4) მძლეველ ანი ამირაგიანს (სომხეთი, 8) შეხვდება. მეორე ნახევარფინალში შკუდუნი და მისი თანამემამულე ოლგა იანჩუკი (20 სექტემბერს მან თავისი და - ელიზავეტა იანჩუკი დაჯაბნა - 2:6, 6:1, 6:3) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ვერც წყვილებში იყოჩაღეს: ეკატერინე გორგოძისა და სოფიო ქვაცაბაიას პირველ ნომრად განთესილი დუეტი, რომელმაც წლეულს ორი ევროპული ტურნირი მოიგო, ბათუმში მესამე ნომერ იულია კალაბინასთან და ევგენია პაშკოვასთან სამ სეტში დამარცხდა: 5:7, 6:4, 9:11. რუსების წყვილს ფინალში ალონა ფომინა და ანა შკუდუნი (4) შეხვდებიან. უკრაინელებმა ალემანებს - ტერეზა კლეინშტეუბერსა და რია საბეის დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:4, 6:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა