ცხინვალის "სპარტაკის"პრეზიდენტს გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობასა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ
შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალის "სპარტაკის" პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი ფეხბურთით ცხოვრობს - იგი სისტემატურად ესწრება არა მარტო საკუთარი კლუბის, არამედ სხვა მატჩებსაც.

სანაკოევს "სპარტაკის" ამჟამინდელ მდგომარეობასა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- ისე მოხდა, რომ ცხინვალის "სპარტაკი" პირველ ლიგაში ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულად. რამდენად კმაყოფილი ხართ?

- გასულ სეზონში ბოლომდე შევეცადეთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, მაგრამ ვერ შევძელით და პირველ ლიგაში დავქვეითდით. ასაკოვანმა და გამოცდილმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს.

ძველი გუნდის ბირთვიდან გუნდის კაპიტანი თეიმურაზ შონია, 2-3 გამოცდილი ფეხბურთელი და რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი შევინარჩუნეთ. უმაღლეს ლიგაში ნაცადი ზვიად მეტრეველი დავიმატეთ.

პერსპექტიული ახალგაზრდები შემოვიკრიბეთ, ამ კონტინგენტით სახეცვლილი გუნდი ჩამოვაყალიბეთ და პირველ ლიგაში ასპარეზობას შევუდექით.

ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. მჯერა, ამ ახალგაზრდული კრებულის ძლიერ გუნდად ჩამოსაყალიბებლად პირველ ლიგაში ასპარეზობა დიდად წაგვადგება.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა პირველ ლიგაში კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები. საწყის 4 ტურში ყველა მატჩი მოვიგეთ, მხოლოდ ერთი გოლი მივიღეთ, 11 კი გავიტანეთ და ცხრილს სათავეში მოვექეცით.

ჩვენი მიზანია, არსებული კონტინგენტით ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. მჯერა, სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს ჩანაფიქრს განვახორციელებთ.

- უშუალო კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უმთავრესი კონკურენტი ხობის "კოლხეთია". თუმცა, უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის თბილისის "ლოკომოტივი", ქობულეთის "შუქურა", "სამტრედია" და ალბათ სხვა გუნდებიც იბრძოლებენ.

ჯანსაღ კონკურენციას ყოველთვის მივესალმები. ნიჭიერი ახალბედები სწორედ ამ გარემოში ყალიბდებიან კარგ ფეხბურთელებად.

- პირველ ლიგაში დაქვეითებით მეორე გუნდის ყოლის აუცილებლობა აღარ იყო, მაგრამ თქვენი კლუბი კვლავ ორი გუნდით ასპარეზობს...

- კარგი იქნებოდა, უმაღლესში დავრჩენილიყავით - მთავარი გუნდის გარდა, დუბლებიც გვეყოლებოდა და ჭაბუკთა ასაკობრივ გუნდებსაც შევინარჩუნებდით.

მეორე გუნდის არსებობა აუცილებლობად ჩავთვალეთ და "სპარტაკი-2" თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე მეორე ლიგაში ასპარეზობს.

მეორე გუნდში 1996-96 წლებში დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, საიდანაც შევსებას მივიღებთ. ამას გარდა, გორში ჩვენი საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს და მომავალ თაობას იქაც ვზრდით. უმაღლეს ლიგაში რომ დავბრუნდებით, დუბლებიც გვეყოლება და ჭაბუკთა ორი ასაკობრივი გუნდიც.

- კლუბის ფინანსური მდგომარეობა როგორია?

- ნორმალური. ფეხბურთელები და კლუბის ყველა წევრი გასამრჯელოს დროულად ღებულობს და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ ზრდა-განვითარებისა და შედეგიანი ასპარეზობისთვის.

- ბევრჯერ ითქვა და დაიწერა ხაშურის სტადიონზე, რომელზეც რეკონსტრუქციის შემდეგ "სპარტაკი" საშინაო მატჩებს გამართავს...

- დიახ, ხაშურის არენა ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამაშია ჩასმული და რეკონსტრუქციის შემდეგ ჩვენს საფეხბურთო ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი კოხტა არენა შეემატება. ჩვენ გვინდა, ამ რეგიონში ფეხბურთის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

"სპარტაკის" ხაშურში გადასვლა რეგიონს გამოაცოცხლებს, ადგილობრივი ნიჭიერი მოთამაშეების კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას დაუდებს სათავეს.

- უმაღლესი ლიგის მატჩებზეც ხშირად გხედავთ. ფეხბურთი უზომოდ გიყვართ და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზეც საკუთარი შეხედულება გაქვთ...

- კრიტიკულობა ნამდვილად არ მაკლია, მაგრამ, როცა საქმე კეთდება, ამასაც კარგად ვხედავ. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება და ფეხბურთის ფედერაცია ბევრს აკეთებს ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის. ამ ბოლო ხანს მასშტაბურად მიეხედა ინფრასტრუქტურას და ეს პროექტი კვლავაც გრძელდება.

ეროვნულ ჩემპიონატში უკვე არის საპრიზო ფონდი, მსაჯების ანაზღაურება საგრძნობლად გაიზარდა და მსაჯობაც აშკარად გამოსწორდა... ჩვენი ფეხბურთისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდება და მჯერა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

პროგრესია უმაღლეს ლიგაშიც. გორის "დილას" სახით კიდევ ერთი ძლიერი გუნდი შეემატა ჩვენს ფეხბურთს. მჯერა, მალე მოვა დრო და ქართული გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ რაუნდში იასპარეზებს...

უმაღლეს ლიგას თავი რომ დავანებოთ, პირველ ლიგას უკვე ტექნიკური სპონსორი ჰყავს, გერმანული კომპანია "სალერი", რომელმაც პირველი ლიგის 24-ივე გუნდს ეკიპირება დაურიგა. ხვალ-ზეგ ეს პოზიტივი კიდევ უფრო მეტად საგრძნობი იქნება.

- ეროვნული ნაკრების მატჩებს სისტემატურად ესწრებით. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან მატჩს თუ დაესწარით და რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეროვნულის კი არა, ახალგაზრდული ნაკრების საშინაო მატჩებსაც სისტემატურად ვესწრები. რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების ორივე მატჩზე ვიყავი, ბელორუსთანაც და ესპანეთთანაც.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში უძლიერესია და მათ წინააღდმეგ ჩვენი ბიჭების თავდადებით კმაყოფილი დავრჩი. ჩვენმა გუნდმა ღირსეულად იბრძოლა. სათამაშო დისციპლინისა და სწორი თამაშის ხარჯზე, ესპანეთის ნაკრებსა და ალბათ საფეხბურთო მსოფლიოს, ჩვენმა ნაკრებმა თავი დაამახსოვრა. თუმცა, საბოლოოდ კლასმა თავისი გაიტანა და მინიმალურად დავმარცხდით.

კარგი იქნებოდა, ეს თამაში არ წაგვეგო და მსოფლიო ფეხბურთისთვის სენსაცია შეგვეთავაზებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მართალია, წავაგეთ, მაგრამ, მართალი გითხრათ, ამით ამაყი ვიყავი. ამისულაშვილს ის რეალური მომენტი გოლად რომ ექცია, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა, ალბათ არც წავაგებდით.

ძალიან მინდა, ისეთი გუნდი იყოს საქართველოს ნაკრები, რომ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შემტევი ფეხბურთი აჩვენოს...

- როგორც ჩანს, შემტევი ფეხბურთი გხიბლავთ...

- დიახ, ასეა, ბავშვობიდან შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ვარ. ახლაც სისტემატურად ვთამაშობ ფეხბურთს და ჩემი შეკრებილი გუნდი ყოველთვის შემტევ სტილში თამაშობს.

შემტევი ფეხბურთი შემოქმედებითი, სანახაობრივი და დინამიურია და ბევრად მირჩევნია დაცვით სტილს. სხვა თუ არაფერი, თავდაცვის საუკეთესო საშუალება სწორედ რომ შეტევაა.

ჭაბუკობაში ჩემი კერპი დავით ყიფიანი იყო, საბჭოური ჩემპიონატის სხვა გუნდებიდან კი - ბესონოვი და ზავაროვი.

დღევანდელი ჩვენი მოთამაშეებიდან მეკარე ლორიასა და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი; "დინამოდან" მომწონს დვალი.

თანამედროვე ფეხბურთში, ქართული გუნდების გარდა, "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, ინიესტასა და მესის თამაში ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

torpedo
რა გადაყევით ამ სპარტაკს მისთვის ბიუჯეტიდან ფინანსები არ ენანებათ რა უნდათ ამათ უმაღლეს ლიგაში მაყურებელი ამათ არ ყავთ და სტადიონი ამათ არ აქვთ. იმ ქალაქებს მიხედეთ სადაც ფეხბურთი მართლა უყვართ და ჭირდებათ.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა