ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთის მუქი მხარე

ფეხბურთის მუქი მხარე

გუშინ ბოხუმის სასამართლოში: 270 საეჭვო მატჩი, დაახლოებით 250 ეჭვმიტანილი...

გუშინ, ბოხუმში, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი დაიწყო. გამოძიების დეტალების შესახებ ადრეც არაერთხელ ვწერდით, მაგრამ მაინც გაგახსენებთ, რომ საქმე ეხება 270 საეჭვო მატჩს ევროპის მასშტაბით. აქედან, 53 მატჩი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან და ქვედა ლიგებიდანაა.

მანიპულატორებმა, რომლებმაც ახლა თავისი უდანაშაულობა უკვე სასამართლოს წინაშე უნდა ამტკიცონ, სხვადასხვა ტოტალიზატორებში სულ 12 მილიონი ევრო დადეს, ხოლო ფეხბურთელების თუ მსაჯების მოსყიდვა კი საერთო ჯამში, მილიონნახევარი ევრო დაუჯდათ. არსებობს 250-მდე ეჭვმიტანილი და მიუხედავად ამ ყველაფრისა (ციფრები მართლაც შთამბეჭდავია), ევროპული პრესა ბოხუმის პროცესს არც ისე დიდ ყურადღებას უთმობს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პროცესი დიდი გამოხმაურების გარეშე დაიწყო. საინტერესოა, რატომ?

რაც უნდა იყოს, საქმე ეხება უდიდეს მანიპულაციებს სპორტის ნომერ პირველ სახეობაში. როგორც ჩანს, სკანდალმა პრესის ყურადღება იმის გამო არ მიიპყრო, რომ უმეტესად მხოლოდ მეორე და მესამეხარისხოვან ლიგებზეა საუბარი. ანუ, ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ობერლიგის მატჩი "ნოიშტრელიტცსა" და ბერლინის "დინამოს" შორის მანიპულირებული ყოფილიყო, უბრალოდ არავის აღელვებს. აბა, წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, პირველი ბუნდესლიგის მატჩებზე რომ ყოფილიყო ეჭვი... ამ ყველაფერში გაუგებარი არაფერია, მაგრამ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რის გამოც მანიპულატორები სწორედ მეორე, მესამე და მეოთხე ლიგებს ეტანებიან. კოეფიციენტები ქვედა ლიგებშიც ძალიან კარგია (უმეტესად ზედა ლიგებზე უკეთესი) და ქვედა ლიგების მატჩებს ყურადღება ნაკლებად ექცევა. მეორე და მესამე ბუნდესლიგებში მანიპულირება კიდევ რთულია, აი, ობერლიგაში კი მაფიოზებს გზა ყველანაირად ხსნილი აქვთ...

ესეც რომ არა, უმაღლეს ლიგებში წამყვან ფეხბურთელებს, უმეტესად, იმდენად დიდი ხელფასები აქვთ, რომ რამდენიმე ათასი ევროსთვის შეცდომების დაშვებას და თანაგუნდელების გაწირვას არაფრისდიდებით დათანხმდებიან. სამაგიეროდ, სამი ათას ევროდ უპრობლემოდ იყიდი ობერლიგის ფეხბურთელს, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ, მზად იქნება, თავის გუნდს თამაში წააგებინოს ან როგორც მინიმუმ, ყველაფერი გააკეთოს ამისათვის. ამიტომაცაა, მანიპულატორები უმეტესად მეკარეებს და მცველებს რომ მიადგებიან ხოლმე - მათთვის შედეგზე გავლენის მოხდენა ხომ უფრო ადვილია. ისე, 70-იან წლებში 5000 მარკად თვით გერმანიის ნაკრების ფეხბურთელსაც კი გააბედნიერებდი...

თუმცა დავუბრუნდეთ აქტუალურ სკანდალს. მისდამი ინტერესი იმიტომაც განელდა, რომ ბოხუმის პროკურატურა ყველა დეტალს ნელ-ნელა და ეტაპობრივად აქვეყნებდა. პროკურატურის მიერ ყოველ ახალ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საეჭვო მატჩების სიამ მოიმატა. გერმანიის გარდა, მანიპულაციები ხდებოდა შვეიცარიაში, ბელგიაში, სლოვენიაში, სერბეთში, ხორვატიაში, უნგრეთში, თურქეთსა და კანადაში. გერმანია კი მხოლოდ იმიტომაა ყურადღების ცენტრში, რომ საქმეს ბოხუმის პროკურატურა იძიებდა და ახლა პროცესიც ბოხუმის სასამართლოში მიმდინარეობს.

ის ფაქტი, რომ აქტუალურ სკანდალს ისეთი რეზონანსი არ მოჰყოლია, როგორიც რობერტ ჰოიცერის საქმეს ჰქონდა (2005 წელს), გერმანიის საფეხბურთო კავშირში ძალიან უხარიათ. ყოველ შემთხვევაში, როცა ბოხუმის პროკურატურა ჩაწყობილ თამაშებზე პირველად ალაპარაკდა, ეს კი ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი თეო ცვანციგერი გამოვიდა და თქვა, ქაოსის საფუძველი არ არსებობს, ძალიან ცოტა მატჩია ეჭვის ქვეშ და თანაც, პირველ და მეორე ბუნდესლიგას არავინ შეხებიაო. დღეს კი ცნობილია, რომ გერმანიაში მანიპულირებული 53 მატჩიდან, მინიმუმ 13 მეორე ბუნდესლიგიდანაა. ცვანციგერთან ერთად, ბოხუმის პროკურატურის გამოძიების დაკნინებას თავის დროზე გერმანიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი რაინჰარდ რაუბალიც შეეცადა. ბოხუმელებმა კი ცვანციგერისა და რაუბალის წინააღმდეგ არ "გაისროლეს" და მხოლოდ გაკვირვება გამოხატეს - არ გვესმის, რატომ არ მოსწონს ეს ყველაფერი გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და საფეხბურთო ლიგასო.

ნაცვლად იმისა, რომ მთელი საფეხბურთო გერმანია ფეხზე დამდგარიყო იმის გამო, რომ 2005 წლის "ჰოიცერის საქმის" შემდეგ, მათ ქვეყანაში მანიპულაციები მაინც არ შეწყდა, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა და თუ ამ ერთი წლის განმავლობაში ვინმე აქტიურობდა, მხოლოდ ბოხუმის პროკურატურა.

ყველა იმ ცნობის გათვალისწინებით, რაც ბოხუმელებმა დღემდე გაავრცელეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მანიპულაცია ისევ ბერლინში იგეგმებოდა და მაფიას სათავეში ისევ ანტე საპინა ედგა - ხორვატი მანიპულაატორი, რომელიც "ჰოიცერის საქმეშიც" მთავარი ბრალდებული იყო, დამნაშავედ ცნეს და ორი წელი და თერთმეტი თვე ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი ძველი საქმიანობა განაგრძო და აგერ უკვე ერთი წელია, რაც ისევ წინასწარი დაკავების საკანშია გამოკეტილი. საპინამ ორიოდ კვირის წინ ჩვენება მისცა, სადაც დანაშაული გარკვეულწილად აღიარა, ოღონდ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას მისმა "თანამებრძოლმა", ვინმე ნიურეთინმა დაადო ხელი. ნიურეთინი აქტუალური პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი ბრალდებულია იმ ოთხთაგან, რომლებიც გუშინ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. საპინა მათ შორის არ ყოფილა, მაგრამ ცოტა ხანში მასაც მოუწევს ბრალდებულის სკამზე დაჯდომა.

ფაქტი ის არის, რომ ყველაფერი, რასაც ბოხუმელები თვეების განმავლობაში განიხილავდნენ, ისეთი მასშტაბისაა, როგორიც აქამდე ევროპულ ფეხბურთში ვერავის წარმოედგინა:

ხორვატიის თასის ფინალი ზაგრების "დინამოსა" და სპლიტის "ჰაიდუკს" შორის, ევროპის ლიგის მატჩი "ბაზელსა" და სოფიის ცსკა-ს შორის, მეორე ბუნდესლიგის მატჩი აუტსაიდერ "ოსნაბრიუკსა" და ერთ-ერთ ლიდერ "აუგსბურგს" შორის - ეს მხოლოდ სამი მაგალითია იმ უდიდესი სიიდან, სადაც მანიპულირებული მატჩებია ჩამოთვლილი.

ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო და ფეხბურთს წაართვა ის, რაც სპორტის ამ სახეობის უმთავრესი ხიბლია. ფეხბურთში წინასწარ ვერასდროს განჭვრეტ, თუ როგორ დასრულდება მატჩი. ფეხბურთის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ფავორიტები ხშირად ვერ უგებენ პატარა კლუბებს, ტიტულისთვის მებრძოლი გუნდები მარცხდებიან აუტსაიდერებთან და ა.შ. - ასეა სლოვენიაში, ასეა გერმანიის მეექვსე ლიგაში და ასეა ჩემპიონთა ლიგაშიც.

...უფრო სწორად, ასე იყო, რადგან მანიპულატორებმა, რომლებიც აუცილებლად დაისჯებიან, გულშემატკივრებს ფეხბურთისადმი ნდობა დაკარგვინეს. დღეს ჩვენ, ყველანი, ნებისმიერ სულელურ ავტოგოლს, გაფუჭებულ ასპროცენტიან შანსს თუ მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებას უკვე ეჭვის თვალით ვუყძურებთ. ფეხბურთი დაბინძურდა. დამნაშავეები კი დაისჯებიან, მაგრამ ამით ფეხბურთს რა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!