ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შოთა არველაძე: გაათავისუფლონ ნაწამები ხალხი და გადაუხადონ კომპენსაცია

შოთა არველაძე: გაათავისუფლონ ნაწამები ხალხი და გადაუხადონ კომპენსაცია

თურქული "ქაისერისპორის" მთავარმა მწვრთნელმა ხელისუფლებას გონივრული გადაწყვეტილება შესთავაზა
საქართველოში დატრიალებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა თურქული "ქაისერისპორის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ და ხელისუფლებას გონივრული გადაწყვეტილება შესთავაზა.

"19 წელიწადია, საქართველოდან წასული ვარ და თუ თურქეთში რაიმეთი ვამაყობდი, ეს ჩემი ქართველობა იყო.

ჩვენ სხვებისგან მართლაც განსხვავებულები ვართ, მაგრამ არა სიზარმაცით. მგონია, რომ ადამიანებისადმი სიყვარულით გამოვირჩევით. ჩვენს წარსულსაც რომ გადახედოთ, ისტორიას გმირობისა და სიკეთის მაგალითები სწორედ ასეთი თვისებების გამო შემორჩა.

ჩემს ვაჟს, 15 წლის გიორგის საქართველოში არ უცხოვრია და ვუხსნი ამ განსხვავებას, რატომ უნდა იამაყოს ქართველობით, ჩვენი სტუმართმოყვარეობით ა.შ.

არსად სტუმარს სახლის კარს ასე არ უხსნიან, არსად მისი წასვლისას 50 წუთი არ ყოვნდებიან და არ უჭირთ მასთან შელევა.

ჩვენსავით მეგობრობა, ნათესაობა და მეზობლობა არ იციან. თურქეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში მილიონჯერ მაქვს მოყოლილი, რომ საქართველოში ახალგადმოსულ მეზობელს პირველივე დღეს შეუძლია პურის სათხოვნელად მოსვლა, როდესაც იქ 20 წელი მეზობელი შენთან არ მოვა. ამაში ხარ განსხვავებული, ეს კი დიდი ადამიანური სიყვარულია.

ტელევიზიებით გავრცელებული კადრები კი ჩვენს ამ თვისებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მიკვირს, როგორ შეუძლია ამ ხროვას ასეთი საქციელით ისიამოვნოს?

და თუ ამას სათანადო პასუხი არ გაეცა და მხოლოდ ერთი-ორი ადამიანის დასჯით შემოვიფარგლეთ, მაშინ ჩვენს წარსულსა და მომავალს და იმას, რასაც ჩვენს შვილებს ვუხსნით, კითხვის ნიშანი კი არ დაესმება, მთლიანად წაიშლება.

სასამართლომ ყველა პატიმარს თავისუფლება შეუზღუდა და არ მიუსაჯა 200 როზგი, ტუბერკულოზით დაავადება, ხელის მოჭრა, შამფურით დამღის დადება, ცოცხით შეურაცხყოფა და გაუპატიურება. თუ აწამებენ, მაშინ კანონში ჩაწერონ - ზოგიერთ ქვეყანაში ჩამოხრჩობა ხომ დაკანონებულია.

შაბათ-კვირას პაემნებს სკაიპით რომ უნიშნავენ და წალენჯიხელს სხვაზე ადრე ანახვებენ პატიმარს, ეს გამოსავალი არ არის. ადამიანს შიოდა, აკუმულატორი ან პური მოიპარა და ამის გამო აწამეს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა ილაპარაკა, მალე ყველაფერი მოწესრიგდებაო. აქ დროზე არ შეიძლება ლაპარაკი, ყველაფერი უცებ უნდა შეიცვალოს, რომ იგივე არასოდეს არც ერთი პატიმრის მიმართ რომ არ განმეორდეს. ხომ ხედავთ, საზოგადოება რა აღშფოთებული არის.

ასე რომ, ჩემი აზრით, პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება: თუ ვიღაცებს ვადამდე ადრე ათავისუფლებენ, ამ სიებში ნაწამები ხალხიც შეიყვანონ. პრეზიდენტმა და დეპარტამენტის ახალმა თავჯდომარემ ნაწამები ხალხის სია შეადგინონ, ისინი ვადამდე გაათავისუფლონ და მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადონ, რადგან მისჯილზე მეტად დაისაჯნენ. ვისაც მკურნალობა სჭირდება, ეს ხარჯიც სახელმწიფომ აანაზღაუროს. ამ ყველაფერს კი კანონი უნდა ითვალისწინებდეს. თუ საჭიროა, ფონდი შეიქმნას და ხალხი დავუდგებით გევრდით.

ასეთი რამ მთელ მსოფლიოში მიღებულია. იმ ადამიანს გარეთ გამოსვლა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა, რომ სუფთა ჰაერით ისუნთქოს, ადამიანად უნდა იგრძნოს თავი.

კადრებში ვნახე პატიმარს ტანი რა დღეში ჰქონდა - საკეისროს შემდეგ ქალის ნაიარები იმასთან შედარებით ლამაზად გამოიყურება. ასეთი ადამიანი ქუჩაში უნდა გააგდო და არაფერით დაეხმარო? ასე ძაღლებს არ ექცევიან.

თუ გვაქვს სახელმწიფო და მის თითოეულ მოქალაქეზე ვზრუნავთ, ასე უნდა მოვიქცეთ. და თუ პატიმრებზე გამოჩენილი მზრუნველობა მხოლოდ ფარსი და მოჩვენებითია, ამას მაინც ყველა დაინახავს", - ამბობს არველაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე იაშვილი: ყველა უნდა დაისაჯოს, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე

ზაზა ფაჩულია: ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს

"ბორჯღალოსნების" განცხადება წამების ფაქტებთან დაკავშირებით

ირაკლი სირბილაძე: დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სამართლის დასაცავად

თორნიკე ოქრიაშვილი: სულით და გულით ვუდგავარ ჩემს ქვეყანას გვერდში!!!

"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს

არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]

• anuk

არ ვიცი ეხლა ეს ხალხი ტუ უნდა გაანატვისუფლონ მარა სასჯელი უნდა შეუმცირონ და აუცილებალდ ყოველ მიზეზ გარეშე კომპენსაცია უნდა მისცენ სულიერი და ფიზიკური ტკივილისტვის ტანაც დიდი, ზაან დიდი!საკუტარი ჯიბიდან უნდა გადაუხადონ თან! და არა ქარტველი კაცის ჯიბიდან!

• cope

nagel, გეთანხმები. განსაკუთრებით "მაგარი" ვაჟკაცი რეზია.

• jima

ვფიქრობ, ნაწამებ პატიმრებს უნდა ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. რაც შეეხება კომპენსაციას - ჩვენ რა ვიცით, რის გამო იხდიან სასჯელს, და მეორე - იქნებ ისიც გახდეს აღშფოთების მიზეზი, რომ სამშობლოსათვის თავგანწირულ 200 ათასზე მეტ ქართველს აფხაზეთიდან არავინ არ უხდის კომპენსაციას. და კიდევ _ დაეხმარეთ დემეტრაძეს სამართლებლივად

• neitraluri

ნელ-ნელა იქით ხომ არ მიჰყავს პრესას და ტელევიზიას საქმე, რომ დავიჯეროთ ციხეში უმეტესობა "ანგელოზები" ზიან? გვყავდა ეგენი ვაჟკაცებად და უბადლო სიმართლის მღაღადებლად გამოცხადებული და რა ხდებოდა არ გვახსოვს? რა თქმა უნდა დემეს და უბრალო, უპრეტენზიო პატიმრებს არ ვგულისხმობ... იქამდე არ მიგვიყვანოს ამ პრესამ რომ ციხეებზე კარებების ჩამოხსნა მოვითხოვოთ! ნუ დაზომბირდებით და რეალობას ნუ მოწყდებით...

• nagel

შოთა, გეთანხმები. ნაწამები ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და კომპენსაცია გადაუხადონ, ასევე, სახელმწიფოს ხარჯზე უნდა მოხდეს მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. იმიტომ მიყვარხართ სამივე ძმა, რომ ვაჟკაცები ხართ, გულიანები და აზროვნებთ ზოგიერთებისგან განსხვავებით. თქვენ გენაცვალეთ.

• izi

რა პატიმრებისთვის კომპენსაციის გაცემაზე ლაპარაკობ, როცა კახელებს 300ლარი გადაუხადეს და ისიც მხოლოდ მხარდამჭერებს, ისიც ნაჩუქარი 80მილიონიდან.

• kakha kukava

რა კარგია ცხოვრება! გამოუშვით მასიურად ყველა პატიმარი (არამარტო ნაწამები). რაც მათ შენახვაზე თანხები იხარჯება იმ ფულით რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. ამასტან რა საჭიროა ამდენი რაოდენობის ჯარი ან პოლიცია. გაუშვათ ყველა სახლში. მათი შესანახი ხარჯით რამდენი საქმის გაკეთება შეიზლება. ხო დამავიწყდა. უნდა გაუქნდეს პენტენციალური სისტემა. მათ შესანახად გამოტავისუფლებული თანხით, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. ამას ყველაფერბ ბიძინა "მოაყომარებს".

• maia

შოთა მიხედე დემეტრაძეს,გთხოვთ

• ku2

ბრავო შოთა!!!!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა