ვარშავის "პოლონიას" ქართველმა ფორვარდმა დედაქალაქურ დერბიში "ლეგიას" კარი დალაშქრა
21 სექტემბერს ევროპის მოედნებზე ჩვენმა რამდენიმე ლეგიონერმა ითამაშა, რომელთაგანაც ვლადიმერ დვალიშვილის შედეგია გამოსარჩევი - ვარშავის "პოლონიას" ქართველმა ფორვარდმა დედაქალაქურ დერბიში "ლეგიას" კარი დალაშქრა.

"ლეგიასა" და "პოლონიას" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, დვალიშვილმა კი ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა. "ლეგიამ" წონასწორობა სამ წუთში აღადგინა და შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.

დვალიშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 70-ე წუთზე შეცვალეს.

რუსეთის პრემიერლიგაში "კრასნოდარმა" "მორდოვია" მიიღო და მეტოქე 6:1 გაანადგურა. ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა - ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი წინა ტურში არადამაჯერებელ თამაშს.

მასპინძელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" "ტერნანას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ლევან მჭედლიძე მასპინძელთა განაცხადში არ შეუყვანიათ, ირაკლი შეყილაძე კი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.

ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

კვლავაც არ შემდგარა მათე ვაწაძის დებიუტი დანიურ "ორჰუსში". "ორჰუსი" 22 სექტემბერს საკუთარ მოედანზე "სონდერიისკეს" დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. დავით სხირტლაძე "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, დავით დევდარიანი კი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა