გუშინ გაუწყეთ იმის შესახებ, რომ კლაუდიო რანიერისა და ფრანჩესკო ტოტის შორის გარკვეული პრობლემებია და შესაძლოა, კაპიტანმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს...

გუშინ გაუწყეთ იმის შესახებ, რომ კლაუდიო რანიერისა და ფრანჩესკო ტოტის შორის გარკვეული პრობლემებია და შესაძლოა, კაპიტანმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს. რანიერიმ პირედაპირ თქვა, გუნდში პრივილეგირებული ფეხბურთელი არ არსებობს და ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, სასტარტოშიც ის მოხვდებაო. პირველ რიგში, ამ ამბავმა ფრანჩესკო ტოტი ააღელვა, რომელიც მიმდინარე სეზონში არც თუ სახარბიელოდ ირჯება. ფრანჩესკომ ჟურნალისტებთან გასაუბრება გადაწყვიტა და შემდეგი განაცხადა:

"მშობლიურ გუნდს ცხოვრების 21 წელი შევალიე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვაგან წასვლაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია. "რომა" ჩემი ცხოვრების ნაწილია, გავრისკავ და ვიტყვი, რომ პირველ რიგში ამ გუნდის დიდი ქომაგი ვარ და მხოლოდ შემდეგ ფეხბურთელი და კაპიტანი. თუ ვინმე თვლის, რომ სხვის ადგილს ვიკავებ მოედანზე და ჩემგან ხეირი არაა, უნდა მოვიდეს და მითხრას. მერწმუნეთ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც გუნდის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. აუცილებლად დავუთმობ სხვას ადგილს, თუ ამის საჭიროება დადგა და თუ სხვამ უკეთ იასპარეზა. რაც შეეხება პრივილეგირებულ ფეხბურთელებს, ასეთს "რომაში" არავის ვიცნობ - აქამდე ასე ვიცოდი, რომ ის ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, ვინც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო კონდიციაში იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა