25 სექტემბერს ფლორენციაში ერთმანეთის პირისპირ ისტორიული მეტოქეები: "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" წარსდგებიან
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების V ტური შუა კვირაში გაიმართება... ტურის ვრცელ წინასიტყვაობას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. აქ კი მოკლედ იმ ერთადერთი შეხვედრის შესახებ ვთქვათ, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართება.

ფლორენციაში ერთმანეთის პირისპირ ისტორიული მეტოქეები: "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" წარსდგებიან.

ბუნებრივია, ყველას გვაინტერესებს, წააგებს თუ არა ოდესმე ტურინული გრანდი. "იუვეს" ბევრი არაკეთილმოსურნე კი იმედებს სწორედ ფლორენციულ მატჩზე ამყარებს. მიზეზი მარტივია, "არტემიო ფრანკიზე" თამაში იოლი არაა და "ვიოლამაც" სეზონი ნორმალურად, შეიძლება ითქვას, რომ კარგად დაიწყო.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მასპინძლებიც და სტუმრებიც 3-5-2 ტაქტიკით გაირჯებიან. ფლორენციელთა რიგებში შეტევის წინა ხაზზე ლიაიჩი და იოვეტიჩი იმოქმედებენ, ტურინელები კი ჯოვინკო-კვალიარელას ტანდემს დაეყრდნობიან.

"ბიანკონერის" სამწვრთნელო შტაბი როტაციას განაგრძობს - თუ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ, ამჯერად წინა შეხვედრაში დასვენებულ ფეხბურთელებს ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში - მაგალითად, ანდრეა ბარცალის, ანდრეა პირლოს, არტურო ვიდალს და იგივე სებასტიან ჯოვინკოს.

მოკლედ, ტურინელებს ასარჩევად აქვთ საქმე და ირჩევენ კიდეც.

ფლორენციელები პირველი ნომრიდან შეეცდებიან თამაშს, რაზეც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას სიტყვები მეტყველებს:

"აუცილებლად შევუტევთ, რადგან მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავდივართ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. ვეცდებით, მოედნის ცენტრი მოვიგოთ, რისი ძალაც ნამდვილად შეგვწევს".

ყველაზე საინტერესო სწორედ მოედნის ცენტრში გაჩაღებული ბრძოლა იქნება - "იუვეს" რომ მძლავრი შუა ხაზი ჰყავს, გასული სეზონიდან ვიცით. ფლორენციელებმა კი ზაფხულში გააძლიერეს ნახევარდაცვა და ამად არის, რომ ახალ სეზონში 3-5-2 ტაქტიკაზე აკეთებენ აქცენტს.

ვნახოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

იტალია. სერია A. V ტური

25 სექტემბერი

ფიორენტინა-იუვენტუსი 22.45

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო, მილიაჩო, პისარო, ბორხა ვალერმო, პასკუალი - ლიაიჩი, იოვეტიჩი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ლუსიო, ბარცალი - კასერესი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, დე ჩელიე - ჯოვინკო, კვალიარელა.

ტრავმა: აკვილანი, ელ ჰამდაუი, დელა როკა - პეპე, პადოინი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 4 4 0 0 11-2 12

2. ნაპოლი 4 3 1 0 8-2 10

3. ლაციო 4 3 0 1 7-2 9

4. სამპდორია 4 3 1 0 7-4 9

5. ფიორენტინა 4 2 1 1 6-4 7

6. ინტერი 4 2 0 2 6-5 6

7. ჯენოა 4 2 0 2 6-6 6

8. კატანია 4 1 2 1 5-7 5

9. ატალანტა 4 2 1 1 3-2 5

10. რომა 3 1 1 1 7-6 4

11. ტორინო 4 1 2 1 4-3 4

12. პარმა 4 1 1 2 4-6 4

13. უდინეზე 4 1 1 2 6-9 4

14. ბოლონია 4 1 1 2 5-8 4

15. მილანი 4 1 0 3 4-5 3

16. კიევო 4 1 0 3 3-7 3

17. კალიარი 3 0 2 1 2-4 2

18. პალერმო 4 0 1 3 1-8 1

19. პესკარა 4 0 1 3 3-10 1

20. სიენა 4 1 2 1 5-4 -1

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები

4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. IV ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა