ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაიამი ჰიტის არშემდგარი ტრიო

მაიამი ჰიტის არშემდგარი ტრიო

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საკონტროლო მატჩები დაიწყო და პირველი შეხვედრა ჩაატარა "მაიამი ჰიტმა", რომლის მიმართ საკალათბურთო სამყაროში განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. თუმცა ფლორიდელთა მატჩი "დეტროიტთან" დუეინ უეიდის ტრავმამ "გააფუჭა". პუბლიკამ ვერ იხილა "დიდი სამეულის" (უეიდი-ლებრონ ჯეიმსი-კრის ბოში) და ამის გამო ნაადრევად დატოვა დარბაზი.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საკონტროლო მატჩები დაიწყო და პირველი შეხვედრა ჩაატარა "მაიამი ჰიტმა", რომლის მიმართ საკალათბურთო სამყაროში განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. თუმცა ფლორიდელთა მატჩი "დეტროიტთან" დუეინ უეიდის ტრავმამ "გააფუჭა". პუბლიკამ ვერ იხილა "დიდი სამეულის" (უეიდი-ლებრონ ჯეიმსი-კრის ბოში) და ამის გამო ნაადრევად დატოვა დარბაზი.

როგორც გუშინ ვწერდით, წინასასეზონო მატჩების სერია ლონდონში გაიხსნა, სადაც "მინესოტამ" 111:92 გაანადგურა "ლეიკერსი". გუშინ კი რვა მატჩი გაიმართა. მაიამიში ბოლომდე შეივსო American Airlines Arena-ის ტრიბუნები. მაყურებელს ერთი სული ჰქონდა, როდის იხილავდა საქმეში "დიდ ტრიოს", მაგრამ როგორც ვთქვით, სანახაობა დუეინ უეიდის ტრავმამ გააფერმკრთალა. "დეტროიტთან" მატჩის მესამე წუთზე NBA-ის ვარსკვლავმა მოულოდნელად კოჭლობა დაიწყო და გასახდელში გაემართა, რის შემდეგაც მოედანზე აღარ გამოჩენილა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უეიდმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

თუმცა "დიდი ტრიო" მაყურებელმა ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ი

ხილა. პირველ მეოთხედში, რომელიც "მაიამიმ" 24:15 მოიგო, ჯეიმსმა, ბოშმა და უეიდმა ერთად მოედანზე სამ წუთზე ოდნავ მეტი გაატარეს. ლებრონმა და კრისმა მატჩი ბოლომდე ითამაშეს. ჯეიმსმა 27 წუთი მოუწია მოედანზე ყოფნა და 18 ქულა დააგროვა, ამასთან არც ერთი სამქულიანი არ ჩაუგდია. ბოშის მაჩვენებელები უკეთესი იყო - ყოფილმა ტორონტონელმა 20 ქულა მიითვალა. საბოლოოდ, "მაიამიმ" 105:89 გაიმარჯვა, კრიტიკოსებმა კი გუნდის თამაშს "პერსპექტიული, მაგრამ არაიდეალური" უწოდეს. თუმცა პირველივე მატჩში მეტის მოთხოვნა არ იქნებოდა გამართლებული.

"ამ მომენტს მთელი ზაფხული ველოდი. მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გავსულიყავი მოედანზე და ახალი სეზონისთვის მზადება დამეწყო. გულშემატკივარი ბრწყინვალედ შემხვდა. კარგია, რომ მათ პოზიტიურ ენერგიას ანალოგიურად ვუპასუხეთ და "დეტროიტი" დავამარცხეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯეიმსმა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საფინალო სირენის მომენტში ნახევარი დარბაზი ცარიელი იყო. გულშემატკივარი "დიდი ტრიოს" თამაშის სანახავად მივიდა, რომელსაც "მაიამის" მომავალი წარმატებები უკავშირდება და როცა დაპირებული შოუ ვერ იხილა, მატჩის დასრულებას არ დაელოდა.

"ვფიქრობ, ყველა მოუთმენლად ელოდა მოედანზე ჩვენს გამოჩენას. უნდოდათ ენახათ, რა შეუძლია ჩვენს ტრიოს და რეალურად რისი მიღწევა შეუძლია ჩვენს გუნდს", - დაიცვა გულშემატკივრები ლებრონმა.

სხვათა შორის, ლებრონის თამაში პირველ მატჩში იდეალური არ ყოფილა. განსაკურებით საგანგაშო იყო კრის ბოშთან შეთამაშება: ლებრონი თითქოს ვერ ხედავდა თანაგუნდელს, რომელიც ფართან ახლოს კარგად იხსნებოდა. პირველ 12 წუთში ჯეიმსმა 12 ქულა დააგროვა. მეორე ტაიმში 15 ბურთი ისროლა და მიზანს მხოლოდ ოთხმა მიაღწია.

"პირველ მატჩში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ, - განაცხადა "მაიამის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ. - გამახარა ბიჭების მონდომებამ, რომლებსაც ძალიან უნდოდათ საკუთარი გულშემატკივრებისთვის საუკეთესო თამაშის ჩვენება. ცხადია, რომ ყველა კალათბურთელი მოუთმენლად ელის რეგულარული ჩემპიონატის დაწყებას".

კლივლენდი-შარლოტი 87:72

27:17, 16:30, 27:15, 17:10

კ: გიბსონი (18), ჰიქსონი (17+9 მოხსნა), სეშენსი (11+5 პასი), პარკერი (10).

შ: ოგუსტინი (14), ტომასი (11+9 მოხსნა), კრიტერტონი (11), ბრაუნი (10+7 მოხსნა).

ფილადელფია-ნიუ ჯერსი 103:96

27:26, 31:31, 19:21, 19:25

ფ: სპეიტსი (19+9 მოხსნა), ბრენდი (15), ტერნერი (12+7 მოხსნა), უილიამსი (10).

ნ-ჯ: ლოპესი (24+7 მოხსნა), უილიამსი (20+8 პასი).

მაიამი-დეტროიტი 105:89

24:15, 34:23, 29:30, 18:21

მ: ბოში (20+6 მოხსნა), ჯეიმსი (18), ჰასლემი (14+13 მოხსნა), ჩალმერსი (10+7 პასი), აროიო (10).

დ: გორდონი (17+5 მოხსნა), პრინსი (15), დეი (12), ჰემილტონი (10), მონრო (10).

მილუოკი-ჩიკაგო 92:83

21:16, 21:23, 21:23, 29:21

მ: ბოიკინსი (14), გუდენი (12), დულინგი (12), მბა ა მუტე (11), დუგლას-რობერტსი (10).

ჩ: კორვერი (22), დენგი (16+4 ჩაჭრა), როუზი (13), ნოა (10+6 მოხსნა).

დალასი-ვაშინგტონი 94:97

26:31, 28:27, 18:29, 22:10

დ: ტერი (15), ნოვიცკი (11+5 მოხსნა), ჩენდლერი (10+9 მოხსნა), მაინმი (10).

ვ: ბლეტჩი (22+5 მოხსნა), უოლი (21+9 პასი), მაკგი (13+7 მოხსნა+6 დაფარება), არენასი (12), იანლიანი (11+10 მოხსნა).

ჰიუსტონი-ორლანდო 88:97

26:29, 19:32, 21:17, 22:19

ჰ: მარტინი (14), ლი (12), ბრუქსი (11), ბადინგერი (10).

ო: ჰოვარდი (19+12 მოხსნა), კარტერი (14+5 მოხსნა), ლუისი (12), გორტატი (10+5 მოხსნა).

საკრამენტო-ფინიქსი 109:95

26:31, 25:27, 29:22, 29:15

ს: ევანსი (26+5 პასი), ტომპსონი (17+10 მოხსნა), კაზინსი (16+16 მოხსნა), კასპი (11+7 მოხსნა), მ. ლენდრი (11).

ფ: რიჩარდსონი (17+5 მოხსნა), ლოპესი (15+6 მოხსნა), დადლი (13+5 მოხსნა), უორიკი (11), დრაგიჩი (10).

პორტლენდი-კლიპერსი 115:86

30:19, 34:17, 26:23, 25:27

პ: მეტიუზი (20), ოლდრიჯი (17+7 მოხსნა), ფერნანდესი (15+5 მოხსნა), როი (12), ბატუმი (10).

კ: კამანი (14+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო

[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა

კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს