"ერთ-ერთ ვარჯიშზე ლევანს ჯერ უკნიდან ფეხებში ჩაარტყეს, შემდეგ კი გაწევ-გამოწევის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს"
რუსული მედია აქამდე ახსენებს პეტერბურგის "ზენიტში" ლევან ყენიას ლამის გადაწყვეტილი ტრანსფერის ჩაშლის ამბავს.

შეგახსენებთ, რომ ლევანი რუსეთის ჩემპიონ გუნდში გელზენკირხენის "შალკედან" წამოსვლის შემდეგ მივიდა და იქ ერთი თვეც დაჰყო, თუმცა წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ბოლო მომენტში კონტრაქტი ჩაიშალა.

პეტერბურგიდან წამოსულმა ლევანმა მაშინვე თქვა, რომ "ზენიტის" ხუთმა მოთამაშემ მის წინააღმდეგ პირი შეკრა და მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის მისი გაშვება მოსთხოვა.

ეს ისტორია ამჯერად გაზეთმა "იზვესტიამ" გაიხსენა, რომელმაც "ზენიტში" მყოფი ქართველი ფეხბურთელის კონფლიქტის დეტალებში გარკვევა სცადა.

"იზვესტია": ზენიტს ქართველ ყენიასთან მოლაპარაკება ლიდერებმა ჩააშლევინეს

ჯერ კიდევ ჰალკის სკანდალურ ტრანსფერამდე, პიტერული კლუბის წამყვანი მოთამაშეები ახერხებდნენ შემადგენლობიდან ძლიერი კონკურენტების მოშორებას

პეტერბურგის "ზენიტის" წამყვანი მოთამაშეების, იგორ დენისოვისა და ალექსანდრ კერჟაკოვის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად მიჩქმალა ამა წლის ივლისში რუსეთის ჩემპიონ გუნდში 21 წლის იმედისმომცემი ქართველი ფეხბურთელის, ლევან ყენიას არშემდგარი ტრანსფერის ამბავი.

იმის შესახებ, რომ ყენია თავისუფალი აგენტის სტატუსით "ზენიტში" უნდა ჩარიცხულიყო, ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში, ქართველი ფეხბურთელის ყოფილი კლუბის, გელზენკირხენის "შალკეს" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინებოდა, რის შემდეგაც ამ ტრანსფერს ყველა შემდგარ ფაქტად მიიჩნევდა.

თავის მხრივ, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის პირადად პიტერული კლუბის პრეზიდენტმა მიიწვია, რომლის ხილვაც გუნდში ჯერ კიდევ სამი წლის წინ სდომებია.

ყენიამ "ზენიტში" დაახლოებით თვე გაატარა და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა. ფეხბურთელთან წინასწარი შეთანხმებაც გაფორმდა, "1+2" სქემით, თუმცა ამის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა (ლუჩანო სპალეტიმ, რედ.) მოულოდნელად უარი თქვა იმედისმომცემი ქართველი ფეხბურთელის გამოყენებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბს ყენიასთან გამოთხოვების მიზეზებზე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

და აი, ახლა გაირკვა, რომ "ზენიტის" წამყვანმა ფეხბურთელებმა: ალექსანდრ ანიუკოვმა, იგორ დენისოვმა, რომან შიროკოვმა, ვლადიმირ ბისტროვმა და ალექსანდრ კერჟაკოვმა, რომლებიც უკიდურესად სკეპტიკურად უყურებდნენ ქართველი ნახევარმცველის მათ გვერდით ყოფნას, ყველაფერი გააკეთეს, რათა "ზენიტში" ყენიას ტრანსფერი ჩაშლილიყო.

"იზვესტიას" ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ლევან ყენიას, რომელსაც მძიმე ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, უკნიდან ფეხებში გამეტებით ჩაარტყეს. შედეგად წარმოიშვა გაწევ-გამოწევა, რომლის დროსაც "ზენიტის" წამყვანმა ფეხბურთელებმა ყენიას შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ზენიტის" ლიდერთა შემდეგი ნაბიჯი კოლექტიური წერილი იყო კლუბის პრეზიდენტის სახელზე. მასში ზემოთ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ ყენია არ შეესაბამებოდა კლუბის დონესა და ამბიციებს და მისი ჩამოშორება ჯობდა.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, ყენიას ბიძამ გიორგი კიკნაძემ "იზვესტიასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ ლევანის გადასვლა "ზენიტში", პირველ რიგში, რამდენიმე ფეხბურთელის პოზიციის გამო ჩაიშალა.

"ზენიტის" "ყოჩებმა" დაწერეს, რომ ლევან ყენია კლუბისთვის შეუფერებელია და მათ ჩემპიონთა ლიგის სტარტის წინ გუნდში უფრო კვალიფიციური ფეხბურთელის ხილვა სურდათ.

განა შეიძლება მოთამაშეები კომპეტენტურები იყვნენ ამა თუ იმ ფეხბურთელის გუნდში მოყვანის საკითხებში? ვფიქრობ, რომ არა.

ნორმალურ გუნდში ყველაფერს მთავარი მწვრთნელი უნდა წყვეტდეს - ამ შემთხვევაში ლუჩანო სპალეტი. მაგრამ ისე ჩანს, რომ პიტერულ კლუბში გადამწყვეტი ხშირად სწორედ ფეხბურთელების აზრია", - თქვა კიკნაძემ.

ქართველი ფეხბურთელის ახლო მეგობარმა, ცნობილმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ ყენიას "ზენიტის" მოთამაშეებთან კონფლიქტის დეტალები გაამხილა.

"ზენიტის" წამყვანმა ფეხბურთელებმა მართლაც მისწერეს წერილი კლუბის ხელმძღვანელობას, სადაც აღნიშნეს, რომ ყენია მათი შესაფერისი არაა.

ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯი არაკორექტული და ულამაზოა.

მანამდე კი, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, ლევანს ძალიან ეუხეშნენ უკნიდან და ფეხებში ჩასცხეს. ყენია ხომ სულ ახლახან გამოჯანმრთელდა უმძიმესი ტრავმისგან.

შეწუხებულმა ლევანმა თანაგუნდელებს უთხრა - ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი არაა, ვარჯიშზე ერთმანეთის ასე გამეტება როგორ შეიძლებაო, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყოლია. როგორც მე ვიცი, ხელით შეხებამდე საქმე არ მისულა.

დარწმუნებული ვარ, პიტერელმა ფეხბურთელებმა ყენიაში კონკურენტი დაინახეს და მისი მოშორება კორპორატიული შეთქმულებით გადაწყვიტეს".

შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის დატოვების შემდეგ 21 წლის ქართველმა პლეიმეიკერმა უკრაინას მიაშურა, სადაც ლვოვის "კარპატისთან" კონტრაქტი გააფორმა.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: არ დაგავიწყდეთ, რომ ორწელიწადნახევარი არ მითამაშია

ვლადიმერ ბისტროვი: ლევან ყენიას კონფლიქტზე ხმა არ უნდა ამოეღო

ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა

Walkabout
ზენიტში არ უნდა გაჩერებულიყო მაგრამ ეხლა ხომ კარგ ადგილას მივიდა... ))
gavash
კიდევ კარგი მარტლა წამოვიდა ტორე მად მართლა დაასრულებდა კარიერას. ბააანდაა ზენიტიი
irakli
კიდევ კაი წამოვიდა მაქედანნნ.... ისე დაამტრევდნენ მაგას ვარჯიშზე რო საერთოდ ვეღარ ითამაშებდა ფეხბურთსსს.. მაგათი ჯიშიც..... და საერთოდ ვეღარ უნდა მიხვდნენ ჩვენი ფეღბურთელები რო არ ახარებენ რუსეთში??? გასაგებია რო დიდ ფულს იხდიან მარა იქვე ამთავრებენ კარიერას... ჯანოსს შეხედეთ აშკარათ რეგრესის გზაზეააა და მაინც ზის ზაპასშიიი.... მაგან ეხა თუ არ ითამაშა დამთავრდება მაგის საქმე მალე...
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს