სერბმა ანა ივანოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ალტერნატიულ ვერსიაში თამაში გადაწყვიტა. ეს საინტერესო შეჯიბრი ინდონეზიის ქალაქ ბალიში 4-7 ნოემბერს გაიმართება. ორგანიზატორები ანას სპეციალურ მიწვევას გაუგზავნიან.

სერბმა ანა ივანოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ალტერნატიულ ვერსიაში თამაში გადაწყვიტა. ეს საინტერესო შეჯიბრი (Commonwealth Bank Tournament of Champions-2010) ინდონეზიის ქალაქ ბალიში 4-7 ნოემბერს გაიმართება. ორგანიზატორები ანას სპეციალურ მიწვევას გაუგზავნიან.

"რთულია WTA-ის ტურნირის ჩატარებისთვის უფრო ლამაზი ადგილის მონახვა, თანაც წელს აქ ძალიან ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს. ვფიქრობ, სასიამოვნო ატმოსფერო, ლამაზი ბუნება და მაღალი დონის მოთამაშეების მონაწილეობა ამ ტურნირს კიდევ უფრო საინტერესოსა და დაძაბულს გახდის", - აღნიშნა ივანოვიჩმა.

მართალია, ბალის ტურნირის შემადგენლობა ჯერ არ არის გარკვეული, მაგრამ რამდენიმე ძლიერი ჩოგბურთელის მონაწილეობა თითქმის გარანტირებულია. შეგახსენებთ, რომ ბალიში ტრადიციულად ის ჩოგბურთელები ჩადიან, რომლებმაც სეზონის განმავლობაში WTA-ის ტურნირებში გაიმარჯვეს, კიდევ ორ მონაწილეს კი უაილდ-ქარდს აძლევენ. ამასთან, ჩოგბურთელთა პირველ ექვსეულს კლასიფიკაციაში მათი ადგილის მიხედვით არჩევენ - რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო მეტია ტურნირზე მოხვედრის ალბათობა.

შარშან, ამ ფორმატით ტურნირი პირველად გაიმართა, თუმცა წელს ერთი ცვლილებაა: ჯგუფური სისტემის ნაცვლად, თავიდანვე პლეი ოფის მატჩები ჩატარდება. შეჯიბრი პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა