"მილანის" ყოფილი თავკაცი მიიჩნევს, რომ პატოს და მონტოლივოს დაბრუნება "როსონერის" კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება
"მილანის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ რიკარდო მონტოლივოს და ალეშანდრო პატოს დაბრუნება "როსონერის" კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება.

"არ ველოდი, რომ სეზონის წინ დანაკლისის მიუხედავად, "მილანს" ასეთი ცუდი შედეგები ექნებოდა. არ ვგულისხმობ მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას გასხვისებას.

პიპო ინძაგიმ კარიერა დაასრულა, ალესანდრო ნესტა, ჯენარო გატუზო და კლარენს ზეედორფი წავიდნენ..."

თუმცა კარლო ამ მდგომარეობას "მილანისთვის" გამოუსწორებლად არ მიიჩნევს.

"მოთამაშეებს უნდა ახსოვდეთ, რას ნიშნავს "მილანის" მაისურის ფლობა. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა და რწმენაა", - ამბობს პსჟ-ის თავკაცი.

ანჩელოტის აზრით, კრიზისიდან გამოსვლაში "როსონერის" დახმარება ალეშანდრო პატოს შეუძლია.

"იმედი მაქვს, რომ პატო მალე დაბრუნდება. მას შეუძლია "მილანს" ძალიან დაეხმაროს, რადგან ის უნიჭიერესი ფეხბურთელია.

სამწუხაროდ, მას ტრავმები სდევს თან, მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ გამოკეთდება და ფორმას აღიდგენს.

მას შეუძლია "მილანს" რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმაროს. ასევე - რიკარდო მონტოლივოს, რომელიც ბრწყინვალე ნახევარმცველია", - დასძინა ანჩელოტიმ.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა