ინგლისის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი რეი კლემენსი დარწმუნებულია, რომ რობერტ გრინს მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელებთან შეხვედრაში კლინტ დემპსის დარტყმული ბურთის კურიოზულად გაშვების შემდეგ კიდევ რომ ეთამაშა და რაიმე შეშლოდა, შეიძლება მარტო კარიერა კი არა, მთელი ცხოვრება დამახინჯებოდა....
ინგლისის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი რეი კლემენსი დარწმუნებულია, რომ რობერტ გრინს მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელებთან შეხვედრაში კლინტ დემპსის დარტყმული ბურთის კურიოზულად გაშვების შემდეგ კიდევ რომ ეთამაშა და რაიმე შეშლოდა, შეიძლება მარტო კარიერა კი არა, მთელი ცხოვრება დამახინჯებოდა. "ლივერპულის" ლეგენდარულმა მეკარემ სამხრეთ აფრიკაში გრინის "თავგადასავალი" საკუთარი თვალით ნახა, ასე რომ, მისი დასკვნები უშუალო დაკვირვებასა და შთაბეჭდილებაზეა დაფუძნებული.

შეგახსენებთ: "ვესტ ჰემის" მეკარე ინგლისელთა თავკაცმა ამერიკელებთან მატჩში ბოლომდე ათამაშა, შემდეგ შეხვედრაში, ალჟირთან კი აღარ გაიყვანა მოედანზე. მსოფლიოს ჩემპიონატის დანარჩენ თამაშებში კარს დევიდ ჯეიმსი იცავდა. და აი, გრინი კვლავ გამოძახებულია - 12 ოქტომბერს ინგლისელები ჩერნოგორიას ხვდებიან და ამ მატჩში მონაწილეობისთვის კაპელომ გრინს უხმო. დავაზუსტოთ: იტალიელ მწვრთნელს "ჩაქუჩთა" გოლკიპერი არც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ამხანაგურ და "ევრო 2012"-ის შესარჩევ შეხვედრებში გამოუძახია.

კლემენსი ამბობს, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ იყო აუცილებელი ნაკრების ხელმძღვანელთა მხრიდან გრინის დროებით უგულებელყოფა.

"ეს ფაბიოს გადაწყვეტილება გახლდათ და რომ ვაკვირდები, ცამდე მართალიც იყო. ბიჭი ისედაც ძალიან დიდი ყურადღებისა და ზეწოლის ქვეშ იყო. ასეთი სტრესის ქვეშ, ღმერთმა დაიფაროს, კიდევ ერთი შეცდომა რომ მოსვლოდა, მისი კარიერა კი არა, მთელი ცხოვრება დამახინჯდებოდა".

გეხსომებათ, სექტემბერში, "ვესტ ჰემისა" და "ტოტენჰემის" პრემიერლიგური თამაშის შემდეგ გრინმა პრესის ლოჟაში მსხდომთ უხამსი ჟესტი აჩვენა. საქმე ის არის, რომ იმ შეხვედრაში 30 წლის გოლკიპერმა საუცხოოდ ითამაშა და ეს ჟესტი მისი შურისძიება იყო. კლემენსი ამბობს, რომ გრინი ძლიერი ხასიათის ადამიანია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში აღარ იძახებდნენ, გულის სიღრმეში ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი არასდროს უთქვამს.

"არა მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მას ფარ-ხმალი დაეყარა და ნაკრებში თამაშზე უარი ეთქვა. რამდენადაც ვიცი, ახლანდელი გამოძახება მან დიდი სიხარულით მიიღო და შეკრებაზე მოუხაროდა. კარგი მეკარეები 40 წლამდე თამაშობენ. გრინი მტკიცე ხასიათის ადამიანია და ეს აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი, მის ადგილას, დაიმალებოდა, გაიბუტებოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტებოდა, მან კი რეალობას თვალი გაუსწორა და თქვა: დიახ, ეს ჩემი შეცდომაა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ამიერიდან მასთან ერთად ვიცხოვრებ და მასზე დაყრდნობით გავიზრდები.

ვფიქრობ, დღეს თუ არა, ერთ მშვენიაერ დღეს ის კვლავ ნაკრების მთავარი გოლკიპერი გახდება".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა