ერთიც და "ბარსელონა" ისტორიაში ყველაზე კარგ სტარტს გაიმეორებს - ზედიზედ 6 გამარჯვებას, მაგრამ სევილიაში გამარჯვება რთული იქნება
კვირას, მადრიდული დერბის წინ "რეალი" "ვალეკასზე" სავარჯიშოდ გავიდა, მაყურებელი კი შესასვლელებთან შეაყოვნეს. მიზეზი? სტადიონის მომსახურეებმა გააჩხაკუნეს ჩამრთველები, მაგრამ ვაგლახ!

პროჟექტორების დიდი ნაწილი არ აინთო, ვიღაცას კაბელები საგულდაგულოდ გადაეჭრა. იმ დღეს "რეალს" თამაში არ ეწერა...

საბოლოოდ, დერბი მაინც გაიმართა (ორშაბათს) და "სამეფო კლუბმაც" სტატუს კვო აღადგინდა, კვლავ 8 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას".

თუმცა საბოტაჟი არ იყო ერთადერთი სერიოზული ინციდენტი, რაც V ტურში მოხდა - ვალენსიაში "ლევანტეს" ფეხბურთელმა ვისენტე იბორამ მზის დაკვრა მიიღო, ისე ცხელოდა...

ბარსა-რეალობა

ამ ორ გუნდს შორის დაუსწრებელი დუელი ჯერ ვერ გამოდის - "ბარსელონა" ჯიუტად არ კარგავს ქულებს: 5 თამაშიდან 5 გამარჯვება! მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოოდ ესპანური პრიმერა მაინც ორი ბედაურის დოღად უნდა იქცეს.

ორშაბათს ჟოზე მოურინიოს "რეალმა" "ელვებს" 4 გაუტანა, რომელთაგანაც მსაჯმა ნახევარი ჩაუთვალა. ეს "სამეფო კლუბის" პირველი გამარჯვება იყო ამ სეზონში სტუმრად.

"ბარსელონას" "გრანადასთან" გაუჭირდა. მხოლოდ ბოლოსღა გატეხა, რაშიც დიდი წვლილი შეცვლაზე შესულ ჩავის მიუძღვის, რომელმაც 86-ე წუთზე გაიტანა სტუმართა კარში.

ერთიც და "ბარსელონა" ისტორიაში ყველაზე კარგ სტარტს გაიმეორებს - ზედიზედ 6 გამარჯვებას (4-ჯერ ჰქონდათ ასეთი შედეგი), მაგრამ სევილიაში გამარჯვება რთული იქნება.

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "გრანადასთან" 2:0-ით მოგებულ მატჩში. მან მეტოქის კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად. მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "რეალთან" 2:0-ით მოგებულ მატჩში. მან მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი (პენალტით), ერთხელ დაჯარიმდა და 5-ჯერ (!) მოხვდა თამაშგარეში.

ცუდი და უფრო ცუდი - ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ასე შევაფასებდით რონალდოს და მესის თამაშს, მაგრამ ფაქტია - პორტუგალიელმა გოლი კი გაიტანა, მაგრამ პენალტის ნიშნულიდან; მაგრამ 100%-იანი მომენტი გააფუჭა, ჩვეულადაც ვერ იაქტიურა. მესიმ კი თავი მხოლოდ თანაგუნდელებთან უაზრო კამათით (ვილია, ალკანტარა) დაგვამახსოვრა.

თავიდან ვიფიქრეთ, რომ ჩვენს "ტურნირში" ქულას არც ერთს დავუწერდით, თუმცა გოლმა მაინც გადაწონა რონალდოს სასარგებლოდ. მაშ ასე, 5 ტურის შემდეგ მესი 3:2-ს უგებს კონკურენტს.

იცით, თუ არა, რომ...

"რეალის" ჩამორჩენის მიზეზი მისი შემტევების არააკურატულობაა. "რეალმა" ლა ლიგაში ყველაზე მეტჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ - 95-ჯერ, მაგრამ გაიტანა მხოლოდ 7. ეს კი "ბარსას" გოლების ნახევარია. "რეალის" შემტევთა მარგი ქმედების კოეფიციენტი 7%-ია.

ლა ლიგაში ადგილები ამის მიხედვით რომ ნაწილდებოდეს, "სამეფო კლუბი" გავარდებოდა "ოსასუნასა" (5%) და "გრანადასთან" (3%) ერთად. ყველაზე შედეგიანად "ატლეტიკო" უტევს - 19%. მერე მოდის "ბარსა" (17%) და "ბეტისი" (16%).

ტურის ფრაზები

ჟოზე მოურინიო: "ლა ლიგის დანარჩენ მატჩებსაც თუ ასეთი განწყობით ვითამაშებთ, ყველას მოვიგებთ. ეს უკვე გუნდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ", - "რეალის" თავკაცი "რაიო ვალეკანოს" 2:0-ით დამარცხების შემდეგ ერთ ფრაზაში კრიტიკასა და შექებას თავისუფლად ატევს.

მიროსლავ ჯუკიჩი: "ზოგიერთმა ჯერ ვერ გაითავისა, რომ ფრანკო მოკვდა", - "ვალიადოლიდის" მწვრთნელი "ატლეტიკოსთან" 1:2 მარცხის შემდეგ. სერბი ამ მატჩში გააძევეს.

ტიაგო ალკანტარა: "საოცარია, როცა ხალხის ნაწილს კიდევ ეპარება ეჭვი ახალ "ბარსელონაში", - "ბარსას" ახალგაზრდა ნახევარმცველი.

სერხიო რამოსი: "გაუგებრობა ოჯახშივე უნდა მოგვარდეს", - "რეალის" მცველი მოურინიოსთან უთანხმოების შესახებ.

მაურისიო პოჩეტინო: "წაგება არასოდეს მიყვარდა, მით უმეტეს, დაუმსახურებელი", - "ესპანიოლის" თავკაცი "ბეტისთან" 0:1 მარცხის მერე.

ტიტო ვილანოვა: "რეალის" თამაში არ მადარდებს. ხვალ პაელიას გეახლებით, შემდეგ კი კინოში წავალ", - "ბარსას" თავკაცი "რეალის" თამაშის ყურებას ტრადიციული ვალენსიური კერძის მირთმევას ამჯობინებს.

ფილიპ მონტანიე: "საოცარია, როგორ წავაგეთ ეს მატჩი", - "რეალ სოსიედადის" ფრანგი თავკაცი "ლევანტესთან" 1:2 მარცხის მერე.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები

მუნის ფერნანდესი (ატლეტიკო-ვალიადოლიდი) - 4 "მარკა" (10-ბალიანი სისტემით)

რა დააშავა: მეორე ტაიმში აშკარად ემხრობოდა მასპინძლებს. სტუმართა მცველი მიროსლავ ჯუკიჩი მხოლოდ იმიტომ გააძევა, რომ ამ უკანასკნელმა რაღაც ჰკითხა მე-4 მსაჯს. შეცდა ბარათების დარიგებისასაც.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი

რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ვისენტე იბორა (ლევანტე)

"ელ ტიგრე" დიეგო სიმეონემ ევროპალიგის მატჩში დაასვენა, თუმცა "ვალიადოლიდთან" გამოიყვანა და კოლუმბიელმა ფორვარდმა ერთი გოლი გაიტანა.

ფორვარდი შესვენებაზე შესაცვლელი გახდა, რადგან მარჯვენა ფეხი დაიზიანა. შიში არ გამართლდა - ტრავმა უმნიშვნელოა.

"ლევანტეს" ნახევარმცველს ტრავმა არ მიუღია, მაგრამ შესვენების შემდეგ ის აღარ გამოჩენილა. როგორც გაირკვა, იბორამ მზის დაკვრის გამო გასახდელში გონება დაკარგა და სასწრაფოდ შეცვალეს.

ტურის საუკეთესო გოლი

ემილიო არმენტეროსი (ოსასუნა) "სარაგოსას" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ანხელ დი მარია (რეალი) საგოლე პასი ქარიმ ბენზემას.

ტურის სტატისტიკა

22 გოლი ტურში (2,2 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 59 ყვითელი ბარათი, 3 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: არავინ

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფრანსისკო ალკასერი (ხეტაფე, 19 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 65 834 - "კამპ ნოუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 747 - "ესტადიო ვალეკასი"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 28 - ვალენსია

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - ბარსელონა

ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - ბეტისი

ყველაზე მეტი კუთხური: 14 - ბარსელონა

ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - რეალი

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 70% - ბარსელონა

26 სექტემბერს

ბეტისი-ატლეტიკო 23:00

მომდევნო ტური

29 სექტემბერი:

ვალენსია-სარაგოსა, მალაგა-ბეტისი, რეალ სოსიედადი-ბილბაო, სევილია-ბარსელონა.

30 სექტემბერი:

გრანადა-სელტა, ვალიადოლიდი-რაიო ვალეკანო, ოსასუნა-ლევანტე, რეალი-დეპორტივო, ესპანიოლი-ატლეტიკო.

1 ოქტომბერი:

ხეტაფე-მალიორკა.

ტურის სიმბოლური ნაკრები (ლელოს ვერსიით. 4-4-2)

ტონიო (გრანადა)

დანი ალვეში (ბარსელონა), დიეგო გოდინი (ატლეტიკო), მარიო (ბეტისი), პედრო ჟერომელი (მალიორკა)

ხესუს ნავასი (2) (სევილია), მიკაელ ესიენი (რეალი), ჩავი (ბარსელონა), მიკაელ კრონ-დელი (სელტა)

ქარიმ ბენზემა (რეალი), ობაფემი მარტინსი (ლევანტე)

მე-12 ფეხბურთელი: დავიდ ზურუტუზა (რეალ სოსიედადი).

V ტურში ფორვარდებში გვიჭირდა. ამიტომ 3-4-3-დან 4-4-2-ზე გადავერთეთ. ისე მოხდა, რომ 11-დან 10 კაცი ტურის სიმბოლურში პირველადაა. გამონაკლისი მხოლოდ ხესუს ნავასია. "სევილიას" ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დიდებულად და სტაბილურად თამაშობს. ის უკვე ორჯერ მოხვდა ჩვენს სიმბოლურში, ერთი ამდენჯერაც ახლოს იყო მიზანთან.

გამოვარჩიეთ დამარცხებული გუნდის მეკარე ტონიო, რომელმაც "ბარსას" 10 დარტყმა მოიგერია და მე-11-ეს ვერაფრით გადაეღობა, ჩავიმ ბურთი ხარიხას გაარტყა და ისე გაიტანა (სხვათა შორის, ხავიც სიმბოლურშია). შემდეგ კი ტონიო თავისივე ფეხბურთელმა დალაშქრა.

სხვათა შორის, სიმბოლურში მხოლოდ 4 ესპანელია.

ტურის გმირი

ჩავი ერნანდესი (ბარსელონა)

ჩავიმ გატეხა მებრძოლი "გრანადა". მისი დარტყმული ჯერ ხარიხას მოხვდა და ისე ჩაეშვა ტონიოს კარში - "ბარსამ" 100%-იანი შედეგი შეინარჩუნა.

ჩავი საოცარი ფეხბურთელია. მან სულ 41 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 62 ზუსტი პასი გააკეთა! ეს კი თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე "გრანადას" საუკეთესო მეპასის (ორელიანა, 90 წუთი) შედეგი - 22 ზუსტი პასი.

ბომბარდირები

6 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

5 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

4 - ტომერ ჰემედი (მალიორკა)

ასისტენტები

3 - იბაი გომესი (ბილბაო), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი), ემილიო ნსუე (მალიორკა)

გოლი+პასი

7 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

6 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

5 - ტომერ ჰემედი (მალიორკა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა