ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი) ქართველი დიდოსტატი ფავორიტთა შორისაა
ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი), ფავორიტთა შორისაა ქართველი დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი (2652), რომელიც რეიტინგით მეხუთეა ანტონ კორობოვის (უკრაინა, 2705), ევგენი ალექსეევის (რუსეთი, 2682), სერგეი ჟიგალკოს (ბელორუსი, 2667) და პარიმარჯან ნეგის (ინდოეთი, 2658) შემდეგ. სამ ტურში მას 2 ქულა ჰქონდა.

25 სექტემბერს თეთრი ფიგურებით მასპინძელ აუაზ მამადოვს 48-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. ქართველი მოჭადრაკე 3 ქულით მესამე-მეთორმეტე ადგილებს ინაწილებს. 3,5-3,5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ბარის ესენი (თურქეთი) და ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი) იყოფენ. 25 სექტემბერს, მე-4 ტურში ისინი ერთმანეთს დაუზავდნენ.

მეწინავეთა ჯგუფში მოხვედრის შანსი კიდევ სამ ჩვენებურს ჰქონდა, მაგრამ პირველი სვლის უპირატესობა ვერ გამოიყენეს: ნინო ბაციაშვილი და სოფიკო ხუხაშვილი, შესაბამისად, გერმანელ დიდოსტატ იგორ ხენკინსა და მსგავსი ტიტულის მფლობელ აზერბაიჯანელ ნიჯათ მამედოვს შეუთანხმდნენ ყაიმზე, თორნიკე სანიკიძე კი სულაც მასპინძელ ქალბატონთან - გულნარ მამადოვასთან დამარცხდა.

ქართველთა დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: გაიოზ ნიგალიძე - სალომე ხაჟომია 1:0, ლევან ფანცულაია - ემილ აბასოვი (აზერბაიჯანი) 1:0, ანა გავაშელი - ქანან ჰეიდარლი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5.

ჩვენებურთა მონაგარი 4 ტურის შემდეგ: მჭედლიშვილი - 3, ბაციაშვილი, ხუხაშვილი, ნიგალიძე - 2,5-2,5, სანიკიძე, ფანცულაია - 2-2, ხაჟომია, გავაშელი - 1,5-1,5 ქულა.

26 სექტემბერს, მე-5 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: საფარლი - კორობოვი, ნეგი - ესენი, დურარბეილი - ალექსეევი, მამადოვა - ჟიგალკო, მამადოვი - მჭედლიშვილი, მამედოვი - ნიგალიძე, ჩაემი - ბაციაშვილი, ბარსოვი - ხუხაშვილი, რზაევი - სანიკიძე, ზეინალოვი - ფანცულაია, ხაჟომია - ამირეზა, ჰეჯაზიპური - გავაშელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა