ვინ იფიქრებდა, რომ ამ დღეებში „ჰამბურგში“ რაფაელ ვან დერ ვაარტს პოპულარობით ვინმე მიუახლოვდებოდა?
ვინ იფიქრებდა, რომ ამ დღეებში „ჰამბურგში“ რაფაელ ვან დერ ვაარტს პოპულარობით ვინმე მიუახლოვდებოდა?

მიახლოება კი არა, ლამისაა, მეკარე რენე ადლერმა ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჩრდილში მოაქციოს: ამ სეზონში ოთხჯერ დაიცვა ჩრდილოგერმანული კლუბის კარი (26 სექტემბრის მატჩს არ ვთვლით) და ოთხივე შეხვედრაში საუკეთესო ჰამბურგელი იყო! შესაბამისად, დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ ადლერი გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებს.

რენე ადლერმა, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ახალ ოლივერ კანს უწოდებდნენ, გერმანიის ნაკრებში ბოლოს 2010 წლის 17 ნოემბერს ითამაშა. ეს გახლდათ მატჩი შვედეთში, რომელიც 0:0 დამთავრდა და რომელიც რენესთვის რიგით მე-10 და უკანასკნელი შეხვედრა იყო ბუნდესგუნდში. მას მერე ბევრი რამ მოხდა, გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე მანუელ ნოიერი გახდა და გერმანიის ნაკრების ფორმის უკანასკნელად მორგებიდან ორი წლის შემდეგ ადლერი ამბობს:

„რა თქმა უნდა, თავს ისევ ნაკრების წევრად მივიჩნევ, მაგრამ მაშინ მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ ბუნდესგუნდის ძირითადი მეკარის სტატუსის დაკარგვასთან ერთად, ნაკრებს აშკარად ჩამომაშორა“.

27 წლის ადლერს ამ ორი წლის განმავლობაში ნაკრების ხელმძღვანელები მხოლოდ ორჯერ დაუკავშირდნენ - ერთხელ ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მოიკითხა, ერთხელაც ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება, რომელშიც ეწერა, გახსოვდეს, ბუნდესგუნდის კარი შენთვის ყოველთვის ღიააო.

რამდენიმე დღის წინ ლიოვმა „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადლერს აკვირდება და რომ რენე გაფართოებულ სიაში ჰყავს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან „ნიურნბერგთან“ (0:1) და „ვერდერთან“ (0:2) წაგებულ მატჩებში ორივე გუნდში საუკეთესო იყო და „აინტრახტთან“ (2:3) და „დორტმუნდთანაც“ (3:2) იდეალურად ითამაშა. „კიკერის“ საშუალო შეფასებებში ადლერს 1.5 ბალი უწერია, რაც იდეალური ნიშანია მეკარისთვის, რომლის გუნდს მეოთხე ტურამდე ყველა თამაში წაგებული ჰქონდა. ამიტომაც თქვა ვან დერ ვაარტმა, თუ ასე გააგრძელებს, გერმანიის ნაკრებში ძალიან მალე დააბრუნებენო.

ჯერ მხოლოდ ჰამბურგი

რენე ხვდება, რომ თუ ბუნდესგუნდში დაბრუნდა, მხოლოდ მეორე მეკარის სტატუსით მოუწევს დაკმაყოფილება, რადგან ნოიერი მყარი პირველი ნომერია, რომელსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისია ადლერის რეაქციაც - რაც უნდა იყოს, ჯერ მხოლოდ კლუბზე ვარ კონცენტრირებულიო.

„თუ „ჰამბურგში“ საქმეები კარგად წაგვივა, ეროვნული ნაკრები ავტომატურად გადმოინაცვლებს წინა პლანზე. მანამდე ჩემი მიზანი „ჰამბურგში“ კარგად თამაში და ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის თავის მუდმივად შეხსენებაა,“ - აცხადებს ადლერი, რომელიც 2010 წლის მუნდიალის წინ დაშავებამდე გერმანიის ნაკრების ოფიციალურად აღიარებული პირველი ნომერი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა