ოლეგმა უკრაინის ნაკრებთან ერთად ”დინამოსაც” უნდა მიხედოს

კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელად უკრაინული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ოლეგ ბლოხინი დანიშნეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული იური სიომინი შეცვალა. საინტერესო ის არის, რომ ბლოხინი უკრაინის ნაკრების თავკაციცაა...

ევროპის 1975 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ბლოხინი, რომელმაც 1969-დან 1988 წლამდე „დინამოს“ ფორმით 433 მატჩში 211 გოლი გაიტანა, უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტზე მინიმუმ მომდევნო ორ ოფიციალურ მატჩშიც იქნება; მერე კი, შესაძლოა, მუშაობა მხოლოდ კიევურ კლუბში გააგრძელოს.

59 წლის ოლეგმა 2011 წელს ნაკრები მეორედ ჩაიბარა. მანამდე მის ხელში უკრაინელებმა 2006 წლის მუნდიალზე ყველასათვის მოულოდნელად მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონებთან, იტალიელებთან დამარცხდნენ.

„დინამოს“ შეფებმა ბლოხინის წინამორბედი სიომინი უკრაინის თასზე „შახტართან“ განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს, რითაც კიევში ამ უკანასკნელის რიგით მეორე ერა დასრულდა - სიომინი „დინამოს“ 2007-დან 2009 წლამდეც წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ სიომინი საფეხბურთო სამყარომ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გაიცნო, სადაც თითქმის 20 წელი (1986-2005) იმუშავა და „ლოკომოტივი“ რუსულ გრანდად ჩამოაყალიბა (ორჯერ გააჩემპიონა და ოთხჯერ თასი მოაგებინა).

2009 წელს კიევიდან წასულმა სიომინმა კვლავ „ლოკომოტივს“ მიაშურა, მაგრამ მოსკოვურ კლუბში ვეღარაფერს მიაღწია. იმავე წელს იური კიევში დაბრუნდა, მაგრამ ბოლო ორ სეზონში „დინამომ“ „შახტარის“ ჰეგემონია ვერ დაამხო...

სიომინს ამჯერად ვერც იმ ფაქტმა უშველა, რომ კიეველებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაღწიეს, საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ჯერ როტერდამის „ფეიენოორდი“, მერე კი ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსანი „გლადბახი“ დაიფრინეს.

მიზეზი, რა თქმა უნდა, ისიცაა, რომ „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ფრანგულ პსჟ-სთან 1:4 განადგურდა, რასაც „შახტართან“ ასეთივე ანგარიშით წაგებაც დაემატა და ხელმძღვანელებსაც მოთმინების ფიალა აევსოთ...

3 ოქტომბერს კიეველები ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ზაგრების „დინამოს“ მასპინძლობენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა