"ბარსელონას" ვეტერანი ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის აგენტმა ივან კორეჩამ განაცხადა, რომ კლუბმა მის აგენტს ხელშეკრულების გაგრძელება შესთავაზა
"ესპორტ 3"-თან ინტერვიუში "ბარსელონას" ვეტერანი ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის აგენტმა ივან კორეჩამ განაცხადა, რომ კლუბმა მის აგენტს ხელშეკრულების გაგრძელება შესთავაზა.

32 წლის ფეხბურთელთან მოქმედი კონტრაქტი 2014 წელს მთავრდება:

"პარასკევს კლუბმა ოფიციალურად შეგვატყობინა, რომ ახალ ხელშეკრულებას გვთავაზობს, რადგან ხელმძღვანელობას სურს, ჩავი დარჩეს "ბარსელონაში". ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსია ახლავე დასაწყებია, რადგან ივნისში უკვე გვიან იქნება". კორეჩა აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს სირთულეებს და ალბათ, ჩავი მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს: "ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით კონტრაქტის პირობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩავი გრძნობს, კლუბს ის ჯერ კიდევ სჭირდება და კლუბს მისი ისევ სჯერა".

ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ორი წლით გახანგრძლივების ფუნქცია აქვს. დიდი შანსია, კლუბმა სწორედ ეს გამოიყენოს. ასე რომ, ჩავი სულ მცირე, 36 წლის ასაკამდე ბარსელონელი იქნება.

რით განსხვავდება ტიტო პეპისგან

ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელმა ტიტო ვილანოვამ ურიგოდ არ დაიწყო: მართალია, ესპანეთის სუპერთასი ჟოზე მოურინიოს "რეალთან" წააგო, მაგრამ შემდეგ ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო. ერთი ტურიც და ტიტოს "ბარსა" კლუბის რეკორდულ სტარტს გაიმეორებს, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრაც კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.

ამბობენ, ტიტოს, რომელიც პეპის ასისტენტი იყო, დიდად არაფერი შეუცვლია "ბარსაშიო", მაგრამ არის ერთი რამ, რაც ამ ორ მწვრთნელს ძალიან განასხვავებს - გვარდიოლა სარეზერვო ფეხბურთელებს ენდობოდა, უყვარდა მათი წარმოჩენა. ასე აღმოჩნდა ძირითადში სერხიო ბუსკეტსი, შემდეგ - პედრო. მსგავსი რამ ვილანოვასთვის ჯერ არ შეგვიმჩნევია.

გვარდიოლა ამის მერეც ენდობოდა სარეზერვო ფეხბურთელებს, რომელთაგან ნაწილმა გაამართლა, ნაწილმა - ვერა. მისი წყალობით, გასული სეზონის ბოლოს კვენკა, ტელიო და ტიაგო ალკანტარა პირველი გუნდის წევრები გახდნენ. წინასასეზონო შეკრებაზე ახალი მწვრთნელი ხშირად ათამაშებდა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს, მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და ერთადერთი მარტინ მონტოია ხვდება ხოლმე განაცხადში. ერთი-ორჯერ ბარტრაც მოხვდა განაცხადში, მაგრამ თამაშის შანსი არ მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ ხან პუიოლია დამტვრეული, ხან - პიკე, ხან კი ორივე ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა