მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) მექსიკელ მოკრივეს ხულიო სესარ ჩავესს ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად მკურნალობის კურსის გავლისკენ მოუწოდა
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) მექსიკელ მოკრივეს ხულიო სესარ ჩავესს ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად მკურნალობის კურსის გავლისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩავესი მარიხუანას მოხმარებაში ამხილეს.

15 სექტემბერს ჩავესმა საჩემპიონო ბრძოლა წააგო სერხიო მარტინესთან და WBC-ის ტიტული დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ ჩააგდო მექსიკელმა მოკრივემ დოპინგ-ტესტი, რომელმაც მარიხუანას კვალი აღმოაჩინა.

ჩავესს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია და მარტინესთან ბრძოლის სანაცვლოდ მოპოვებული 3 მილიონის დაკარგვა ემუქრებოდა. ხულიომ საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მისი თქმით, სასაწრაფოდ სურს ახალი ცხოვრების დაწყება, პირველ რიგში კი, მარტინესთან მატჩ-რევანშზე უნდა იფიქროს. არგენტინელთან წაგება პირველი იყო მექსიკელის კარიერაში.

საბოლოოდ, დოპინგის მოხმარებისთვის WBC-მ ჩავესი 10 ათასი დოლარით დასაჯა, რომელიც დაავადებული ბავშვების ფონდში გადაირიცხება.

WBC-ის პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია არ დასჯის მოკრივეს დისკვალიფიკაციით, თუ ის მკურნალობის კურსს გაივლის. მექსიკელი მხოლოდ იმ პერიოდს გამოტოვებს, რომელიც მკურნალობას დასჭირდება, შემდეგ კი რინგზე დაბრუნების უფლება ექნება.

22 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება გაიმართოს შეხვედრა ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, 35 წლის პოლონელ ტომაშ ადამეკსა და WBC-ის ტიტულის ყოფილ პრეტენდენტს, კუბელ ოდლანიერ სოლისს შორის.

ადამეკმა თავისი ბოლო ბრძოლა ამა წლის 8 აგვისტოს ჩაატარა და ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი ტრევის უოკერი. სოლისი კი ბოლოს რინგზე 2012 წლის მაისში გავიდა და ქულებით მოუგო კონსტანტინ აირიხს.

უნდა აღინიშნოს, რომ 12 ოქტომბერს მადრიდში სოლისს დაგეგმილი აქვს ბრძოლა 37 წლის ნორვეგიელ ლეიფ ლარსენთან, რომელსაც წაგება არ აქვს პროფესიულ რინგზე. ადამეკთან ჩხუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ სოლისი სკანდინავიელის დამარცხებას შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა