საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად ბელგოროდის "სალიუტს" გაუტანა
როგორც იქნა, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ.

ეს რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში მოხდა, სადაც მისმა გუნდმა სტუმრად ბელგოროდის "სალიუტს" 2:1 სძლია.

ანანიძის სასტარტოში გამწესება კი აშკარად გამართლებული აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 33-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (იხილეთ ვიდეო), 53-ეზე კი გადამწყვეტი გოლი "სპარტაკის" ჰოლანდიელმა ლეგიონერმა დემი დე ზეუვმა გაიტანა.

ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

მერვედფინალში გავიდა "კრასნოდარიც", რომელმაც გასვლაზე ძერჟინსკის "ხიმიკი" 2:1 დაამარცხა. "კრასნოდარის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ნუკრი რევიშვილი, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი კი დაასვენეს.

ომარ თეთრაძის "ხიმკიმ" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. "ვოლგას" რიგებში გია გრიგალავამ სრულად ითამაშა.

ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძის "ინტერ ტურკუ" სტუმრად "იუვიასკიულიას" დაუზავდა - 0:0. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

რუმინეთის თასის მეთექვსმეტედფინალში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" შინ 2:1 სძლია "კარაკალს". საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ჰოლანდიის თასის მეთექვსმეტედფინალში "ვიტესმა" სტუმრად 3:0 გაანადგურა ქვედალიგელი "გემერტი". გიორგი ჭანტურია არნემელთა განაცხადში კვლავ არ ყოფილა, "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ კი სრულად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა