ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს...

ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს. ოთხი დღის განმავლობაში სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ევროტურნირის დებიუტანტ "ლიგამუს-თბილისთან" ერთად სახელოვანი კლუბები _ იტალიის "პოსილიპო", უნგრეთის "ჰონვედი", საფრანგეთის "ოლიმპიკი", ასევე, ისრაელის ასა და თურქეთის ენკა იასპარეზებენ. დღეს 15.30 საათზე "ჰონვედი" და "ოლიმპიკი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 17.00 საათზე "პოსილიპო" და ენკა მოსინჯავენ ძალებს, 18.30 საათიდან კი მასპინძლები თავის პირველ საერთაშორისო მატჩს ითამაშებენ თელ ავივის ასა-სთან. "ლიგამუსი-თბილისი" ასეთი შემადგენლობით ისპარეზებს: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, გურამ კოტარია, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კოტე გეგელაშვილი, ტარიელ ნიკოლეიშვილი, ბექა ქავთარაძე და იოვან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი _ ზვიად დავითიანი.

გუშინ ვარჯიშის შემდეგ ზვიად დავითიანსა და რევაზ ჩომახიძეს ვესაუბრე.

დავითიანი: _ ტურნირისთვის ნორმალურად მოვემზადეთ. "ოლიმპიკში" ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა. გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს და საბრძოლველად მზად არის. აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ოთხ საუკეთესოში, რაც საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასვლის საშუალებას მოგვცემს. თუმცა ჩვენთვის უმთავრესი მაინც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებისთვის მზადებაა. 30 ოქტომბერს ხომ თბილისში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელს - დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

ჩომახიძე: _ აქტიურ სპორტს შარშან სექტემბერში დავანებე თავი და მთლიანად მწვრთნელობაზე გადავერთე, მაგრამ ახლა საქმემ მოითხოვა და ისევ აუზს დავუბრუნდი. ორი კვირაა, ინტენსიურად ვვარჯიშობ, ნელ-ნელა შევდივარ სპორტულ ფორმაში. ვეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო როგორც "ლიგამუსი-თბილისს", ასევე, ეროვნულ ნაკრებს.

რაც შეეხება ლენტროფს, საინტერესო შეჯიბრებაა. უწინ სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში არაერთხელ მითამაშია ამ ტურნირზე. შევხვედრივარ "პოსილიპოს", "ჰონვედს", "ოლიმპიკს", ძალიან ძლიერი გუნდებია, სახელოვანი წყალბურთელებით დაკომპლექტებული. მაგალითად, "პოსილიპო" ევროლიგის სამგზის გამარჯვებულია, ლენტროფისა და სუპერთასის ხუთგზის მფლობელი. ტიტულები არც სხვებს აკლიათ. მომდევნო ეტაპის პირველი სამი საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატები სწორედ ისინი არიან. მეოთხე საგზურისთვის თურქეთისა და ისრაელის გუნდებთან მოგვიწევს დიდი ბრძოლა და ვფიქრობ, გადაუჭრელი ამოცანის წინაშე არ უნდა ვიდგეთ. ყველაფერს ვიღონებთ ქომაგების გასახარებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის