თელავის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 50 000 დოლარი, ასპარეზობას მაკა ჩახნაშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და სოფიო შაფათავა განაგრძობენ
ექვსიდან საქართველოს სამი წარმომადგენელი განაგრძობს პაექრობას თელავის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 50 000 დოლარი.

მაკა ჩახნაშვილმა სამ სეტში სძლია შეჯიბრებაზე ველური ბარათით მიწვეულ ეკატერინე გორგოძეს - 6:3, 1:6, 6:4. სოფიო ქვაცაბაიამ თითქმის უბრძოლველად წააგო ხორვატ ტერეზა მდრეზასთან - 4:6, 1:6, ნათია გეგიამ პირველი ხელი კი მოუგო უკრაინელ ანა შკუდუნს - 6:4, მეორეში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მეტოქემ მაინც აჯობა - 7:6, რაც, ფაქტობრივად, გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ჩვენებურმა უკრაინელს მესამე სეტში გეიმიც ვერ აართვა, 0:6 წააგო და მაყურებლებში გადაინაცვლა.

ასპარეზობის პირველ დღეს ოქსანა კალაშნიკოვას და სოფიო შაფათავას წარმატებაზე კი უკვე გაუწყეთ. ერთეულთა თანრიგის პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ლესია ცურენკო (უკრაინა)-ლეტისია კოსტასი (ესპანეთი) 6:4, 6:0, მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი)-ტადეია მაიერიჩი (სლოვენია) 6,3, 7:6, ანა-ლენა ფრიედსამი (გერმანია)-რენატა ვორაკოვა (ჩეხეთი) 6:4, 2:6, 6:2. ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი)-რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი) 6:3, 6:4, ნადია კიჩენოკი (უკრაინა)-არანჩა პარა-სანტონა (ესპანეთი) 6:3, 7:5, კონი პერინი (შვეიცარია)-ანა ფლორისი (იტალია) 6:4, 6:0, რიჩელ ჰოგენკამპი (ჰოლანდია)- ვიქტორია კანი (რუსეთი) 6:4, 6:0, რალუკა ოლარუ (რუმინეთი)-ირინა ხრომაჩევა (რუსეთი) 6:3, 7:5, ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკეთი)-ლუდმილა კიჩენოკი (უკრაინა) 5:7, 7:5, 7:6, კორინა დენტონი (იტალია)-განა როზნიხირენკო (უკრაინა) 6:0, 6:4, ელინა სვიტლინა (უკრაინა)-ეკატერინა ძეჰალევიჩი (ბელორუსი) 6:3, 6:1.

მეორე წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ცურენკო (1)- ლაზარევა, ჩახნაშვილი- ფრიედსამი (8), კრუნიჩი (4)- კიჩენოკი, შაფათავა- პერინი, ჰოგენკამპი (6)- კალაშნიკოვა, შკუდუნი- ოლარუ, მდრეზა (5)- შმიედლოვა, დენტონი- სვიტოლინა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა