წლეულს ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირში ჩვენებურთაგან თბილისის ”მწვანე სკოლის” მეათეკლასელი, 15 წლის ალექსანდრე ბაკში გამოირჩა
წლეულს ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირებში ჩვენებურთაგან თბილისის ”მწვანე სკოლის” მეათეკლასელი, 15 წლის ალექსანდრე ბაკში (მას მამა - საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ბაკში ავარჯიშებს) გამოირჩა.

სეზონის დასაწყისში თანატოლთა შორის ლიტვის საერთაშორისო შეჯიბრების ნახევარფინალში ითამაშა, მერე ანტალიისა და მინსკის ტურნირებში მეორე ადგილები დაიკავა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თბილისელი სპორტსმენი თავის ნაკრებში მიიწვია, რომლის შემადგენლობაში 4-4 საუკეთესო გოგონა და ვაჟი გამოდიოდა.

სანდრომ წარმატებით გაართვა თავი იტალიაში გამართულ ოთხ საერთაშორისო ტურნირს, საიდანაც ერევანს მიაშურა და იქ 16-წლიანთა ორი შეჯიბრება მოიგო ერთეულებში - ფინალურ პაექრობებში მასპინძელ არშაკ ჩაზარიანსა (6:4, 6:4) და უკრაინელ ალექსეი პროკოპჩუკს (6:3, 6:3), სძლია, ხოლო წყვილებში ირაკლი მეტრეველთან ერთად სურენ ბაღდასარიანისა და არშაკ ჩაზარიანის დუეტი დაამარცხა - 7:5, 3:6, 11:9.

წლევანდელ შეჯიბრებებში ბაკშიმ 730 სარეიტინგო ქულა მოაგროვა და ევროპის 16 წლის ჩოგბურთელთა მასტერსში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს, ფაქტობრივად, ამ ასაკში საჩემპიონო ასპარეზობაა (1996 წლიდან ტარდება), რომელშიც 8-8 საუკეთესო გოგონა და ვაჟი ითამაშებს (სხვათა შორის, ეს ტურნირი თავის დროზე მოგებული აქვთ კიმ კლაისტერსსა და რაფაელ ნადალს).

ბოლო წლების მსგავსად, შეჯიბრებას 5-8 ოქტომბერს სიცილიური (იტალია) რეჯიო კალაბრია უმასპინძლებს. ალექსანდრე ბაკში საპრიზო ადგილებისთვის პეტროს ხრისოხოროსს (კვიპროსი), დანიელ ორლიტას (ჩეხეთი), პეტერ ჩონკიჩს, ფილიპ გრბიჩს (ორივე - სერბეთი), მიხაილ დემბეკს (პოლონეთი), ოლექსეი კოლესნიკსა (უკრაინა) და ენტონი მუნარ კლარს (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა