"პარმაში თამაშების წინ წვეთოვნებს გვიდგამდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ვიტამინების ნაკრები იყო, მაგრამ მატჩის წინ ჭერამდე ახტომა შემეძლო"
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ამჟამად კი "რივერ პლეიტის" მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ თავის ავტობიოგრაფიაში იტალიური ფეხბურთი, რომელსაც 8 წელი მიუძღვნა, რომ იტყვიან, მიწასთან გაასწორა.

ამ ხნის მანძილზე ალმეიდამ "ლაციოში", "პარმაში", "ბრეშასა" და "ინტერში" ითამაშა.

"პარმაში თამაშების წინ წვეთოვნებს გვიდგამდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ვიტამინების ნაკრები იყო, მაგრამ მატჩის წინ ჭერამდე ახტომა შემეძლო.

მოთამაშეები, პრინციპში, ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, მაგრამ მომდევნო წლებში საკმაოდ ბევრი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც ფეხბურთელები გულის პრობლემებით კვდებოდნენ ან კუნთების პრობლემები ჰქონდათ.

ვფიქრობ, ეს იმის შედეგებია, რასაც მათ კარიერის ბოლოს აძლევდნენ", - წერს ალმეიდა.

გარკვეულ მომენტში არგენტინელსა და "პარმას" მფლობელს შორის შავმა კატამ გაირბინა. ეს სამსახურებრივი უთანხმოება ალმეიდას უსიამოვნებებად გადაექცა.

"სტეფანო ტანცისთან სერიოზული კამათი მქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი შევამჩნიე, რომ ჩემი მანქანა გარაჟიდან გაქრა.

კლუბთან კონფლიქტი სავა მილოშევიჩსაც ჰქონდა. მასაც კარგი კონტრაქტი ჰქონდა და მსგავის რამ შეემთხვა.

ერთხელ კი ჩემი ცოლი სახლში შევიდა და რაღაც ხმები გაიგონა. ის გამოიქცა და პოლიციაში დარეკა. სახლში კედელზე მანქანის ზეთით მაფიის გზავნილი დაგვხდა მიწერილი. ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პარმაში აღარც დავბრუნდი", - ჰყვება ფეხბურთელი.

არგენტინელმა ჰავბეკმა გვერდი არც აპენინებზე დღემდე აქტუალურ, გარიგებული მატჩების თემას აუარა. მისი თქმით, თავად ასეთ ამბებში არასდროს გახვეულა, აი, თანაგუნდელებზე კი თავს ვერ დადებს.

საილუსტრაციოდ ალმეიდამ "რომასთან" 2001 წელს გამართული შეხვედრა მოიყვანა.

”ზოგიერთი თანაგუნდელი "პარმაში" ამბობდა, რომ "რომასთვის" თამაში უნდა დაგვეთმო. მე უარი ვთქვი და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობამაც უარით უპასუხა. თუმცა შევამჩნიე, რომ მოედანზე ზოგიერთი ისე არ ირჯებოდა, როგორც ჩვეულებრივ. ამიტომ შეცვლა მოვითხოვე და გასახდელში შევედი.

ფული აიღეს? არ ვიცი, ისინი ამას ვალს ეძახოდნენ", - დაწერა ალმეიდამ.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა