ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ბარსელონას" სქემა "ამობრუნებული პირამიდა" და მისი საიდუმლოება

"ბარსელონას" სქემა "ამობრუნებული პირამიდა" და მისი საიდუმლოება

პეპ გვარდიოლას მიერ შექმნილი ტაქტიკური სქემა 1-2-3-4 უნიკალურია და მას მხოლოდ კატალონიური გრანდი იყენებს
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ტაქტიკურ ნოვაციებს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ყოფილა შემთხვევა, რომ ტაქტიკურ განლაგებას სპორტის ამ სახეობაში რევოლუცია მოუხდენია.

დღეს მწვრთნელები, ძირითადად, ორ მოდელს ანიჭებენ უპირატესობას: 4-2-3-1 (მცირე სხვაობით: 4-3-2-1) და 3-5-2 (3-4-1-2, 3-4-2-1 და ა.შ.), თუმცა არის გუნდი, რომელიც უნიკალურ სქემას იყენებს, სქემას, რომელსაც "გადმობრუნებული პირამიდა" შეარქვეს, რადგან ის ე.წ. პირამიდის (4-3-2-1) საპირისპირო ვერსიაა.

საუბარი, რა თქმა უნდა, "ბარსელონაზე" და პეპ გვარდიოლას მიერ შექმნილ 1-2-3-4-ზე გვაქვს.

პეპ გვარდიოლამ ეს განლაგება პირველად "ნოუ კამპზე", "ხეტაფესთან" მატჩში გამოიყენა.

სტრატეგია

ეს ტაქტიკური მოდელი, ალბათ, აქამდე არსებულთა შორის ყველაზე რთულად სათამაშოა.

სურათზე ეს განლაგება გრაფიკულად არის ასახული, ისრები კი ფეხბურთელთა ვექტორს მიუთითებს.

მოთამაშეები მუდმივად უნდა მოძრაობდნენ და მეტოქე ყოველთვის პრესინგის ქვეშ ჰყავდეთ.

ამ ტაქტიკაში ანტონიო კასანოსაც კი მოუწევდა უბურთოდ სირბილი და მეტოქის დაწნეხვა. წინააღმდეგ შემთხვავაში, ის შემადგენლობიდან, უბრალოდ. ამოვარდებოდა.

მეკარე

მეკარეს აქ განსაკუთრებული როლი არ ენიჭება. მისი მისია იგივეა, რაც სხვა ტაქტიკებში - არ უნდა გაუშვას გოლი.

დაცვა

ცენტრალური მცველი: ცენტრალური მცველის ფუნქციები, გარკვეულწილად, ლიბეროს ფუნქციებს წააგავს, თუმცა განსხვავება მაინც არის.

ამ განლაგებაში ცენტრალურ მცველს თამაშის წაკითხვის უნარი უნდა ჰქონდეს - მან უნდა ჩაშალოს მეტოქის შეტევა და საკუთარი გუნდის იერიში წამოიწყოს.

ფლანგის ცენტრალური მცველები: ეს პოზიცია ინოვაციურია. რთული გასახსენებელია, რომელიმე გუნდს მსგავსი პოზიციის მოთამაშე მოედანზე გაეყვანოს.

ფლანგის ცენტრალურ მცველებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

პირველი - მათ მეტოქის შეტევა ჩანასახშივე უნდა დაასრულონ, რის გამოც ორივე ფეხბურთელი ზემოთ არის აწეული (ე.წ. დაცვის მეორე ხაზს ქმნიან, ცენტრალური მცველი კი უკან რჩება).

მეორე - თუ მეტოქის გარემარბი შეტევაში ჩაერთო, ამ პოზიციის ფეხბურთელი უმალ ფლანგის მცველი ხდება და ოპონენტს უშუალოდ მეურვეობს.

კარგად შეხედეთ სურათს: ცენტრალური მცველი (მასკერანო) უკან რჩება, როდესაც ფლანგის ცენტრალური მცველები (პუიოლი მარჯვნივ და ადრიანო მარცხნივ) წინ მიდიან

ნახევარდაცვა

საყრდენი: საყრდენ ნახევარმცველს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ამ პოზიციის ფეხბურთელმა ნახევარდაცვაში უნდა იბატონოს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში უკან უნდა დაიხიოს და ცენტრალური მცველის პოზიციაზე დადგეს.

მარცხნივ - "ბარსელონას" სასტარტო განლაგება. მარჯვნივ - ცვლილებების შემდეგ

ამ სქემით ყველაფერი კარგად არის ახსნილი: ბუსკეტსმა მატჩი საყრდენის პოზიციაზე დაიწყო სეიდუ კეიტასთან ერთად, მაგრამ როცა საჭირო გახდა, დაცვაში დაიხია და კეიტა ერთადერთ საყრდენად იქცა.

გუნდის შეტევის დროს საყრდენი ნახევარმცველი უკან რჩება, რადგან თუ "ბარსამ" ბურთი დაკარგა, მან მეტოქის შეტევა უნდა ჩაშალოს. თავდაცვის დროს კი ის უკან იხევს და ოთხკაციან დაცვის ხაზს ქმნის, რომლის დროსაც ფლანგის ცენტრალური მცველები, უბრალოდ, ფლანგის მცველები ხდებიან.

არის შემთხვევები, როდესაც როგორც საყრდენი, ასევე მცველები თავიანთ პოზიციებზე რჩებიან - ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც მეტოქეს შეტევაში ზედმეტი ფეხბურთელი ჰყავს.

ცენტრალური ნახევარმცველები: როგორც წესი, ცენტრალური ნახევარმცველებიდან ერთი ე.წ. დრიბლიორია, მეორე კი კარგი ასისტენტი, რაც იდეალურ ნაზავს ქმნის.

ე.წ. დრიბლიორი, ასევე, ე.წ. მორბენალი ცენტრალური ნახევარმცველი ხშირად ეხმარება საყრდენს, ხოლო "ასისტენტი" თამაშის რიტმს აკონტროლებს.

გარემარბები: ფლანგის შემტევების მოვალეობა სათამაშო არეალის გაზრდაა. მათ ლამის აუტის ხაზთან უწევთ მოქმედება იმისთვის, რომ მეტოქის დაცვა სიგანეში გაწელონ და თავდამსხმელებისთვის ცენტრში თავისუფალი ადგილები გამოათავისუფლონ.

გარდა ამისა, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, მათ უკან დახევა და ორ ცენტრალურ ნახევარმცველთან ერთად ხაზზე განლაგება ევალებათ, საყრდენი კი ამ დროს მათზე ოდნავ უკან რჩება.

ოთხი ფეხბურთელი ხაზზე და საყრდენი ოდნავ უკან

ამ სურათზე ჩანს, როგორ დაიხიეს უკან პედრომ და კუენკამ (გარემარბები) და ჩავი-ინიესტას დუეტთან ერთად, ცენტრში განლაგდნენ. ბუსკეტსი კი სიტუაციას უკნიდან აკონტროლებს.

თავდამსხმელები

ცენტრფორვარდი და მეორე ფორვარდი: თავდამსხმელების მოვალეობა ყველა გუნდში ერთია - გოლების გატანა.

"ბარსელონას" მეორე ფორვარდის, განლაგებაში 9 ნომრის, ისე კი 10-იანის ფუნქცია ნახევარდაცვის და შეტევის შეკავშირებაა.

გარდა ამისა, ის გუნდის მთავარი "ფანტაზისტა" და მარგალიტია. საჭიროების შემთხვევაში, მეორე ფორვარდმა შესაძლოა უკან დაიხიოს და საკუთარ გუნდს ნახევარდაცვაში რაოდენობრივი უპირატესობა მოუტანოს.

ცენტრფორვარდის მიზანი კი ისაა, რაც ყველგან - გოლის გატანა. ცენტრფორვარდი მეკარეს ავიწროებს, დამხმარე ფორვარდი კი მეტოქის მცველებს მეურვეობს

შეჯამების სახით ვთქვათ, რომ ამ ტაქტიკური მოდელის გამართულად მუშაობის ამოსავალი წერტილი გუნდური თამაშია და არა ინდივიდუალიზმი.

ფეხბურთის წლიდან წლამდე განვითარებასთან ერთად, კოლექტიური მოქმედება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

"ბარსელონას" ეს ტაქტიკა ახალი სიტყვაა მსოფლიო ფეხბურთში. საინტერესოა, იქნება თუ არა ეს მოდელი წარმატების მომტანი და გაუძლებს თუ არა ის დროს. ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• INIESTA

რა მოუ რის რეალი მაგათი სტილი ბარსას სტილს როგორ უნდა შეედაროს რა სისულელეა. ბარსას ჰეგემონია 3 წელი დაუმხობელი იყო და ის რომ ერთი წელი ვერ მოიგო განსაკუთრებული ვერაფერი იმას არ ნიშნავს რომ რეალი ბარსას გაუთანაბრდა

• marine

ტოკა შენთან დიდი ბოდიში, მაგრაამ ამ სქემას ბარსა გუარდიოლას მოსვლის შემდეგ თამაშობს და თავად გამოიანგარიშე პირველი ვინ არის. ვეთანხმები ნიკას ამ ტაქტიკას რეალმა კი არა ბევრად ნაკლები კლასის გუნდებმაც გაუგს, ამიტომ რაღაც შესაცვლელია, იმედია ტიტო ამას შეძლებს. ისე რა გენიალური აღმოჩენაა არა, მაგრამ შემსრულებლებიც უნდა გყავდეს მაღალი დონის. ბარსას ისინი არ აკლია.

• Toka

ზუსტად აღარ მახსოვს შარშან ვის წინააღმდეგ თამაშობდა რეალი, როცა მოუმ ზუსტად ამ ტაქტიკით ათამაშა გუნდი. 3 მცველი 1 საყრდენი 4 შემტევი და 1 ფორვარდი )) ასე, რომ როგორც ყოველთვის რეალი და მოუ ნომერ პირველები არიან

• ნიკა

ძალიან ზლიერი ანალიზია (ხოლო დადუ -უსაშველოდ სუსტი - ბოდისი დაუ , მაგრამ ესეა და რა ვქნა?) ამას გარდა, ბარსელონას უპირატესობის საიდუმლო კიდევ რამოდენიმე კონცეპტუალურ დეტალშია. სახელდობრ: ასეთი განლაგება საშუალებას აძლევს გუნდს გაათამაშოს ე.წ. ზედმეტი. ბოლო წელია ბარსამ დაკარგა თავისი დამთრგუნავი უპირატესობა - განსაკუთრებით - რეალზე. არადა შემადგელობებიც იგივეა და ფიზიკური მზადყოფნის დონეც. ე.ი. ამ ტაქტიკას უკვე გაუგეს. ყოჩაღ ტატო!

• roma

ყოჩაღ ტატო! მე მომეწონა, კარგი ანალიზია ძალიან!

• დუდუ

ავტორს ვუსმენ ხოლმე სიამოვნებით, როცა რეპორტაჟი მიჰყავს, ან მიმოხილვას გვიჩვენებს. სტატიას რაც შეეხება, სუსტია უსაშველოდ. იმედია, მეტ ინფორმაციას მიიღებს და მომავალში უკეთესი გამოუვა. არადა, ძალიან საჭიროა, რო ტაქტიკური განათლება მიიღონ ფეხბურთელებმა და ცოტა, გულშემატკივრებმაც, თორე ამ მხრივ აქ კატასტროფაა. სკოლებშიც არ ასწავლიან! ასე რომ, ველით ისევ და უკეთესს. თუ ჩემგან რჩევას მიიღებ, ანა-ბანათი დაიწყე სწავლა. დასაწყისისთვის, კლასიკური სქემა განიხილე და ნომრების(პოზიციების) მიხედვით გაარკვიე მოვალეობები:)_

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ