28 სექტემბერს "ფორტუნა", რომელიც კარს დღემდე მშრალად ინახავს, დიუსელდორფში "შალკეს" მასპინძლობს

ბუნდესლიგის მეხუთე ტური 26 სექტემბერს დასრულდა და უკვე მეექვსე ტურზე გვიწევს საუბარი. 28-ში პირველი მატჩია: "ფორტუნა", რომელიც კარს დღემდე მშრალად ინახავს, დიუსელდორფში "შალკეს" მასპინძლობს.

სადაც ფრანკფურტის "აინტრახტს" ვახსენებთ, იქ არც დიუსელდორფის "ფორტუნა" უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე. მართალია, დიუსელდორფელებს ფრანკფურტელებზე 4 ქულით ნაკლები აქვთ მოგროვებული, სამაგიეროდ, ნორბერტ მაიერის გუნდი ერთადერთი (!) უმაღლესლიგელია ევროპაში, რომელსაც გაშვებული გოლების გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერია.

ზედიზედ სამი 0:0-ის შემდეგ "ფორტუნამ" სამშაბათს ბუნდესლიგის კიდევ ერთი დებიუტანტი "ფიურტი" სტუმრად 2:0 დაამარცხა და ევრორეკორდი შეინარჩუნა, გერმანიის ჩემპიონატის ცხრილში კი მეხუთე ადგილამდე აღზევდა.

28 სექტემბერს ეიფორიაში მყოფი დიუსელდორფელები მეოთხეადგილოსან "შალკეს" მასპინძლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფორტუნას" დაცვის ხაზს, რომელსაც ვეტერანი მცველი ლანგენეკე მეთაურობს, პირველი სერიოზული გამოცდა ელის - "შალკეს" ხომ ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კლაას-იან ჰუნტელაარი ჰყავს და გელზენკირხენელებს 5 ტურში 10 გოლი აქვთ გატანილი.

საინტერესოა, ათამაშებს თუ არა მაიერი უკრაინელ თავდამსხმელ ანდრეი ვორონინს, რომელმაც საწყის ტურებში იმედები ვერ გაამართლა, რის გამოც მწვრთნელმა "ფიურტთან" ძირითად შემადგენლობაში აღარ გაამწესა.

დიდი შანსია, რომ მაიერმა უკრაინელი ამჯერადაც სკამზე დატოვოს, რადგან მისმა შემცვლელმა ილსიომ "ფიურტთან" გოლი გაიტანა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ვორონინი უკმაყოფილოა?

ჩვენი გერმანელი კოლეგები ეჭვობენ, რომ ვორონინს მწვრთნელთან პრობლემები აქვს და საამისოდ რამდენიმე მიზეზი მოჰყავთ: ანდრეი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც "ფიურტთან" მატჩის შესვენებაზე არ ხურდებოდა;

მატჩის შემდეგ ფანებთან გამარჯვების საზეიმოდ მხოლოდ ვორონინი არ მივიდა და უკრაინელმა კომენტარი არ გააკეთა.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი პეტერ ფრიმუთი ამბობს, არანაირი პრობლემა არ არისო...

რაც შეეხება "შალკეს": ამ დღეებში გელზენკირხენულ კლუბშიც დაძაბული ვითარება იყო. მართალია, "შალკემ" "მაინცთან" 3:0 მოიგო, მაგრამ "ხუმარებმა" ბოლო ორი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს. მანამდე კი ფანები საყვარელ გუნდს უსტვენდნენ, რის გამოც გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი განრისხდა და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, ვინც უსტვენდა, ფეხბურთის აზრზე არ არისო.

გარდა ამისა, ჰუნტელაარს ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია, რის გამოც "შალკეს" შეფებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ იძულებულები არიან, მისი შემცვლელის ძებნა დაიწყონ. ფაქტია, რომ 28 სექტემბრის შეხვედრა არაერთ კითხვას უპასუხებს.

გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური

28 სექტემბერი

ფორტუნა-შალკე 22:30

ტრავმა: ბალოგუნი - ჰილდებრანდი, მარიკა, ობასი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 5 5 0 0 17-2 15

2. აინტრახტი 5 4 1 0 14-7 13

3. ჰანოვერი 5 3 1 1 14-8 10

4. შალკე 5 3 1 1 10-5 10

5. ფორტუნა 5 2 3 0 4-0 9

6. დორტმუნდი 5 2 2 1 11-8 8

7. ვერდერი 5 2 1 2 9-8 7

8. ლევერკუზენი 5 2 1 2 7-7 7

9. ნიურნბერგი 5 2 1 2 7-9 7

10. გლადბახი 5 1 3 1 7-7 6

11. ჰოფენჰაიმი 5 2 0 3 10-12 6

12. ფრაიბურგი 5 1 2 2 7-8 5

13. ვოლფსბურგი 5 1 2 2 2-8 5

14. ჰამბურგი 5 1 1 3 7-10 4

15. მაინცი 5 1 1 3 4-8 4

16. ფიურტი 5 1 1 3 2-8 4

17. შტუტგარტი 5 0 2 3 3-12 2

18. აუგსბურგი 5 0 1 4 2-10 1

ბომბარდირები:

5-მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4-თომას მიულერი (ბაიერნი).

V ტურის სიმბოლური ნაკრები "ლელოს" ვერსიით

4-2-3-1

გიფერი (ფორტუნა) - ლამი (2) (ბაიერნი), მალეზასი (ფორტუნა), პაპადოპულოსი (2) (შალკე), ჯონსონი (ჰოფენჰაიმი) - ო. ფინკი (ფორტუნა), შვაინშტაიგერი (ბაიერნი) - ინუი (2) (აინტრახტი), შაჩირი (ბაიერნი), უსამი (ჰოფენჰაიმი) - ია კონანი (ჰანოვერი)

V ტურის გმირი

ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი)

"ვოლფსბურგთან" მატჩი ბასტიან შვაინშტაიგერისთვის ლაფსუსით დაიწყო: მესამე წუთზე "ბაიერნის" 28 წლის ლიდერმა ერთი მეტრიდან ბურთი "მგლების" კარის ძელს მოარტყა.

შვაინიმ მე-18 წუთზეც ვერ დაუმიზნა კარგად, თუმცა ამჯერად 23 მეტრიდან შეაზანზარა დიეგო ბენალიოს კარის ძელი; ზუსტად ექვს წუთში კი მიზანი, როგორც იქნა, გაასწორა და ანგარიში გახსნა.

თუმცა გოლზე მნიშვნელოვანი შვაინშტაიგერისთვის ის იყო, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის ცენტრს იდეალურად აკონტროლებდა და მშვენიერი პასები არიგა. ასე რომ, ვისაც დაავიწყდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვაინი "ბაიერნისთვის", უყუროს "ვოლფსბურგთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩს განმეორებით...

საუკეთესო ფეხბურთელები

V ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 4 1.17

2. რენე ადლერი ჰამბურგი 5 1.80

3. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 5 1.88

4. თომას მიულერი ბაიერნი 4 2.00

5. სებასტიან როდე აინტრახტი 5 2.00

6. კევინ ტრაპი აინტრახტი 5 2.00

7. ტონი კროოსი ბაიერნი 5 2.13

8. პირმინ შვეგლერი აინტრახტი 5 2.25

9. აარონ ჰანტი ვერდერი 5 2.30

10. ტაკაში ინუი აინტრახტი 5 2.30

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 4 3 7 10

2. თომას მიულერი ბაიერნი 4 4 4 8

3. ტაკაში ინუი აინტრახტი 5 3 3 6

4. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 5 5 1 6

5. ჰიროში კიოტაკე ნიურნბერგი 5 1 4 5

6. შტეფან აიგნერი აინტრახტი 5 3 1 4

7. ხუან არანგო ბორუსია (მ) 5 1 3 4

8. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 4 1 3 4

9. ლუის ჰოლტბი შალკე 5 3 1 4

10. აარონ ჰანტი ვერდერი 5 3 1 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის