მორიგმა საავტომობილო კვირამ, რომელიც სინგაპურის გრანპრის შეიცავდა, ცვლილებები მოიტანა Castrol-ის რეიტინგში
მორიგმა საავტომობილო კვირამ, რომელიც სინგაპურის გრანპრის შეიცავდა, ცვლილებები მოიტანა Castrol-ის რეიტინგში.

რა თქმა უნდა, უქმეების მთავარი უიღბლო ლუის ჰემილტონი იყო. გამარჯვების ნაცვლად, რომელზეც ბრიტანელი სრულიად სამართლიანად აცხადებდა პრეტენზიას, მას ტექნიკური პრობლემის გამო რბოლიდან გამოვარდნა ელოდა.

რა თქმა უნდა, პოულისთვის და 23 წრე ლიდერობისთვის ბრიტანელმა ქულების გარკვეული რაოდენობა მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შარშან, ამავე პერიოდში მიღებული ქულების დასაცავად, რადგან ერთი წლის წინ ბრიტანელი მეოთხე ადგილზე გავიდა.

საბოლოოდ, ჰემილტონმა არა მარტო გაირთულა ტიტულისთვის ბრძოლის შანსები, არამედ აღნიშნულ რეიტინგში ორი კვირის წინ მოპოვებული მეორე ადგილი დაკარგა და მესამე პოზიციამდე დაქვეითდა - წინ გაუშვა ფერნანდო ალონსო.

"ფერარის" ლიდერმაც დაკარგა ქულები, ოღონდ გაცილებით ნაკლები - ერთი წლის წინ ის მესამე იყო. სხვათა შორის, იგივე ითქმის სებასტიან ფეტელსა და ჯენსონ ბატონზე - მათ 2011 წლის შედეგი გაიმეორეს, მაგრამ უფრო ნაკლები სარეიტინგო ქულები მიიღეს, ვიდრე დაკარგეს.

ასე რომ, სიტუაციას შეიძლება უნიკალური ვუწოდოთ - პირველმა ოთხეულმა გასულ უქმეებზე დაკარგა ქულები. მოგებული მხოლოდ მარკ უებერი დარჩა, რადგან მან შარშან ფინიშამდე ვერ მიაღწია, ახლა კი მე-11 ადგილზე გავიდა. ამით ავსტრალიელმა ისევ გაუსწრო სებასტიან ლოებს და მეხუთე ადგილზე გადავიდა.

თავად ლოებმა ამასწინ განაცხადა, რომ მომავალ წელს სურს შეუხამოს ერთმანეთს რალის ცალკეულ ეტაპებზე გამოსვლა და მსოფლიო ტურინგის რბოლები - საინტერესოა, როგორ აისახებ ეს მის რეიტინგზე.

რადგან ლაპარაკი ჩამოვარდა რალის ტურნირზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ კიმი რაიკონენი. ფინელი ამ სეზონში მხოლოდ აგროვებს ქულებს და თითქმის არაფერს კარგავს, რადგან შარშან, 2011 წელს რალიში გამოდიოდა.

მართალია, სინგაპურში მოპოვებულ მეექვსე ადგილს მაღალ შედეგს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფინელს ამან რეიტინგში 27-ე პოზიციამდე ასვლის საშუალება მისცა - კიმიმ ფელიპე მასას გაუსწრო. გასაგებია, რომ სეზონის ბოლომდე რაიკონენი მხოლოდ წინ ივლის.

რაც შეეხება გუნდების რეიტინგს, ჰემილტონის წარუმატებლობამ ის გამოიწვია, რომ გერმანიამ ჩამოაქვეითა უმაღლესი საფეხურიდან ბრიტანეთი. მესამე კვლავაც ავსტრალიაა.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 650

2. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 450

3. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 032

4. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 18 510

5. მ. უებერი (ფორმულა 1) 18 397

6. ს. ლოები (რალი) 18 389

7. უ. პაუერი (IndyCar) 15 786

8. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 088

9. ნ. როსბერგი (ფორმულა 1) 14 974

10. ტ. სტიუარტი (NASCAR) 13 981

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა