როცა 2006 წელს ბრიტანული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი უიმბლდონის მეოთხე წრეში დამარცხდა, მთელი გაერთიანებული სადედოფლო ერთი კვირის განმავლობაში ტრანსში იმყოფებოდა
როცა 2006 წელს ბრიტანული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი ენდი მიურეი უიმბლდონის მეოთხე წრეში დამარცხდა, მთელი გაერთიანებული სადედოფლო ერთი კვირის განმავლობაში ტრანსში იმყოფებოდა.

ხოლო, როცა 2010 წელს, უკვე მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა მიურეიმ ნახევარფინალი წააგო, ინგლისელებმა ეს ყველაფერი საკმაოდ მშვიდად მიიღეს. და მხოლოდ იმის გამო არა, რომ ენდის წაგება დაემთხვა ინგლისის საფეხბურთო ნაკრების სამარცხვინო მარცხს გერმანიასთან.

უბრალოდ, იმ ოთხი წლის განმავლობაში ბრიტანელები საკმაოდ “გაცივდნენ” ჩოგბურთელის მიმართ, რომელიც არასოდეს მალავდა თავის ანტიინგლისურ დამოკიდებულებას და რომელსაც სამშობლოში - შოტლანდიაში - ადგილობრივმა ნაციონალისტებმა უკვე დიდი ხანია, უწოდეს “გაერთიანებული სადედოფლოს მესაფლავე”...

თუ ოდესმე შოტლანდიის ძველ დედაქალაქში - ედინბურგში აღმოჩნდებით და სამეფო ციხესიმაგრიდან გამოსული მარცხნივ გაუყვებით გზას, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ძველ სახლს დაინახავთ, სადაც 1568 წელს უმსხვილესი კლანების მეთაურებმა გადაწყვიტეს, დედოფალი მარია სტიუარტი ქმრის მკვლელობისთვისა და ამორალური საქციელისთვის ტახტიდან ჩამოეგდოთ.

იმავე დღეს სადედოფლოს რეგენტად დაინიშნა “შოტლანდიელთაგან ყველაზე ღირსეული” - ჯონ მარი. თუ ისტორიულ დოკუმენტებს დავუჯერებთ, რომლებიც მიურეების კლანის საბჭოს მიერ არის დადასტურებული, ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ იმ რეგენტის მეათე შთამომავალია.

ბუნებრივია, მკითხველი იკითხავს: როგორ შეიძლება მიურეი იყოს მარის ნათესავი? საქმე ისაა, რომ ენდის წინაპრებს ერთი თვისება ჰქონდათ - მუდმივად იცვლიდნენ გვარებს. ისინი არა ექსტრავაგანტურობისთვის, არამედ აუცილებელი საჭიროების გამო ინიღბებოდნენ.

თავად განსაჯეთ: კლანის დამაარსებელი, ვინმე ჰენრი მორეი მოღვაწეობას XI საუკუნეში იწყებდა - როგორც მეკობრე და მონათა ვაჭარი. ძარცვავდა ხომალდებს, ხოლო მოტაცებულ ლამაზ გოგონებს ყიდიდა. ამ ხერხით მან უდიდესი ქონება დააგროვა და მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა ჰერცოგის ტიტული შეიძინა და თან დისკრედიტებული გვარი მარიზე გაცვალა.

გვარის ცვლილებამ ნაკლებად შეცვალა ამ კლანის მამაკაცთა ხასიათი: მორეის მსგავსად, მარებიც ბანდიტები იყვნენ, რომლებმაც არ იცოდნენ, რა იყო ღირსება, სინდისი... ისინი ერთიმეორის მიყოლებით ღალატობდნენ მეფეებს, შემდეგ მარია სტიუარტს, უფრო გვიან ლორდ კრომველს (აღარაფერს ვამბობთ კათოლიკურ რწმენაზე, რომელიც იოლად გაცვალეს რეფორმაციაზე).

მაგრამ მათი განუკითხაობა ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო. ეს 1745 წელს მოხდა, როცა მორიგი მარი კულოდენში მომხდარ ბრძოლაში იაკობინელების (არ აგერიოთ ფრანგული რევოლუციის პოლიტიკურ მოძრაობაში) განადგურების შემდეგ, ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდათ და ჩამოახრჩვეს. კლანის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო ცოცხლად გადარჩენილი ნათესავები მიურეები გახდნენ.

სხვათა შორის, ენდის გვარის სწორად წარმოთქმაზე ჟურნალისტებს შორის დიდი კამათია ატეხილი. ერთნი, კერძოდ კი, "ტრადიციონალისტები", ჩოგბურთელს მიურეით მოიხსენიებენ, მეორენი ინგლისურად ეძახიან - მარის, მესამენი ევროპულად - მარეის. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდეს მეოთხე ვარიანტი. საქმე ისაა, რომ შოტლანდიის ბრიტანეთიდან გამოყოფის შემდეგ იქაური ნაციონალისტები ძველი შოტლანდიური ენის რეანიმაციას აპირებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენდის დაუბრუნდება ძველი მეკობრული გვარი - მორეი.

ერთ-ერთი სიმდიდრეწართმეული მიურეი, სახელად ედვარდი, გასული საუკუნის დასაწყისში პროვინციულ ქალაქ დანლანში დაფუძნდა და მეწაღედ დაიწყო მუშაობა. მხოლოდ 1970 წლისთვის შეძლო მისმა შვილიშვილმა - უილიამმა თანხის დაგროვება ქალაქის ცენტრში ფეხსაცმლის მაღაზიის შესაძენად. ხუთი წლის შემდეგ მის მაღაზიაში შევიდა ქერათმიანი გოგონა და 44 (!) ზომის ფეხსაცმელი მოითხოვა. ასე შეხვდა უილიამსი თავის საბედოს - 21 წლის საჩოგბურთო ინსტრუქტორს ჯუდი ჰემილტონს.

უფროს მარის ოდნავ მაინც რომ სცოდნოდა ძველი შოტლანდიის ისტორია, ის უკანმოუხედავად გაიქცეოდა ამ ქერათმიანი “ალქაჯისგან”. ჯუდი იმ კლანიდან მოდიოდა, რომლის წინაპრები მორეების დაუძინებელი მტრები იყვნენ. მაგრამ თავისდა საუბედუროდ (და ჩოგბურთისთვის საბედნიეროდ), მარეიმ არაფერი იცოდა ამის შესახებ. ამიტომაც ერთი ნახვით შეუყვარდა კაცისტერფა გოგონა და ის ცოლად შეირთო. თუმცა მალე უილიამმა ინანა ამ გადაწყვეტილების გამო. ჯუდი საშინელი დიასახლისი აღმოჩნდა და მისი ცხოვრების მთავარი აზრი გახდა ორი ვაჟის პროფესიონალ ჩოგბურთელებად აღზრდა.

იმის გამო, რომ ჩოგბურთი დიდ თანხებს მოითხოვდა, ჯუდიმ გადაწყვიტა... ქმრის მოშორება. მას საწოლში მეძავი ჩაუწვინა, შემდეგ სკანდალი მოაწყო და განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. მის ხელში ღალატის ყველა საბუთი არსებობდა და ენდის დედამ ქმარს მთელი ქონება წაართვა, მათ შორის, ის ცნობილი მაღაზია. მისი გაყიდვიდან მიღებული ფულით მისის მარეიმ შვილი ბარსელონას საჩოგბურთო აკადემიაში გაუშვა სასწავლებლად.

პირინეებზე ცხოვრების პერიოდში გამოჩნდა ენდის ნაციონალისტური ხასიათი. ამბობენ, რომ ერთხელ, ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ, მან მაისურა შემოიხია და ბარსელონას ცენტრში ტრუსებით დაიწყო სირბილი შეძახილებით: “გაუმარჯოს თავისუფალ კატალონიას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ შოტლანდიას!”

იმის გამო, რომ პუბლიკა მოწონებით შეხვდა მთვრალი თინეიჯერის სიტყვებს, ადგილობრივმა პოლიციელებმა არ დააპატიმრეს ის და საერთო საცხოვრებელშიც კი მიაცილეს, მაგრამ მიურეის გამოხდომაზე სამშობლოში გაიგეს. პირველად ცხოვრებაში დედამ თავის საყვარელ ვაჟს უყვირა: “შენ რა, არ გესმის, რომ ჩვენი მტრები სწორედ ამას ელიან?! ჯერ ადრეა ნიღბის ჩამოხსნა! თავი ხელში აიყვანე!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის