ბრძენთა თამაშის მოყვარულთა უმრავლესობის მორჯულება ვერ ხერხდება - პასუხსაგებ ორთაბრძოლებში ისინი რისკს თავს არიდებენ
ფიდეს და ევროპის საჭადრაკო კავშირის მესვეურები რა ღონისძიებას არ მიმართავენ ე.წ. "დიდოსტატური ყაიმების" წინააღმდეგ, მაგრამ ბრძენთა თამაშის მოყვარულთა უმრავლესობის მორჯულება მაინც ვერ ხერხდება - პასუხსაგებ ორთაბრძოლებში ისინი რისკს თავს არიდებენ.

დასტურად ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრების 27 სექტემბრის ტურიც გამოდგება - მეწინავეთა 15 პარტიიდან 12 (!) ყაიმით დასრულდა, რამაც ანტონ კორობოვს (უკრაინა), ბარის ესენსა (თურქეთი) და სერგეი ჟიგალკოს (ბელორუსი) საშუალება მისცა, 4,5-4,5 ქულით მოწინავე პოზიციები შეენარჩუნებინათ.

მიხეილ მჭედლიშვილი მასპინძელ ვასიფ დურარბეილის დაუზავდა და ლიდერებს ისევ ნახევარი ქულით ჩამორჩება. 4 ქულას მოუყარა თავი საქართველოს ნაკრების წევრმა თორნიკე სანიკიძემაც. მე-6 ტურში მან თეთრი ფიგურებით სოფიკო ხუხაშვილი დაამარცხა.

წარმატებით ითამაშეს გაიოზ ნიგალიძემ, ნინო ბაციაშვილმა, სალომე ხაჟომიამ, ლევან ფანცულაიამ და ანა გავაშელმა, რომლებმაც, შესაბამისად, მიტრა ჰეჯაზიპურს (ირანი), ხაიალა აბდულას (აზერბაიჯანი), ამინ ჰასრის (ირანი), ბაჰრუზ რზაევსა და ემილ აბასოვს (ორივე - აზერბაიჯანი) აჯობეს.

ექვსი ტურის შემდეგ 14 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს და ისინი (მათ შორის - სანიკიძე და მჭედლიშვილი) მეოთხე-მეჩვიდმეტე ადგილებს იყოფენ. დანარჩენ ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: ნიგალიძე, ხაჟომია, ბაციაშვილი - 3,5-3,5, ფანცულაია, ხუხაშვილი - 3-3, გავაშელი - 2,5 ქულა.

მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკეები მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: ნეგი - სანიკიძე, მამადოვა - მჭედლიშვილი, იზატი - ნიგალიძე, ხაჟომია - ბაციაშვილი, ე. გულიევი - ფანცულაია, ხუხაშვილი - მირზოევი, მამადოვი - გავაშელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა