ჩვენმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე უკვე მეორედ გამართეს 2012 წლის საქართველოს ჩემპიონატი
სამბო ერთადერთია, რომელსაც წლეულს წინ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩვენმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე უკვე მეორედ გამართეს 2012 წლის საქართველოს ჩემპიონატი. შეჯიბრება დიღომში, ძიუდოს დარბაზში გაიმართა 128 ფალავნის მონაწილეობით.

ქვეყნის ჩემპიონატის ორჯერ გამართვა წლის განმავლობაში არახალია. პირველებმა ეს პრაქტიკა ძიუდოისტებმა დანერგეს. სხვათა შორის, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სამბისტთა ჩემპიონატში ბევრი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ერთი თვის შემდეგ ბელორუსის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატია. მანამდე კი საწვრთნელი შეკრებაა ქვეყნის ნაკრები გუნდის საბოლოო მომზადებისათვის და მსოფლიოზე წარმატებით გამოსასვლელად.

კვარცხლბეკი

52 კგ.  ამ წონაში ფინალში ორი ფოთელი შეერკინა ერთმანეთს. კარგა ხნის შესვენების შემდეგ გამოცდილმა ნუკრი ბერაიამ 2 ქულით აჯობა ლაშა ლატარიას და ჩემპიონი გახდა. 3. დიმიტრი მულაძე და თამაზ ნოზაძე (ორივე-შიდა ქართლი).

57 კგ. ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტს, კასპელ ძიუდოისტს ამირან პაპინაშვილს, მართალია, ლონდონის ოლიმპიადაზე არ უჭიდავია, მაგრამ ახლა სამბისტთა ჩემპიონატზე საუკეთესო იყო 57 კგ-ში. ფინალში ის თელაველ ვახტანგ ჩიდრაშვილს დაუპირისპირდა და 6:5 მოუგო. ასე რომ, მას იოლი გასეირნება არ ჰქონია ოქროს მედლამდე. 3. გიორგი მესაბლიშვილი (კახეთი), 3. ილია ტყეშელაშვილი (იმერეთი).

62 კგ. ძალზე დაძაბული გამოდგა მცხეთელი ლევან ქოჩიევისა და კასპელი ზვიად ოდოშაშვილის ფინალი - 3:2 გაიმარჯვა ქოჩიევმა. 3. ბექა ბუცხრიკიძე (სამეგრელო - ზემო სვანეთი) და მერაბ დვალიშვილი (იმერეთი).

68 კგ. აქ თამაშდებოდა ერთი თვის წინ ლოპოტას ხეობაში საზღვრის შეიარაღებულ დამრღვევებთან შეტაკების დროს გმირულად დაღუპული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საქართველოს სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელის, არჩილ ჩოხელის სახელობის თასი.

ჩემპიონობა ამ წონაში მცხეთელმა ლევან ნახუცრიშვილმა მოიპოვა, რომელმაც 5:1 აჯობა ფინალში მასზე ახალგაზრდა ფოთელ ბექა ტუღუშს.

ნახუცრიშვილს თასი გადასცა არჩილ ჩოხელის დიშვილმა რატი მასურიშვილმა. 3. ვანიკო თოთლაძე (შიდა ქართლი) და ზურაბ ჩადუნელი (მესხეთ-ჯავახეთი).

74 კგ. ზუგდიდელი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ბესარიონ ბერულავა დიდხანს იგებდა 3:0-ს ქარელელ ზვიად კაპანაძესთან, მაგრამ ორთაბრძოლის მიწურულს ქარელელმა შებოჭა მასზე გამოცდილი ბერულავა და 4:3 მოიგო. სხვათა შორის, ზვიად კაპანაძე ქართულ ჭიდაობაშიც გახდა წლეულს ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი. 3. კახა მამულაშვილი, 3. გიორგი პაპუნაშვილი (ორივე-შიდა ქართლი).

82 კგ. ყველაზე გამოცდილ და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ფოთელ ნიკო კუციას გადამწყვეტ შეხვედრაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ქვემოქართლელმა ზაზა დავაძემ, მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა... 3. ზვიად ბაზანდარაშვილი (შიდა ქართლი), და ლაშა ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი).

90 კგ. ამ წონაში მოზრდილებში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი აჭარელი რეზო წულუკიძე. მან დაძაბულ პაექრობაში მცხეთელ გიორგი ცოციაშვილს აჯობა. 3. კახა გაზაშვილი (შიდა ქართლი) და ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი).

100 კგ. ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ კარგახანს არ უვარჯიშია მარტყოფელ ძიუდოისტსა და სამბისტს დავით ლორიაშვილს, რომელიც 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია სამბოში (+100 კგ). ვარჯიშის განახლების შემდეგ ლორიაშვილისთვის სამბისტთა ჩემპიონატი პირველი იყო, სადაც მან მთავარ ბრძოლაში ქარელელ გიორგი ბოლოთაშვილს აჯობა. 3. გიორგი ქავთარაძე (ქვემო ქართლი) და მიხეილ ნარიმანიძე (კახეთი).

+100 კგ. მძიმე წონაში რამდენიმე ძლიერმა სამბისტმა არ იასპარეზა. ამიტომ ევროპის პრიზიორმა ვახტანგ ზოიძემ (აჭარა) შედარებით იოლად განვლო გზა ჩემპიონობამდე. ფინალში მან იმერელ გიორგი ზაქარიაძეს მოუგო. 3. მიხეილ ქოიავა (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. ტატო მუკვანი (ქვემო ქართლი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს