"უკრაინის სომეხთა კავშირის თასის" გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა
29-30 სექტემბერს კიევის სპორტის სასახლე "უკრაინის სომეხთა კავშირის თასის" გათამაშებას უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა.

ოლიმპიადაზე ნაჭიდავებ შემადგენლობას მხოლოდ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი გიორგი გოგშელიძე (96), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ოთარ თუშიშვილი (66) და ოლიმპიადის ვერცხლის, ხოლო მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი (120) დააკლდებიან. ამათგან გორელების, თუშიშვილ-გოგშელიძის ამბავი გასაგებია - პირველი საბოლოოდ წავიდა სპორტიდან, მეორე კი ჯერ ფიქრობს კარიერის გაგრძელება-შეწყვეტაზე. აი, მოძმანაშვილი თავდაპირველი გეგმით შედიოდა კიევში წასაყვან შემადგენლობაში, მაგრამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა და შინ დარჩა.

კიევში დავით ხურციას მეთვალყურეობით გამოვლენ ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), ევროპის ვერცხლისმედალოსანი მალხაზ ზარქუა (66), მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანი დავით ხუციშვილი (74), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და გენო პეტრიაშვილი (120). შეგახსენებთ, რომ ოდიკაძემ კვირას ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში გაიმარჯვა.

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას ხინჩეგაშვილისა და ზარქუას ახალ წონებს. ხინჩეგაშვილის ამბავი აქამდეც ვიცოდით - მან საბოლოოდ შეიცვალა წონა. ახლა კი ირკვევა, რომ ზარქუაც იმავეს აკეთებს. ეს ამბავი ხურციამაც დაგვიდასტურა, რომელიც ზარქუას პირადი მწვრთნელია. ეტყობა, ზარქუას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ხინჩეგაშვილის გადაწყვეტილებამაც უბიძგა. მართალია, თუშიშვილის წასვლით ადგილი არც 66-ში გამოცარიელებულა და ზარქუა იქ უკონკურენციოდ ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ხინჩეგაშვილი ბევრად ძლიერი მეტოქეა.

თავად ტურნირი უკრაინაში მცხოვრებ სომეხთა საკმაოდ დიდი დიასპორის ძალისხმევით ტარდება და საპრიზო ფონდიც მაღალია. სწორედ იქაურმა სომხებმა სთხოვეს ჩვენებს უძლიერესი შემადგენლობით ჩასვლა, ქართველ ქომაგს კი შეჯიბრების პირდაპირი რეპორტაჟის ნახვაც შეუძლია.

ეს გუნდი ამ დილით გაფრინდა კიევში, ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა კი მანამდე გაემგზავრა ყაზახეთში, სადაც 28-29 სექტემბერს ადგილობრივ ტურნირში იასპარეზებს. იქ გიორგი ედიშერაშვილი (55), ზურაბ იაკობაშვილი (66), გიორგი მარსაგიშვილი (84), თორნიკე სვანიძე (84), მამუკა კორძაია (96) და გიორგი საკანდელიძე (120) გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა