ნოემბერში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებების ვიზიტს საქართველოში რაგბის საერთაშორისო საბჭოში მოუთმენლად ელიან
IRB-მ (რაგბის საერთაშორისო საბჭო) წამოიწყო უპრეცედენტო პროექტი - საერთაშორისო თამაშების სერია, რაც გულისხმობს მე-2 და მე-3 დონის რაგბის კავშირების უზრუნველყოფას საშემოდგომო ტესტ-მატჩების ორგანიზებით.

ცხადია, პროექტში საქართველოს რაგბის კავშირიცაა ჩაბმული.

IRB-ის სტრატეგიული ინვესტირების პროგრამის მონაწილე 12 რაგბის კავშირისთვის დაგეგმილი თამაშები დაემატება იმ საერთაშორისო ტესტ-მატჩებს და ტურნეებს, რაც ამ ორგანიზაციამ პირველი და მეორე დონის რაგბის კავშირებისთვის დაგეგმა ჯერ კიდევ 2010 წელს.

რუსეთი, აშშ, სამოა, კანადა, ტონგა, ფიჯი, რუმინეთი, იაპონია, ურუგვაი, პორტუგალია, საქართველო და ჩილე უმაღლესი ხარისხის ტესტ-მატჩებს ითამაშებენ.

ხაზი უნდა გაესვას IRB-ის მზაობას, უზრუნველყოს მეორე დონის ნაკრებები მაღალი ხარისხის ტესტ-მატჩებით. თამაშები იგეგმება წინა სეზონებში აპრობირებული სამატჩო განრიგების საფუძველზე. საკმაოდ დატვირთულ ნოემბრის სათამაშო კალენდარს წლეულს ემატება საინტერესო მინი-ტურნირი რუსეთის, აშშ-ის, სამოას და კანადის მონაწილეობით, რომელიც გაიმართება კოლვინ ბეიში (უელსი).

2012 წლის ნოემბერს დაგეგმილი თამაშებიდან ასევე აღსანიშნავია ინგლისი-ფიჯი (ლონდონი), უელსი-სამოა (კარდიფი), კანადა-ახალი ზელანდია (ოქსფორდი), საფრანგეთი-სამოა (პარიზი), შოტლანდია-ტონგა (აბერდინი) და საქართველო-ფიჯი (თბილისი).

IRB-ის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ განაცხადა:

"ეს მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენაა მსოფლიო რაგბისთვის. IRB ყველანაირად ცდილობს, გაამდიდროს მე-2 დონის რაგბის კავშირებისთვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო თამაშების ასორტიმენტი.

ამდენად, ჩვენს მიერ ნოემბერში დაგეგმილი თამაშები მეტად მნიშვნელოვანია მე-2 დონის რაგბის კავშირების კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, საბოლოო ჯამში, 2015 წლის მსოფლიო თასზე მათი მზადების თვალსაზრისით.

ნოემბერში ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის ტესტ-მატჩები გაიმართება. სპორტის მოყვარულებისთვის ეს იქნება ერთგვარი დემონსტრაცია იმისა, თუ რას უნდა ელოდნენ 2015 წელს, როდესაც ინგლისი უმასპინძლებს მსოფლიოს 20 საუკეთესო სარაგბო ნაკრებს რაგბის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებაში".

მარკ იგანი, IRB-განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი:

"ნოემბრის ტესტ-მატჩებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ რაგბის კავშირების სანაკრებო განვითარების საქმეში, რომლებიც მოქცეულნი არიან IRB-ის სტრატეგიული ინვესტირების პროგრამაში.

2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველა ნაკრების მწვრთნელს ენდომება, შეაფასოს მორაგბეები თამაშის პირობებში. IRB-ის კი მიეცემა საშუალება, პრაქტიკულად შეამოწმოს, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს მე-2 დონის რაგბის კავშირებმა.

ნოემბრის ტესტ-მატჩების პროგრამა ზურგს უმაგრებს ჩვენს მიერ ორგანიზებულ სტრატეგიულ ტურნირებს: ივნისში გამართულ წყნარი ოკეანის ერთა თასს და IRB-ის ერთა თასს, ამერიკის კონტინენტის სარაგბო ჩემპიონატს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორი გამოვა კოლვინ ბეიში, უელსში დაგეგმილი მინი-ტურნირი, რომელიც გაიმართება 9 და 17 ნოემბერს; მოუთმენლად ველით იაპონიისა და ფიჯის ნაკრებების პირველ ვიზიტს საქართველოში".

P.S. შეგახსენებთ, რომ ტესტების პროგრამა მარტო 2012 წლით არ შემოიფარგლება და 2015 წლამდე გაგრძელდება.

გაისად, ივნისში, "ბორჯღალოსნები" თბილისში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებენ, რომელიც ტრადიციული გახდება. ამ შეჯიბრებაში ჩვენი ნაკრების მეტოქეების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ტურნირის დამთავრებისთანავე საქართველოს ეროვნული ნაკრები არგენტინაში გაემგზავრება და იქ "პუმებს" დაუპირისპირდება. ნოემბერში კი თბილისში აშშ-ისა და კანადის ნაკრებებს ვუმასპინძლებთ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

კანადა-საქართველო 31:12 - "ბორჯღალოსნებს" გაკვეთილი ბარნაბიშიც ჩაუტარეს [VIDEO]

აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა