როცა 2006 წელს, ბრიტანული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი უიმბლდონის მეოთხე წრეში დამარცხდა, მთელი გაერთიანებული სადედოფლო ერთი კვირის განმავლობაში ტრანსში იმყოფებოდა
იხილეთ დასაწყისი

იმისთვის, რომ ენდი არ შეჩვეოდა ქუჩაში ტრუსებით სირბილს, ჯუდიმ ოდნავ შეამსუბუქა მისი მკაცრი ცხოვრება - თანატოლ გოგონებთან შეხვედრის უფლება მისცა.

ეს მისი მხრიდან ნამდვილი გმირობა იყო! მანამდე ჯუდი თავისი ვაჟის ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას ცდილობდა. მის წიგნაკში იყო ენდის ყველა თანაკლასელის ტელეფონი და თუ ის თუნდაც ხუთი წუთი დააგვიანებდა სკოლიდან შინ მისვლას, მაშინვე ყველასთან რეკვას იწყებდა.

თუ ენდის შეამჩნევდნენ რომელიმე თანაკლასელი გოგონას საზოგადოებაში, დედა მას მაშინვე "ბრძოლაში იწვევდა".

ერთ-ერთი ასეთი "ბედნიერი" გოგონა იხსენებს, რომ ერთხელ გაუფრთხილებლად მოიქცა და ენდისთან ერთად კინოში წავიდა. ჯუდიმ გოგონას ნამდვილი დაკითხვა მოუწყო. მას მეძავი უწოდა და ტაფით თავის გატეხვით დაემუქრა, თუ ის კიდევ ერთხელ შეხვდებრდა ენდის!

ასეთი დედის ხელში, მიურეი უბრალოდ განწირული იყო არა მხოლოდ უცოლობისთვის, არამედ, მუდმივი ვაჟიშვილობისთვის. მით უფრო გასაკვირი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ მიურეის მეგობარი გოგონა ჰყავს და ჯუდის ის ძალიან მოსწონს.

რამ აიძულა "ქერათმიან ალქაჯს" ოჯახში სხვა ქალი შეეშვა? საჭიროებამ და შოტლანდიურმა ძუნწობამ. საჩოგბურთო ოლიმპისკენ წასასვლელად ენდის გამოცდილი მწვრთნელი სჭირდებოდა, სასურველი იყო უფასო. მას ასეთად მოეჩვენა ნაიჯელ სირზი, რომელიც იმ დროს ერთდროულად ორ ვარსკვლავთან - ტიმ ჰანმანთან და დანიელა ჰანტუხოვასთან მუშაობდა.

სწორედ ამ დროს, მოხერხებულ და ცბიერ ჯუდის იდეა მოუვიდა - დაეახლოვებინა ენდი ნაიჯელის სიმპატიურ ქალიშვილთან - კიმბერლისთან, რომელიც ჩოგბურთელზე ერთი წლით უმცროსი იყო.

"ფლეშინგ მედოუზე" ერთ-ერთი სადილის დროს, ჯუდიმ შვილს უთხრა: "შეხედე, რა ლამაზი გოგონა სადილობს ფანჯარასთან. თქვენგან კარგი წყვილი გამოვიდოდა!"

მიურეიმ მინიშნება გაიგო და გასაცნობად გაეშურა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა დედას წარუდგინა. ჯუდიმ ისევ იდეალურად გაითამაშა ყველაფერი: "კიმ, თქვენ ვიღაცას მაგონებთ! შემთხვევით ნაიჯელ სირზის ნათესავი ხომ არ ხართ?"

სახელგანთქმული მწვრთნელი, რომელმაც არ იცოდა, სად მოეწყო თავისი უნიჭო (საჩოგბურთო თვალსაზრისით) ქალიშვილი, ძალიან გახარებული დარჩა, როცა გაიგო, რომ მისი შვილი ბრიტანული ჩოგბურთის მთავარ იმედს ხვდებოდა. უფრო მეტიც, უფროსმა სირზმა თავად გამოთქვა ენდის გაწვრთნისა და ჯუდისთვის კონსულტაციის გაწევის სურვილი. ბუნებრივია, მას ამ სამუშაოში ერთი პენიც არ აუღია.

თუმცა სირზების "მდაბიო" წარმომავლობა დიდად ანაღვლებდა "მომავალი მეფის" დედას. და გასული წლის გაზაფხულზე მან იპოვნა თითქოსდა იდეალური მეგზური თავისი ვაჟისთვის - ბრიუსების ახალგაზრდა გრაფინია. მაგრამ არისტოკრატებს რაღაც არ აეწყოთ და საქმე სამეფო ნიშნობამდეც არ მისულა.

ჯუდიმ უკან დაიხია და შვილს კიმთან დაბრუნება აიძულა, რომელიც იმ პერიოდში, თავის მოკვლასაც კი აპირებდა.

ჯუდის კარნახით დაწერილმა რამდენიმე ელექტროწერილმა და ბრილიანტის საყურეებმა, აგრეთვე რომანტიულმა მოგზაურობამ ბალიზე, სწრაფად მოაბრუნა კიმი ცხოვრებისკენ და ის ისევ გახდა ენდის ოფიციალური მეგობარი.

და ეს სტატუსი ექნება იქამდე, სანამ ეს ჯუდის აწყობს.

მხოლოდ გვერდიდან ჩანს, რომ შოტლანდიელები მშვიდობიანად ცხოვრობენ ინგლისელების გვერდით. სინამდვილეში, ჩრდილოელებს დიდად არ ეხატებათ გულზე სამხრეთელი მეზობლები. როცა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ასეთი ფრაზა თქვა: "მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს მეზობლებს სამხრეთ აფრიკაში", ათასობით ფანი გამოვიდა ქუჩაში მისი მისამართით წყევლითა და შეურაცხყოფით.

ასევე შემთხვევითი არ არის, რომ ელიზაბეტ II-ის უიმბლდონზე ისტორიული ვიზიტის დროს, მიურეიმ ამჯობინა არ შეხვედროდა დედოფალს ტელეკამერების წინ, რადგან შოტლანდიელები უბრალოდ არ აპატიებდნენ მას "ოკუპაციური რეჟიმის მეთაურისთვის" ხელის ჩამორთმევას.

სხვათა შორის, თავის დროზე, როცა ბარსელონაში მთვრალი ენდის გამოხტომის შესახებ ცნობამ შოტლანდიამდე მიაღწია, მიურეების სახლში ნაციონალისტების ერთ-ერთი ლიდერი მივიდა ერთი შეკითხვის დასასმელად: "როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი უმცროსი ვაჟის მომავალი?"

როგორც შემდეგ პოლიტიკოსი იხსენებდა, ის ასეთ პასუხს ელოდა: "მინდა, რომ ის პირველი ჩოგანი გახდეს" ან "მოიგოს უიმბლდონი...", მაგრამ ჯუდის პასუხი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა: "ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ ჩემი ვაჟი შოტლანდიის მეფე გახდეს!"

როცა სტუმრის განცვიფრებული სახე იხილა, ჯუდიმ აუხსნა მას, რომ ასეთი გენეოლოგიური შტოს მქონე ადამიანი უბრალოდ ვალდებულია სათავეში ჩაუდგეს დამოუკიდებელ შოტლანდიას. და მხოლოდ საუბრის ბოლოს, თითქოს გონს მოვიდაო, ჯუდიმ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი ოცნებებია და რომ ენდი არ დაკავდება პოლიტიკით იქამდე, სანამ პირველი ჩოგანი არ გახდება ან უიმბლდონს არ მოიგებს.

ნაციონალისტების ლიდერს კამათი არ დაუწყია, მაგრამ თავისი პარტიის შტაბ-ბინაში დაბრუნების შემდეგ, გახარებულმა შეატყობინა მომხრეებს, რომ შორეულ პერსპექტივაში შეუძლიათ ენდის იმედი ჰქონდეთ.

მას შემდეგ, შოტლანდიელები მიურეის "უმცროს პრეტენდენტს" უწოდებენ, "უფროსი პრეტენდენტი" კი სახელგანთქმული მსახიობი შონ კონერია, რომელმაც ჯერ კიდევ 1990 წელს მისცა თანხმობა გამხდარიყო დამოუკიდებელი შოტლანდიის პირველი პრეზიდენტი.

თუმცა "ნომერ პირველი ჯეიმს ბონდი" უკვე 80 წელს არის გადაცილებული და, შესაძლოა, ვერ მოესწროს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

თუ ეს მართლა ასე მოხდა, მისი შემცვლელი სწორედ ენდი მიურეი უნდა გახდეს - როგორც დღეისთვის ყველაზე პოპულარული შოტლანდიელი.

ასე რომ, რაც უფრო ზემოთ აიწევს ენდი საჩოგბურთო რეიტინგში, მით უფრო დიდი საფრთხე იქნება ის ბრიტანეთის მონარქიის მომავლისთვის.

სხვათა შორის, ნაციონალისტები თავდაპირველი გეგმით დამოუკიდებლობის გამოცხადებას 2012 წლის დეკემბერში აპირებდნენ, მაგრამ ეკონომიკური კრიზისისა და ეკრანებზე "2012"-ის გამოსვლის შემდეგ, თავიანთი გეგმები 2017 წლის მაისამდე გადადეს, როცა ენდის ზუსტად 30 წელი შეუსრულდება.

როგორც ჩანს, მათ იმედი აქვთ, რომ იმ დროისთვის მიურეის უკვე მოგებული ექნება უიმბლდონი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა