ტურნირის ბოლო დღეს დარჩენილი ოთხი წონის - 55, 66, 84 და 120-ის წარმომადგენლებმა იასპარეზეს და აქედან 2 ოქრო აზერბაიჯანმა მოიპოვა!
28 სექტემბერს ბათუმში დასრულდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის I საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა შორის. ბოლო დღეს დარჩენილი ოთხი წონის - 55, 66, 84 და 120-ის წარმომადგენლებმა იასპარეზეს და აქედან 2 ოქრო აზერბაიჯანმა მოიპოვა!

ჩვენი მეზობლები სულ 3 ფალავანით ჩავიდნენ ბათუმში და სამშობლოში ასპროცენტიანი შედეგით ბრუნდებიან - სამივე ჩემპიონი გახდა.

თუ 27 სექტემგბერს ოქროს ჭაბუკებში ევროპის ვიცე და მსოფლიოს ჩემპიონი მურად მამედოვი (60) დაეუფლა, ბოლო დღეს ანალოგიური წარმატებას ზუსტად მამედოვის მსგავსი ტიტულების მფლობელმა კარიმ ჯაფაროვმა (55) და ამილ აჰმედოვმა (66) მოიპოვეს.

28 სექტემბერი აშკარად არ იყო სომეხთა დღე, რომლებმაც ერთი მედალიც ვერ მოიპოვეს. სამაგიეროდ, იყოჩაღა ინდოელმა ჰანუმანტე კალირამანმა, რომელიც 120 კილოგრამში მეორეზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ უცხოელთაგან შეჯიბრებაში ინდოეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები გამოდიოდნენ, ამდენად, სასიამოვნოა, რომ მედალი სამივე მათგანმა მოიპოვა.

ჩვენი ნაკრები ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით არ გამოდიოდა - ლიდერთა უმეტესობა მიზეზთა გამო აკლდა, ბევრმა კი ზედა წონაში იჭიდავა. თუმცა 55-ში პირველი ნომერი ჭიდაობდა - ნიკა ცეცხლაძე, ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი. მან პირველ წრეში 6:0; 6:1 გიორგი ხუჭუა დაამარცხა, თუმცა მერე ზემოხსენებულ ჯაფაროვთან წააგო.

ამავე წონაში გამოვიდა ჭაბუკთა ნაკრების უპირობო ლიდერი, 50 კილოგრამში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, მსოფლიოს ოქრო-ვერცხლის მფლობელი რამაზ ზოიძეც. მან პირველ შეხვედრაში ახალგაზრდებში წლევანდელი ევროპირველობის მონაწილე რამაზ სურმანიძე დამაჯერებლად დაამარცხა, მაგრამ ასაკით პატარა მაინც დაიჩაგრა - უკვე მეორე შეხვედრაში მომავალმა ფინალისტმა თემურ შავაძემ ორი პერიოდის ჯამში 8:1 მოუგო.

შავაძე ახალი სახეა ამ წონაში, მან ნახევარფინალში ლევან ქავთარაძესაც აჯობა, მაგრამ ფინალში ვერც ის გახდა რამეს ჯაფაროვთან - 3:6; 0:2.

66 კილოგრამში ჩვენი ნაკრების რამდენიმე გამოცდილი წევრი მოგროვდა - წლევანდელი სეზონის ლიდერი გიორგი დავითაია, მურთაზ ჩაბრავა, გელა ბოლქვაძე, ამირან შავაძე, ფირუზ წულუკიძე, გიორგი ჩხარტიშვილი... მათ უახლოეს წლებში სხვადასხვა წონებში ევროპა-მსოფლიოს მედლებიც მოუპოვებიათ, თუმცა აზერბაიჯანელ აჰმედოვთან მაინც ვერაფერს გახდნენ.

84 კილოგრამში დავით ჩიტაძემ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში ბექა კანდელაკი დაამარცხა. ჩიტაძეს ფინალში გასასვლელად ერთი შეხვედრის გამართვა დასჭირდა, სადაც გიორგი დარჩია უპრობლემოდ დაამარცხა, კანდელაკმა კი სომეხ ჰარუთინ მიქაელიანსა და ლევან ყუფარაშვილს აჯობა. ფინალური შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა - სამივე პერიოდი ერთნაირი ანგარიშით, 1:0 დასრულდა.

მძიმე წონაში ახალგაზრდული ნაკრების ქუთაისელმა კანდიდატმა ზვიად პატარიძემ ზემოხსენებული ინდოელი კალირამანი 3:1; 4:1 დაჯაბნა.

ქვედა წონებიდან ანაცვლებულმა ფალავნებმა, კერძოდ, 74-ში ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა თორნიკე ძამაშვილმა და კიდევ ერთმა ქუთაისელმა, სულხან ბუიძემ ამ წყვილს ჯეროვანი წინააღდეგობა ვერ გაუწია.

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. კარიმ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი); 2. თემურ შავაძე; 3. ნიკა ცეცხლაძე, ლევან ქავთარაძე (სამივე - საქართველო).

66 კგ. 1. ამილ აჰმედოვი (აზერბაიჯანი); 2. დავით გოგიძე; 3. გელა ბოლქვაძე, ფირუზ წულუკიძე (სამივე - საქართველო).

84 კგ. 1. დავით ჩიტაძე; 2. ბექა კანდელაკი; 3. გიორგი დარჩია, ლევან ყუფარაშვილი (ყველა - საქართველო).

120 კგ. 1. ზვიად პატარიძე (საქართველო); 2. ჰანიმანტე კალირამანი (ინდოეთი); 3. თორნიკე ძამაშვილი, სულხან ბუიძე (ორივე - საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირის ისტორია დაიწყო

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა