30 სექტემბერს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მე-5 ტურის ოთხი მატჩი გაიმართება
საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ტურის ოთხი მატჩი 30 სექტემბერს გაიმართება. რუსთავის "ხარებისა" და "ბათუმის" დაპირისპიება კი გადაიდო.

ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ერთი გუნდიღა დარჩა - თბილისის "არმაზი", რომელმაც ოთხივე შეხევდრა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა სატურნირო ცხრილს მაინც თბილისის "ლელო" უდგას სათავეში, რომელმაც, მართალია, ერთი შეხევდრა დათმო, მაგრამ სამი მატჩი პრემიალური ქულით მოიგო.

არმაზელებმა, თავიანთი ამბიციების საფუძვლიანობა განვლილ ტურში ბათუმში გამარჯვებით დაამტკიცეს. თუმცა ამჯერად გუნდს ბევრად უფრო სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. "არმაზის" მეტოქე საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლბელი "არმიაა", რომელმაც მეორე ტურში ქუთაისის "აიასთან" წაფორხილების შემდეგ, ძალების კონცენტრაცია მოახერხა და მეოთხე ტურში "ლელოს" პირველი მარცხი აწვნია.

ძნელი სათქმელია, ეყოფა თუ არა "არმაზს" ძალა და სათამაშო კლასი "არმიას" დასამარცხებლად. იმის თქმაც ჭირს, რის ხარჯზე შეიძლება არმაზელებმა მეტოქეს აჯობონ. ვფიქრობთ, მთავარია, ფიზიკურად გაუძლონ, რაც მაქსიმალურად ყურდღებით თამაშის საშუალებას მისცემთ.

"არმია" ძლიერი გუნდია, ფიზიკურად მძლავრი შერკინებითა და ძალზედ ფეხმარდი უკანახაზელებით. დამრტყმელიც კარგი ჰყავთ, ფულბეკი ბახვა კობახიძე, რომელიც მეტწილად კარში ზუსტად ურტყამს, მაგრამ ამ მორაგბეს ერთი ცუდი ჩვევა დასჩემდა - გადამწყვეტ მომენტში ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს აცილებს.

ახლა იმის ჩამოთვლას არ დავიწყებთ, რომელ თამშებში მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია, მას აშკარად სჭირდება ფსიქოლოგიური მომზადება.

დამრტყმელის პრობლემა არც "არმაზს" აქვს. მგეზავი დავით კიკნაძე ფეხით შესანიშნავად თამაშობს და თუ გუნდის უნარიანად დაგეზვაც შეძლო, "არმაზის" გაჩერება ძნელი იქნება.

"ლელოს" მე-4 ტურში "არმიასთან" მარცხის შემდეგ კიდევ უფრო რთული მატჩი ელის ქუთასის "აიასთან", რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატში სტარტი კარგად აიღი - ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, მაგრამ მერე ამას თითო წაგება და ფრე მიაყოლა. შედეგად "აია" ახლა 11 ქულით მე-5 ადგილზეა და ყველანაირად ეცდება, ოთხეულში მოხვედრისთვის პლაცდარმი შეიქმნას.

"ლელოსთან" მარცხმა, გამორიცხული არ არის, საამისოდ ქუთათურებს დიდი პრობლემა შეუქმნას.

ქუთაისურმა გუნდმა სეზონის დაწყების წინ რამდენიმე პირველხაზელი დაკარგა - საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდებში გადაბარგდნენ. მართალია, ისინი ახალგაზრდა, საკმაოდ იმედისმომცემმა მოთამაშეებმა შეცვალეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალბედები ჯერ კიდევ არ არიან მზად ჩემპიონატის მარათონულ რბოლაში სტაბილურად გაისარჯონ.

"ლელოს" პრობლემა კი, როგორც გაირკვა, არასათანადო ფიზიკური მზადყოფნაა. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა "არმიასთან" დაპირისპირებაში, რომლის დროსაც მატჩის დასკვნით ნაწილში ლელოელებმა უპირატესობა ანგარიშში ვერ შეინარჩუნეს და დამარცხდნენ. ამას, ცხადია, თავისი ობიექტურტი მიზეზი აქვს. უსახსრობის გამო "ლელომ" საწვრთნელი შეკრება ვერ გაიარა.

დიდ ინტერესს იწვევს წლევანდელი გათამაშების დებიუტანტისა და ყველაზე დიდი მოულოდნელობის, თბილისის "ილიაუნი ჯიქისა" და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის "ლოკომოტივის" დაპირისპირება.

"ჯიქებმა" ოთხი თმაშიდან სამი მოიგეს და 13 ქულით მე-4 ადგილზე არიან. ეს ახალგაზრდული გუნდი შესანიშნავ, გამართულ რაგბის თამაშობს. შერკინება და უკანა ხაზი ბრწყინვალედაა დაბალანსებული და, ვფიქრობთ, ძალა შესწევს ნებისმიერ გუნდს გაუმკლავდეს.

რკინიგზელები წლეულს უჩვეულოდ წარუმატებლად ასპარეზობენ. თუმცა ამასაც აქვს თავისი ახსნა. გუნდი, "აიას" მსგავსად რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა და საწვრთნელი შეკრების გავლაც ვერ მოახერხა.

მიუხედავად ამისა, "ლოკომოტივმა" ქუთაისში ფრე მაინც გაახერხა და, ახლა, სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას "ჯიქებთან" გამარჯვებით ეცდება.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი

V ტური

ლოკომოტივი-ილიაუნი ჯიქი, ლელო-აია, არმაზი-არმია, ხარები-ბათუმი, ყოჩები-აკადემია.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ლელო 4 3 0 1 +70 16

2. არმაზი 4 4 0 0 +40 16

3. არმია 4 3 0 1 +28 14

4. ჯიქები 4 3 0 1 +27 13

5. აია 4 2 1 1 +5 11

6. ხარები 4 2 0 2 -11 9

7. ლოკომოტივი 4 1 1 2 +7 8

8. ბათუმი 4 1 0 3 -39 5

9. ყოჩები 4 0 0 4 -48 2

10. აკადემია 4 0 0 4 -79 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს