რუსმა სუპერმძიმეწონოსანმა ამერიკელი ჰასიმ რაჰმანი (50-8-2, 41KO) დაამარცხა და შეინარჩუნა WBA-ის ვერსიით მსოფლიოს "რეგულარული" ჩემპიონის ტიტული
რუსმა სუპერმძიმეწონოსანმა ალექსანდრ პოვეტკინმა (25-0, 17KO) გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, გასული უქმეების მთავარ ბრძოლაში ამერიკელი ჰასიმ რაჰმანი (50-8-2, 41KO) დაამარცხა და შეინარჩუნა WBA-ის ვერსიით მსოფლიოს "რეგულარული" ჩემპიონის ტიტული.

პოვეტკინი რაჰმანთან ბრძოლაში არა მარტო საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად ზრუნავდა, არამედ გამარჯვების შემთხვევაში, ჰქონდა შანსი გამხდარიყო აუცილებელი პრეტენდენტი ძმები კლიჩკოებისგან ერთ-ერთის წინააღმდეგ შესახვედრად.

მაგრამ ამისთვის, რუსს ერთ დროს ძლიერი ჰასიმ რაჰმანის დამარცხება სჭირდებოდა. ეს ის მოკრივეა, რომელმაც, თავის დროზე, თვით ლენოქს ლუისი გაგზავნა ნოკაუტში. თუმცა ბრძოლამ არ გაამართლა მოლოდინი.

მეტოქეებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს პირველი რაუნდი, მაგრამ მათი მოქმედების სისწრაფემ თანდათან იკლო. ბრძოლის წინ, ბევრს წერდნენ იმის შესახებ, რომ რაჰმანი დიდი ხანი და მონდომებით იგდებდა წონას და ფიზიკურად კარგად იყო მზად, მაგრამ დასახულ ამოცანას ვერ მიაღწია.

ხელებში ძალა ამერიკელს კიდევ შერჩენია, მაგრამ ფიზიკური კონდიციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა ასეთ მდგომარეობაშიც მან ერთი კარგი კომბინაცია ჩაატარა, მაგრამ ძალიან ბევრ დარტყმას ატარებდა.

ჰასიმმა აქტიურად დაიწყო მეორე რაუნდიც, მაგრამ მალე მიიღო შემხვედრი მარცხენა დარტყმა, რის გამოც, ყრუ დაცვაში გადავიდა. ამის შემდეგ, ამერიკელისგან კლინჩის გარდა, სხვა არაფერი გვინახავს.

რაუნდის ბოლოს, პოვეტკინი გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა, რაჰმანი ბაგირებთან მიიმწყვდია და ამერიკელმა ვეღარ გაძლო. მსაჯმა შეხვედრის შეჩერება გადაწყვიტა და ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირა.

"ჰასიმი გერმანიაში მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჰონორარი აეღო..." - ასეთი რამ თქვა რაჰმანის პრომოუტერმა გრეგ კოენმა.

რაც შეეხება პოვეტკინს, მან ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა, მისი მიზანი ვლადიმერ კლიჩკოსთან შეხვედრაა.

"რინგზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ და ბოლომდე ვიბრძვი. ვლადიმერ კლიჩკო - ყველაზე ძლიერი მოკრივეა მსოფლიოში, მაგრამ მე მოსაგებად ვიბრძოლებ. საკუთარი შანსებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. თუმცა კლიჩკოსთან ბრძოლამდე კიდევ ერთ შეხვედრაში მონაწილეობას ვისურვებდი", - განცხადა რუსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა