28 სექტემბერს დასრულდა ტოკიოს "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი, რომლის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა და რუსი ნადია პეტროვა
28 სექტემბერს დასრულდა ტოკიოს "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი, რომლის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა და რუსი ნადია პეტროვა.

ამ უკანასკნელის ფინალში გასვლა ტურნირის ყველაზე დიდი სენსაცია აღმოჩნდა, რადგან პეტროვას კარიერის პიკი 2006-07 წლებში ჰქონდა და მას შემდეგ დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მაგრამ რუსი მხოლოდ გადამწყვეტ მატჩში თამაშით არ შემოიფარგლა და იაპონიის დედაქალაქში მთავარი პრიზი მოიპოვა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში წინ იყო პოლონელი - 3:1, თანაც, ოთხივე მატჩი 2008 წელს ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ პეტროვამ ერთადერთი შეხვედრა ასევე ტოკიოში მოუგო რადვანსკას.

რუსმა პირველივე გეიმიდან აქტიურად დაიწყო თამაში და პოლონელი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. რადვანსკამ საწყისი გეიმი 40:0-დან წააგო, თანაც პეტროვამ ბოლო სამი ქულა საკუთარი დარტყმით აიღო.

თავის მოწოდებაზე რუსი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა, რადვანსკას ყველა გეიმში კი ანგარიში "თანაბარი" იყო და ყველა მნიშვნელოვან ქულას პეტროვა იღებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსმა თითქმის იდეალური სეტი ჩაატარა (16 "ვინერსი" და სამი უნებლიე შეცდომა). პეტროვამ კარიერაში პირველად მოიგო ფინალში სეტში "მშრალი" ანგარიშით.

მეორე სეტიც პეტროვას უპირატესობით დაიწყო - მან თავიდანვე მოიპოვა სამმაგი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ პოლონელმა გადაარჩინა გეიმი, რის შემდეგაც თამაშის სურათი შეიცვალა. ვერ ვიტყვით, რომ რადვანსკა გაცილებით უკეთ ათამაშდა. უბრალოდ, პეტროვას თამაშში იმატა შეცდომებმა.

რუსის ერთადერთი მიღწევა გახდა ის, რომ მან მეტოქეს "მშრალი" ანგარიშით მოგების საშუალება არ მისცა - 0:5-ზე აიღო სეტში ერთადერთი ბრეიკი. ამჯერად რუსს 14 უნებლიე შეცდომა ჰქონდა და მეტოქეზე ნაკლები "ვინერსი" დაუგროვდა.

მესამე სეტში მაყურებელმა რეალური ბრძოლა იხილა. ამჯერად სტარტზე აღარ ყოფილა ბრეიკები, რადგან ორივეს კარგად გამოსდიოდა მოწოდება, განსაკუთრებით პეტროვას, რამაც მას ბევრ რთულ სიტუაციაში უშველა. სეტის ბოლოს კი რუსს კიდევ ერთი დამხმარე გამოუჩნდა - აგნიეშკა რადვანსკა.

პოლონელმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც რუსს "დაფარული" მატჩბოლი მოუტანა. გადამწყვეტ მომენტში პეტროვას კარგი ბექჰენდი გამოუვიდა და სოლიდური უპირატესობა მიიღო. პოლონელმა ვეღარ შეძლო მატჩის ბედის შემოტრიალება - მისმა მეტოქემ მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა და ტიტული გაიფორმა - 6:0, 1:6, 6:3.

ახლა ნადია პეტროვა მე-14 ადგილზე გადავა რეიტინგში და რუსეთის მეორე ნომერი გახდება მარია შარაპოვას შემდეგ. რაც შეეხება წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრას, ამისთვის მან უნდა მოიგოს პეკინსა და მოსკოვში და, შესაძლოა, ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი.

პეკინის ტურნირი უკვე დაიწყო. მასაც "პრემიერ" კატეგორია აქვს და ისევ ვერ ვიხილავთ კორტზე სერენა უილიამსს. სხვა მხრივ, შემადგენლობა უძლიერესია.

Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/2-ფინალი

ნადეჟდა პეტროვა (რუს, 17)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 6:0, 1:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა