მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატზე არაგონის გრანპრი გაიმართა და გაგრძელდა ბრძოლა ტიტულის ორ პრეტენდენტს - ხორხე ლორენსოსა და დანი პედროსას შორის
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატზე არაგონის გრანპრი გაიმართა და გაგრძელდა ბრძოლა ტიტულის ორ პრეტენდენტს - ხორხე ლორენსოსა და დანი პედროსას შორის. შაბათს უპირატესობა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა ლორენსომ მოიპოვა - მან პოული მოიგო და 30 სექტემბერს იოლად შეაკავა უკან პედროსა, ბენ სპისმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კელ კრატჩლოუს გაუსწრო. პირველი წრე პილოტებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, სპისი, კრატჩლოუ, ბრადლი, დოვიციოზო, ჰეიდენი, რი, ბაუტისტა (ვალენტინო როსი დამუხრუჭებისას შეცდა და პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა).

ლორენსო და პედროსა მაშინვე დაშორდნენ მდევრებს. მეორე წრეზე ავარიაში მოხვდა ჰეიდენი, რის შემდეგაც ამერიკელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შტეფან ბრადლმა მაღალი ტემპი აკრიფა და მესამე ადგილზე გადავიდა, მაგრამ თავად ვერ გაუძლო თავის სისწრაფეს, შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა. პედროსა გამუდმებით ავიწროებდა ლორენსოს და მე-7 წრეზე გადამწყვეტი გასწრება შეასრულა, რამაც განსაზღვრა რბოლის შემდგომი მოვლენები.

ლიდერობის მოპოვების შემდეგ პედროსა უპრობლემოდ გაექცა მთავარ კონკურენტს და ფინიშზე პირველი მივიდა. ლორენსო მეორეზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა ანდრეა დოვიციოზომ კრატჩლოუს მოუგო (სპიკი მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა). როსის იძულებითი პროგრესი მერვე ადგილზე გასვლით დასრულდა, რაც ასეთ სიტუაციაში საუკეთესო შედეგი იყო...

მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ჰეიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, ნიკის შეუძლია კიდურების მოძრაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხერხემალი წესრიგშია. ასევე, არ არის აღმოჩენილი თავის დაზიანება. თავად პილოტი მთელი ამ დროის განმავლობაში გონებაზე იყო.

არაგონის გრანპრი

1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 23 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +6,472; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +11,047; 4. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +11,184; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +13,786; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +28,166; 7. ჯონათან რი (ბრიტანეთი, "ჰონდა") - +32,290; 8. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +44,432; 9. კარელ აბრაჰამი (ჩეხ, "დუკატი") - +57,417; 10. ალეის ესპარგარო (ესპ, ART) - +58,525...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 290 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 257; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 186; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 179; 5. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 135; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 128; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 128; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 115; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 93; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 88...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის