საქართველოს ნაკრების ცენტრი თელ-ავივის "მაქაბისთან" ერთად პარიზის თასის გათამაშებაში ჩემპიონი გახდა
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა თელ-ავივის "მაქაბისთან" ერთად მაღალ დონეზე მეორე შეჯიბრება ჩაატარა.

თუ ბამბერგის ტურნირზე ისრაელის გუნდმა პირველობა "ოლიმპიაკოსს" დაუთმო, საფრანგეთში, პარიზის თასის გათამაშებაში ჩემპიონი გახდა: 29 სექტემბერს მასპინძელ "პარიზს" 87:79 აჯობა, 30-ში კი ფინალურ შეხვედრაში თურქულ "გალათასარაის" 69:63 სძლია.

მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. ნახევარფინალური მატჩის შემდეგ "მაქაბის"თავკაცმა დევიდ ბლატმა თქვა: "კარგი რეპეტიცია გამოგვივიდა, მეტოქის შეცდომები სათანადოდ გამოვიყენეთ და შეხვედრა მშვიდად მივიყვანეთ გამარჯვებამდე".

მწვრთნელს კალათბურთელებზე არ ულაპარაკია, თუმცა ეს დანაკლისი ჩვენ ამოვავსოთ, რადგან ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს: გიორგი შერმადინმა ახალ გუნდში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. მის ანგარიშზე 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 11 მოხსნა, 3 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. მასზე შვიდჯერ დაჯარიმდნენ, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 28-ს მიაღწია.

მატჩის ბომბარდირი მაქაბელი კანერ-მედლი გახდა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა იყო.

შერმადინი და მისი თანაგუნდელები პარიზის ოთხთა ტურნირის ფინალში თურქულ "გალათასარაის" დაუპირისპირდნენ. როგორც ზემოთ დავწერეთ, ეს მატჩიც მოიგეს.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, მან წინა შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც 12 ქულას მოუყარა თავი. კანერ-მედლის ანგარიშზე 14 ქულა იყო. იგი შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა