ესპანეთში ახალი ჩემპიონატი განვლილ უქმეებზე დაიწყო და მასში ქართველი ლეგიონერის დაბრუნების მომსწრენიც გავხდით
2006 წელს ესპანეთში სათამაშოდ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი ჩავიდა. მას მერე ხუთი სეზონის განმავლობაში ესპანურ პირველობას ქართველების გარეშე არ ჩაუვლია. მხოლოდ შარშან, 2011-12 წლების სეზონში არ უთამაშია ჩვენიანს.

ესპანეთში ახალი ჩემპიონატი განვლილ უქმეებზე დაიწყო და ქართველის დაბრუნების მომსწრენიც გავხდით - "კახასოლის" მაისურით 4 წუთი ითამაშა 18 წლის ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

მას სამი ქულის მოსაგროვებლად ერთი შორეული ტყორცნაც ეყო.

აქვე უნდა დავკონკრეტდეთ: ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ბურჯანაძისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი არ იყო. მან 2010-11 წლების სეზონში 3 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა სამივე შემთხვევაში იმდენად შეზღუდული სათამაშო დრო ერგო (სულ 7 წუთი), რომ მეტოქის კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უტყორცნია.

არაფერი გვითქვამს 30 სექტემბერს გამართული "კახასოლის" შეხვედრის შესახებ. სევილიელებმა 3600 ადგილობრივი გულშემატკივარი გააწბილეს - ბევრისთვის მოულოდნელად შინ "მურსიასთან" 77:93 დათმეს.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მურსიელებმა 26:14 მოიგეს.

"კახასოლი" მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს გამართავს, ბასკეთში "კახა ლაბორალს" ეწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა