ბაქოში დამთავრდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი
ბაქოში დამთავრდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი), რომელშიც საქართველოს 8 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანი ათეულში ვერ მოხვდა. არადა, ბოლო ტურის წინ საამისოდ კარგი შანსი ჰქონდათ გაიოზ ნიგალიძეს და საქართველოს ნაკრების წევრ მიხეილ მჭედლიშვილს. ისინი, შესაბამისად, პარიმარჯან ნეგის (ინდოეთი) და მაგჰამი ჩაემს (ირანი) დაუზავდნენ.

მართალია, ყაიმით დაასრულა შეხვედრა ბელორუსმა სერგეი ჟიგალკომ, მაგრამ მან 7 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილთან ერთად მთავარი პრიზი - 10 000 დოლარიც დაიმსახურა. 6,5 ქულით მე-2 ადგილზე მასპინძელი რაუფ მამედოვი (6 000 დოლარი) გავიდა. შვიდმა მოჭადრაკემ 6-6 ქულას მოუყარა თავი.

უკეთესი კოეფიციენტით მე-3 ადგილი აზერბაიჯანელ გადირ გუსეინოვს (4 000 დოლარი) ხვდა. ქართველთა მონაგარი კი ასეთია: 15. მიხეილ მჭედლიშვილი (5,5), 18. თორნიკე სანიკიძე (5,5), 20. გაიოზ ნიგალიძე (5,5), 30. სალომე ხაჟომია (4,5), 32. ნინო ბაციაშვილი (4,5), 36. სოფიკო ხუხაშვილი (4,5), 39. ლევან ფანცულაია (4,5), 43. ანა გავაშელი (4 ქულა).

საგულისხმოა, რომ ხაჟომიამ რეიტინგი ერთბაშად 45 პუნქტით გაიმდიდრა, გავაშელმა - 25 პუნქტით, საქართველოს ნაკრების წევრებმა - მჭედლიშვილმა (-12), სანიკიძემ (-12,4), ფანცულაიამ (-29,3), ბაციაშვილმა (-5,4) კი პირიქით - დანაკლისი განიცადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ძაგნიძე რა შუაშია ეგებ აგვიხსნათ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა