ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალია. სერია A. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

იტალია. სერია A. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ფაბრიციო მიკოლი ბედნიერია, ანტონიო კონტე კი მარჩელო ლიპისა და ჯოვანი ტრაპატონის შეადარეს
იტალია. სერია A. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები:

ტურის სიმბოლური ნაკრები (ლელოს ვერსიით)

მირანტე (პარმა)

დამბროზიო (ტორინო), კანავარო (ნაპოლი), ტერლიცი (პესკარა)

პირლო (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი), გაცი (ტორინო), გალოპა (პარმა)

ჯილარდინო (ბოლონია), მიკოლი (პალერმო), ბიანკი (ტორინო).

ტურის სიმბოლური ნაკრები 3-4-3 ტაქტიკით განვალაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ უქმეებზე ფორვარდებს თავი არ შეურცხვენიათ.

რჩეულ თავდამსხმელებზე ერთად შვიდი გოლი მოდის, რომელთაგან სამი ფაბრიციო მიკოლის ანგარიშზეა, ორ-ორი კი როლანდო ბიანკისა და ალბერტო ჯილარდინოზე.

დიახ, გასულ ტურში იტალიელმა ფორვარდებმა გაიბრწყინეს, განსაკუთრებით კი ეს ვეტერან მიკოლიზე ითქმის, რომელიც ბოლო პერიოდში სათადარიგო სკამს ხეხავდა. ფაბრიციომ დაამტკიცა, რომ "პალერმოსთვის" უდიდესი ძალაა. მასზე ქვემოთაც გვექნება საუბარი.

ნახევარდაცვაში სამი ტურინელია, ორი "იუვენტინო" და ერთი "გრანატა"... ანდრეა პირლომ და კლაუდიო მარკიზიომ "რომას" განადგურებაში დაიდეს ლომის წილი, ალესანდრო გაციმ კი "ატალანტასთან" გაიბრწყინა.

იქვეა დანიელ გალოპა, რომელმაც "მილანთან" შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და გოლითაც გამოირჩა.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, იქ დამბროზიოს, ტერლიცის და კანავაროს ვხედავთ - პირველმა ორმა, ყველა სიკეთესთან ერთად, გოლები გაიტანეს; აი, მესამე კი "სამპდორიასთან" შეხვედრაში კედელივით იდგა.

კარში ანტონიო მირანტე დგას, რომელმაც ზუსტად ცხრაჯერ მოიგერია "მილანელთა" დარტყმული...

ბოლოს, ისიც აღვნიშნოთ, რომ სიმბოლურ გუნდში არც ერთი უცხოელი არაა, რასაც ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: 1. იტალიური კლუბები სულ უფრო ხშირად ენდობიან ადგილობრივ კადრებს და ეს მათი გამიზნული პოლიტიკაა; 2. ფინანსური კრიზისის გამო იტალიური კლუბები ვეღარ ყიდულობენ უცხოელ ვარსკვლავებს და ამით ძალაუნებურად გზას უხსნიან იტალიელ ფეხბურთელებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი ყველაზე მეტად "სკუადრა აძურას" მთავარ მწვრთნელს ჩეზარე პრანდელის აწყობს.

ტურის გმირი

ტურის გმირი ფაბრიციო მიკოლი გახლავთ, რომლის ჰეთ თრიქმაც "პალერმოს" პირველი შეხვედრა მოაგებინა მიმდინარე სეზონში.

როდესაც "პალერმოს" ჯუზეპე სანინიო ჩაუდგა სათავეში, პირველი ის განაცხადა, რომ ახალ გუნდს აკეთებდა და ვეტერანები თადარიგში გაამწესა, მათ შორის ფაბრიციო მიკოლი.

სანინიომ სამი ტური იწვალა, რასაც მისი გათავისუფლება და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯამპიერო გასპერინის დანიშვნა მოჰყვა. ეს უკანასკნელი მალევე მიხვდა, რომ მიკოლის იგნორირება არცთუ კარგი საქმე იყო და გასულ უქმეებზე ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

შედეგი სახეზეა, მიკოლიმ სამი ბურთი მიართვა "კიევოს" და კიდევ ერთხელ დაგვანახვა თავისი უმაღლესი ოსტატობა.

მატჩის შემდეგ ფაბრიციო ემოციებს ვერ მალავდა:

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს საფეხბურთო კარიერაში. "პალერმოში" მეექვსე წელია ვთამაშობ და ამ ზაფხულს პირველად ვიგრძენი თავი ზედმეტად... მიუხედავად ამისა, ყურები არ ჩამომიყრია და საბრძოლველად განვეწყვე.

ახლიდან, ნულიდან დავიწყე ყველაფერი და მიხარია, რომ ეს გოლებით დამიფასდა. დარწმუნებული ვარ, გასპერინისთან ერთად კრიზისს მალე დავაღწევთ თავს და ცხრილის ზედა ნაწილში ავინაცვლებთ".

ტურის მატჩი

ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში რომ გაიმართა და "იუვენტუსმა" "რომას" შავი დღე რომ აყარა, გეცოდინებათ...

იტალიური სპორტული პრესა ცივი გონებით აფასებს იმას, რაც ამ მატჩში მოხდა და ერთხმად თანხმდება, რომ ეს იყო "ვეკია სენიორას" ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რაც გუნდს ანტონიო კონტე ჩაუდგა სათავეში.

მაგალითად, ტურინული გრანდის ცოცხალი ლეგენდა დინო ძოფი მიიჩნევს, რომ ასეთი "იუვე" მას მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონის და მარჩელო ლიპის პერიოდებში ახსოვს:

"კონტეს "იუვენტუსი" მომავლის ფეხბურთს თამაშობს, თუმცა, ამავდროულად, წარსულს მახსენებს. დიახ, ეს "იუვე’ იმ ფორმაციის გუნდებს მახსენებს, რომლებსაც ჯოვანი ტრაპატონი და მარჩელო ლიპი წვრთნიდნენ. "რომასთან’ თამაშის შემდეგ დავრწმუნდი, რომ "ბიანკონერის" ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია. კარგი იქნება, თუ კონტეს სასჯელს მოუხსნიან და მას მშვიდად მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულების საშუალება".

მოკლედ, "იუვეს" ბანაკში სრული იდილიაა; აი, "რომანისტები" კი, კარგ შემთხვევაში, დაბნეულები არიან... ისინი გაცილებით მეტს ელოდნენ ზდენეკ ზემანისგან, რომელიც ზაფხულში ირწმუნებოდა, რომ გუნდი სეზონის სტარტისთვის სრულ მზადყოფნაში იყო.

დაიწყო ჩემპიონატი და მას შემდეგ ჩეხი სპეციალისტი სულ იმას გაიძახის, რომ ეს ის არ არის, რაზეც შეგირდებთან ერთად ვარჯიშებზე მუშაობდა.

მოკლედ, ზემანი შეგირდებით უკმაყოფილოა, კლუბის მესვეურები კი მთლიანად გუნდის თამაშით არიან აღშფოთებულნი.

მართალია, როზელა სენსი "რომას’ პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ კლუბის აქციებს ჯერ კიდევ ფლობს და აქა-იქ თავის მოსაზრებებსაც აფიქსირებს:

"ვფიქრობ, რომ ფეხბურთელთა ნაწილი, უბრალოდ, ვერ შეეწყო ზემანის საფეხბურთო სტრატეგიას და მსოფლმხედველობას. ზდენეკი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდეს, თორემ საქმე არ გამოუვა. სწორედ ასე იყო "პესკარაში" და ძალიან დამწყდება გული, თუ ასე არ მოხდება "რომას" შემთხვევაში. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ზემანმა კიდევ უნდა იზრუნოს გუნდის გაძლიერებაზე და მისთვის სასურველი ფეხბურთელების მოყვანაზე - წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის კრახით დასრულების ალბათობა დიდი იქნება".

ტურის მოულოდნელობა

ზოგადად, "ტორინოს" მიერ "ატალანტას" ძლევა, თუნდაც გასვლაზე, სენსაციათა კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ თვითონ ანგარიში ნამდვილად გაოცებას იწვევს. ტურინელებმა ბერგამოელებს შავი დღე აყარეს და მეტოქე 5:1-ზე გაანადგურეს.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა როლანდო ბიანკიმ, რომელიც შეუჩერებელი იყო, დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა აქტივში. თუმცა "ტორინოს" წარმატების საიდუმლო უფრო გუნდურობაშია, ვიდრე ინდივიდებში და ეს ასეა ჯერ კიდევ გასული სეზონიდან, როდესაც "გრანატამ" სერია B-ში იპირველა.

არადა, საფეხბურთო ექსპერტთა უმეტესობა ელიტაში გაცილებით მეტს "პესკარასგან" მოელოდა, ვიდრე "ტორინოსგან", რადგან "დელფინებს" ერთი შეხედვით ინდივიდუალურად უფრო გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ.

მოკლედ, "ტორინომ" ყველა გააკვირვა, რისი ბოლო აკორდიც "ატალანტას" მისსავე მოედანზე განადგურება გახლდათ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ მისი შეგირდები კიდევ უკეთესად ათამაშდებიან:

"ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი და აგერ ნახავთ, ჩემი გუნდი უკეთესად ათამაშდება. ბევრი ფიქრობდა, რომ "ტორინო" გადარჩენისთვის იბრძოლებდა, მაგრამ რეალობა ჯერჯერობით სხვაგვარია. შორს ვარ თვითკმაყოფილებისგან, პირიქით, ჯერ არაფერი მოგვიგია, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. "ტორინოს" შესწევს იმის ძალა, რომ ევროსაგზურისთვის იბრძოლოს და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება".

ტურის ფრაზები

ზდენეკ ზემანი (რომას მთავარი მწვრთნელი):

"მოიგო თუ არა ეს მატჩი "იუვენტუსმა" კაბინეტში? - თქვენი კითხვის ქვეტექსტი გასაგებია და გპასუხობთ, რომ ამჯერად ტურინულმა გუნდმა სამართლიანად მოიგო".

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი):

"გასულ სეზონში, საშუალო დონის გუნდებთან სტაბილურად ვიგებდით და ძლიერებთან ვაგებდით. იქნებ წელს პირიქით იყო... მერე რას მოგვცემს ეს? - წარმოდგენა არ მაქვს".

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერის მთავარი მწვრთნელი):

"ძნელბედობამ "ინტერი" გააძლიერა და სწორ გზაზე დააყენა. როგორც ჩანს, ჩავარდნა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან დღეს თითოეულ ჩემს შეგირდში უდიდეს მოტივაციას ვხედავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. VI ტური: ტურინში მგლებზე ინადირეს

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია