ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კობი ბრაიანტი: კალათბურთს ყველაზე კარგად ჩვენ ვთამაშობთ

კობი ბრაიანტი: კალათბურთს ყველაზე კარგად ჩვენ ვთამაშობთ

"ლეიკერსი" ევროპულ ტურნეს აგრძელებს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის ლიდერის კობი ბრაიანტის ფანებს არ გაუმართლათ. კობიმ ახლახანს დაასრულა მუხლის ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსი და მწვრთნელები ცდილობენ ნაკლებად დატვირთონ NBA-ის ვარსკვლავი.

"ლეიკერსი" ევროპულ ტურნეს აგრძელებს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის ლიდერის კობი ბრაიანტის ფანებს არ გაუმართლათ. კობიმ ახლახანს დაასრულა მუხლის ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსი და მწვრთნელები ცდილობენ ნაკლებად დატვირთონ NBA-ის ვარსკვლავი. ამიტომაც ევროპელებს პრაქტიკულად არ მიეცათ ბრაიანტის ოსტატობის ხილვის საშუალება - მაგალითად, ლონდონში კობიმ მხოლოდ ექვსი წუთი ითამაშა "მინესოტას" წინააღმდეგ, ახლა ის ბარსელონას სტუმრობს და ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ემზადება. მანამდე კი კალიფორნიული კლუბის ლიდერს გაზეთ "მარკას" კორესპონდენტი გაესაუბრა.

- რა მდგომარეობაშია თქვენი მუხლი?

- სრულ გამოჯანმრთელებამდე ნაადრევია ლაპარაკი. თუმცა პლეი ოფის ფინალის დროს ტკივილი უფრო გაუსაძლისი იყო. ახლა კი... "მინესოტასთან" საკონტროლო შეხვედრაში მხოლოდ ექვსი წელი ვითამაშე, შემდეგ კი ფეხი ყინულის პაკეტებით შევიხვიე. რა თქმა უნდა, დასანანია, რადგან მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ამ შეხვედრას. მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე 40 წუთი ვითამაშო ისე, რომ ჩემი შესაძლებლობებს ვერ გამოვავლინო და თანაც ტრავმა გავიმიზეზო. ჩემი მთავარი მიზანია - რეგულარული ჩემპიონატის სტარტისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყო და კარგი სეზონი ჩავატარო.

- ამერიკის ნაკრებმა 12 ოლიმპიური ჩემპიონის გარეშეც მოიპოვა თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. ასე ძლიერები არიან ამერიკელი კალათბურთელები?

- ძალიან მიხარია მაიკ კრჟიჟევსიკსა და მისი გუნდის მორიგი წარმატება. თურქეთში აშშ-ის ნაკრებს რამდენიმე რთული მეტოქე შეხვდა, რომლებსაც შეეძლოთ ცალკეულ მატჩებში ჩვენი დამარცხება, მაგრამ აშშ-ის მაინც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ჩემპიონობა. ჩვენთან მართლაც ყველაზე კარგად თამაშობენ კალათბურთს. საკმარისია გადახედოთ ბოლო სამ წელიწადში NBA-ის ჩემპიონების - "ბოსტონისა" და "ლეიკერსის" შემადგენლობებს. იქ ლეგიონერები მინიმალური რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი.

- გამოდის, რომ NBA-სა და ევროლიგის კლასის გათანაბრების შესახებ ლაპარაკი - ტყუილია? მაშინ რა საჭიროა ამ ორი ლიგის კლუბებს შორის მატჩების ჩატარება, როცა გამარჯვება წინასწარ არის ცნობილი?

- მოდით, წინასწარ ნუ გამოვაცხადებთ "ლეიკერსთან" მატჩში "ბარსელონას" დამარცხებას (ეს შეხვედრა გუშინ გაიმართა). გარდა ამისა, წინასასეზონო მატჩები შედეგისთვის არ ტარდება. აქ მთავარია, გულშემატკივართა ინტერესის გაზრდა. სხვათა შორის, მომეწონა ინგლისელი გულშემატკივრები. იქ აქტიური პუბლიკაა, არადა ლონდონში არც ერთი საკალათბურთო სუპერკლუბი არ არსებობს.

- შეიძლება დადგეს ისეთი დრო, როცა ევროპის რომელიმე კლუბში, მაგალითად, "ბარსელონაში" გააგრძელებ კარიერას?

- ევროპაში მხოლოდ ფეხბურთს თუ ვითამაშებ.

- სხვათა შორის, ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე "ბარსელონას" საფეხბურთო კლუბის ფორმა გეცვათ. ამ გუნდის გულშემატკივარი ხართ?

- საერთოდ მიყვარს ტექნიკური, შემოქმედი ფეხბურთელები, "ბარსელონაში" კი ასეთი ბევრი მოთამაშეა ლეო მესის მეთაურობით. იტალიაში გავიზარდე და რეგულარულად დავდიოდა სერია A-ს მატჩებზე. თუმცა უფრო მეტად ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატები მომწონდა. იქ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ტექნიკას.

- ამ ზაფხულს ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში "მაიამი ჰიტში" გადავიდნენ და დუეინ უეიდთან ერთად ახალი სუპერტრიო შექმნეს. თქვენ კი სამი წლით გააგრძელეთ კონტრაქტი "ლეიკერსთან" და როგორც ჩანს, მთელს პროფესიულ კარიერას ერთ გუნდში გაატარებთ. ეს გზა მართებულად მიგაჩნიათ?

- რატომაც არა, მე ხომ რამდენიმე საჩემპიონო ბეჭედი მოვიგე. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ჩემი კარიერა შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა