ქართული ფეხბურთის დღევანდელ ხელმძღვანელობას გვინდა მოვუწონოთ სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
არჩევნების წინა დღეს ჩატარებულმა ტურმა უექსცესოდ ჩაიარა; ანდა, რატომ უნდა მომხდარიყო რამე? საბედნიეროდ, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს... პოლიტიკური "გემოვნების" გამო არც ავიწროებენ და არც განსაკუთრებულ შეღავათებს უკეთებენ.

ასეთივე მდგომარეობა იყო საქართველოს თასის ბოლო გათამაშებაშიც, რომელიც ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ჩატარდა; მეტსაც ვიტყვით: 2011-12 წლების საქართველოს თასის გათამაშება "სამართლიანი თამაშის", საერთოდ, საფეხბურთო დემოკრატიის მწვერვალი იყო!

სასიამოვნოა, რომ ასე გრძელდება ახალ სეზონშიც და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არც ერთ ქართულ გუნდს პრობლემები არ შეჰქმნია!

თუმცა ამ ქვეყანაზე "ეჭვიან ხალხს" რა გამოლევს: "ბოროტი ენები" ამტკიცებენ, რომ სულ ახლახან, ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას (უფრო ზუსტად, შესვენებაზე) კონკრეტული გუნდის ფეხბურთელებს "მიანიშნეს", რომ სამ ქულას ვერაფრით აიღებდნენ. არადა, ის გუნდი ორბურთიანი უპირატესობით იყო დაწინაურებული, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა!

რამდენად დასაჯერებელია ეს ამბავი, ძნელი სათქმელია, ისევე, როგორც არავინ იცის, მომავალი ტურის წინ რა სიტუაცია იქნება არამხოლოდ ქართულ ფეხბურთში, არამედ, საერთოდ, საქართველოში.

გავანებოთ თავი პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს და მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ამ საარჩევნო ვნებათაღელვამ, შესაძლოა, ჩვენს ჩემპიონატზეც არასასურველი გავლენა იქონიოს. აი, ეს კი, გვერწმუნეთ, ნამდვილად არ გვინდა; ისე, როგორც არავის ენდომება მოვლენების ისეთი განვითარება, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შედეგების გამო ამა თუ იმ გუნდს გარკვეული პრობლემა შეექმნას.

თანაც, "პრობლემა" კიდევ რბილად ნათქვამია - შესაძლოა, ამა თუ იმ გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს. იმედია, ეს პესიმისტური მოლოდინი არ გამართლდება და 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ჩვენს ჩემპიონატსა და, საერთოდ, ქართულ ფეხბურთზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

ისე, ქართული ფეხბურთის დღევანდელ ხელმძღვანელობას მართლაც გვინდა მოვუწონოთ სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: ამ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში არც ზვიად სიჭინავას, არც რევაზ არველაძეს, არც ალექსანდრე ჩივაძეს და არც გია ფირცხალავას პოლიტიკური განცხადებებიც არ გაუკეთებიათ და თავიანთი სიმპათიებიც საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ.

P.S. აუცილებლად უნდა განვმარტოთ: როცა ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელების სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ, ყოველგვარი სარკაზმი თუ ირონია გულში არც გაგვივლია, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით შესავალში ნახსენებ საქართველოს თასის ბოლო გათამაშებასა თუ წინა სეზონში ამა თუ იმ გუნდის პოლიტიკური ნიშნით ხელშეწყობაზე...

გოლთაცვენა დინამოსგან

ჩემპიონატში "ორხელისუფლებიანობა" მორჩა: თბილისის "დინამომ" მორიგი გოლთაცვენა მოაწყო და ერთპიროვნულად გალიდერდა!

ამ სეზონში დუშან უჰრინის გუნდმა უკვე მეოთხე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, ხუთბურთიანი სხვაობით კი - მეოთხე შეხვედრა!

შედარებისთვის: წინა სეზონის განმავლობაში "დინამომ" ორივე ეტაპზე ხუთი მატჩი მოიგო სამი და მეტი ბურთის სხვაობით. ახლა კი ჯერჯერობით რვა ტურია გასული და გუნდს თითქმის ანალოგიური მაჩვენებელი აქვს.

დინამოელთა ასეთი შედეგიანი თამაში იმითაც არის დასაფასებელი, რომ "სიონთან" შეხვედრაში აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი ლორია, ჩისკო, კოტო, რობერტინიო და ირაკლი ძარია გუნდს ვერ ეხმარებოდნენ, გიორგი რეხვიაშვილის ადგილი ძირითადში კი დარკო გლიშიჩმა დაიკავა.

აქვე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც: ამ სეზონში "დინამო" მხოლოდ შესაშური შედეგიანობით (საშუალოდ, ერთ მატჩში სამი ბურთი გააქვს მეტოქის კარში) კი არ გამოირჩევა, არამედ ერთიმეორეზე უკეთესი და ლამაზი გოლებითაც.

ასე იყო "სიონთან" შეხვედრაშიც და ნურც ჯაბა დვალისა და გიორგი მერებაშვილის აქტიურ თამაშს დავივიწყებთ: ორივემ "დუბლი" შეასრულა!

დილა და ისტორია

ჩემპიონატის სტარტის მთავარი მოულოდნელობა, რაღა თქმა უნდა, გორის "დილას" წარუმატებელი ასპარეზობა იყო - სეზონის ერთ-ერთმა რეალურმა და გამოკვეთილმა ფავორიტმა საწყის ოთხ ტურში მხოლოდ ერთადერთი ქულა მოაგროვა.

სწორედ ამის მერე მოხდა გუნდში საკადრო ცვლილება: ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდა გიორგი დარასელია, რომელიც "დილას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ფავორიტმაც თავისი სტატუსის გამართლება დაიწყო. უფრო მეტიც, ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა "დილას" ასეთ გარდაქმნას: გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი ისე მოიგო, საკუთარ კარში არც ერთი ბურთი არ გაუშვია! ახლა მეტოქეებს აღარ იკითხავთ?! - თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", "მეტალურგი" და "ტორპედო"!

ამ მართლაც შთამბეჭდავი სპურტის შედეგად "დილა" პირველ სამეულსაც მიუახლოვდა და ერთპიროვნულ ლიდერ "დინამოს" მხოლოდ ექვსი ქულითღა ჩამორჩება.

მოკლედ, ყველა პირობა არსებობს, "დილამ" რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი უჩვენოს. თანაც, იგივე წინა სეზონისაგან განსხვავებით, ამჟამად ვერავინ იტყვის, რომ "დილას" "ზემოდან" ეხმარებიან და მეტოქეებიც "გვერდზე იწევიანო"...

ჰო, ასე ნამდვილად აღარ არის და ერთი მხრივ, "დილას" ასეთი წარმატება არც არავის უნდა გაუკვირდეს: ფაქტია, რომ გიორგი დარასელიას სახით ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი ნიჭიერი მწვრთნელი გამოჩნდა, გუნდის შემადგენლობაში ერთიმეორეზე უკეთესი და გამოცდილი ფეხბურთელები ასპარეზობენ, კლუბს არც ფინანსურად უჭირს და ამას გარდა, ერთი პიროვნებაც გვინდა ვახსენოთ.

მამუკა ჯუღელზე მოგახსენებთ, ცნობილ ქართველ მენეჯერზე, თავის საქმიანობაში, ალბათ, აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი რომ ვერ დაეტოლება...

ლეგიონერებიც ვახსენოთ...

გასულ ტურში თავი ლეგიონერებმაც გამოიჩინეს: მიკელ ალვაროს შედეგიანი თამაში აღარავის გვიკვირს და "დინამოს" 29 წლის ნახევარმცველმა ამ ჩემპიონატში უკვე მეოთხე გოლი (კვლავაც ეფექტურად!) გაიტანა.

რაც შეეხება მის თანაკლუბელს, ასევე 29 წლის ვლადიმერ ვოსკობოინიკოვს, ესტონელმა ცენტრფორვარდმა "დინამოს" მაისურით პირველად იხეირა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ვოსკობოინიკოვი პირველი ესტონელი ფეხბურთელია და შესაბამისად, პირველი "ესტონური გოლიც" ვიხილეთ.

საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა ბათუმის "დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა, 25 წლის ოლექსანდრ ტიმჩიშინმაც. თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში უკრაინელ ლეგიონერთა გოლები არავის უნდა გაგვიკვირდეს - ბოლოს და ბოლოს, ანდრეი პოროშინი გავიხსენოთ, ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური

ტორპედო-დილა 0:1 - გორელებმა არც ლიდერი დაინდეს

დინამო-სიონი 7:2 - დინამიური დარბევა...

მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2 - ვეტერინარებს მონდომება დაუფასდათ

ზესტაფონი-ჩიხურა 0:0 - უგოლო და უინტერესო დერბი

მერანი-ზუგდიდი 1:2 - დერბი და ლომიები

დინამო (ბთ)-კოლხეთი 3:1 - "ჩელე-არენაზე" ბათუმელებს არ ასამართლებენ...

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

დინამო (თბ)

8

6

1

1

24-6

19

2.

ტორპედო

8

5

1

2

18-6

16

3.

ჩიხურა

8

4

2

2

10-8

14

4.

დილა

8

4

1

3

11-7

13

5.

ზუგდიდი

8

3

4

1

9-5

13

6.

მეტალურგი

8

4

0

4

6-11

12

7.

ზესტაფონი

8

3

2

3

8-6

11

8.

მერანი

8

3

0

5

5-14

9

9.

დინამო (ბთ)

8

2

2

4

10-15

8

10.

ვიტ ჯორჯია

8

2

2

4

6-11

8

11.

სიონი

8

1

4

3

9-15

7

12.

კოლხეთი

8

0

3

5

4-16

3

ბომბარდირები

ჯორბენაძე (დინამო ბათუმი) 6

დვალი (დინამო თბილისი) 6

ჯიქია (სიონი) 5

ჩისკო (დინამო თბილისი) 4

ალვარო (დინამო თბილისი) 4

მერებაშვილი (დინამო თბილისი) 4

IX ტური

6 ოქტომბერი

კოლხეთი-მერანი

ზუგდიდი-დინამო (თბილისი)

7 ოქტომბერი

დილა-დინამო (ბათუმი)

ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ჩიხურა-მეტალურგი

სიონი-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
საქართველოს პრემიერ ლიგა თუ უმალგლესი ლიგა ??? რაგაც საქართველოს პრემიერ ლიგა ცოტა არ უხდება
riberi
ნეტა ამ საოცარ სიმბოლურ ნაკრებს ყოველ კვირა ვინგა ადგენა? არ გრცხვენიატ, ხალხნო ზოგჯერ ნახევარმცველს ცენტრალურ მცველად წერტ და ფორვარდს საყრდენად... მომხაძეს |თავისი ცხოვრება მარცხენა ფლანგზე არ უთამაშია და ამათ გადაიყვანეს საოცარია:-)
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის