ჩინეთის ტურნირზე მარცხის მიუხედავად, ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში თავის სარეკორდო, 52-ე ადგილს ინარჩუნებს
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ჩინეთის ღია პირველობას (საპრიზო ფონდი 4 828 050 დოლარი), ფაქტობრივად, მოუმზადებელი შეხვდა. ეტყობა, ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ მოასწრო.

ამიტომაც ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, სადაც რეიტინგფავორიტად მიიჩნეოდა, პირველივე შეხვედრა დათმო, 1 ოქტომბერს კი ასევე სტარტზევე წააგო წყვილთა პაექრობა: ყაზახ გალინა ვოსკობოევასთან ერთად. მართალია, პირველი ხელი ტიმეა ბაშინსკის (შვეიცარია) და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს 7:6 მოუგო, მაგრამ მომდევნო ორი სეტი მეტოქეებისა იყო - 6:2, 10:4. ასე რომ, ჩვენებური ჩინეთის დედაქალაქს დაემშვიდობა.

წინა კვირის მონაცემების გათვალისწინებით (ანას არსად უთამაშია) ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 1162 ქულით ტატიშვილმა თავისი სარეკორდო 52-ე ადგილი შეინარჩუნა. 51-ე საფეხურზე მყოფ ჩეხ ლუსი ჰრადეცკას 37 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიო რეიტინგში დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელ ქალთა მდგომარეობა ასეთია: 283 (290). სოფიო შაფათავა (181 ქულა); 330 (300). მაკა ჩახნაშვილი (139); 396 (380). სოფიო ქვაცაბაია (98); 459 (472). ეკატერინე გორგოძე (74); 541 (662). ოქსანა კალაშნიკოვა (52); 606 (607). ნათია გეგია (42). 860 (718). თათია მიქაძე (16); 928 (950). ანი გოგვაძე (12); 1073 (1069). თამარ ჭალაგანიძე (6).

ვაჟები. ATP-ის კლასიფიკაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 143 ქულით 309-ედან 305-ე ადგილზე გადაინაცვლა. 929 (929). ალექსანდრე მეტრეველი (11), 1431 (1429). გიორგი ჯავახიშვილი (2); 1537 (1532). გიორგი ცივაძე (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა