წლეულს, 11 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, რუსული ხანტი-მანსიისკი მოჭადრაკე ქალთა 2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
წლეულს, 11 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, რუსული ხანტი-მანსიისკი მოჭადრაკე ქალთა 2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელი ჩაებმება. გამარჯვებულს ნოკაუტსისტემა გამოავლენს.

სულ ექვსი რაუნდი გათამაშდება. პირველ ხუთში მეტოქეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ, ფინალში - ოთხ პარტიას. ისინი უძლიერესს თუ ვერ გამოავლენს, ტაიბრეიკები დაინიშნება.

ტიტულისთვის ექვს ქართველ დიდოსტატს უნდა ეთამაშა, მაგრამ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ჩამოვშორდიო და ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა, ნანა ძაგნიძეს კი საპატიო მიზეზი აქვს - მალე დედა გახდება და, ცხადია, ხანტი-მანსიისკში გამგზავრებას ვერ შეძლებს.

სამაგიეროდ, ქვეყნის სპორტული ღირსების დასაცავად იბრძოლებენ ბელა ხოტენაშვილი, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები - ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე და სოფიკო ხუხაშვილი. ჩემპიონატის სტარტზე თუ ვის შეხვდებიან ისინი, ამის თაობაზე მოგვიანებით გაუწყებთ.

ამჟამად ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია ჩინელი ჰოუ იფანი. ხანტი-მანსიისკში მას ტიტულის დაცვა მოუწევს. თუ ეს ვერ მოახერხა (რაც ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ნოკაუტსისტემით გამართულ შეჯიბრებაში ყველაფერია მოსალოდნელი), მატჩ-რევანშის შანსი გარანტირებული აქვს: ფიდეს 2011-2012 წლების ქალთა გრანპრის ბოლო ეტაპი 1 ოქტომბერს დასრულდა ანკარაში, სადაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ჰამფი კონერუმ (ინდოეთი) 8,5 ქულით გაიმარჯვა, თუმცა ორწლიანი გათამაშების ოთხი ეტაპის ქულათა ჯამით (415) მხოლოდ მეორე ადგილი ერგო ჰოუ იფანის (480) შემდეგ.

405 ქულით მესამეა სლოვენიელი ანა მუზიჩუკი, რომელმაც თურქეთში გრანპრის ბოლო ეტაპზე 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ჩვენი ოთხეული მონდომებით ემზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ხანტი-მანსიისკში გამგზავრებამდე მათთვის საწვრთნელი შეკრებაც მოეწყობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა