ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2013 წელს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 4 მილიონით გაიზრდება და 31 მილიონ დოლარს მიაღწევს
"დიდი სლემის" პირველი ტურნირის - ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2013 წელს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 4 მილიონით გაიზრდება და 31 მილიონ დოლარს მიაღწევს. ამ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

ეს თანხა ყველაზე დიდი იქნება "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში. 2012 წელსაც ავსტრალიის ღიას საპრიზო ფონდი დანარჩენ სამ ჩემპიონატზე მაღალი იყო. კერძოდ, საფრანგეთის ღიაზე და უიმბლდონზე ჩოგბურთელებმა 24-24 მილიონი დოლარი გაითამაშეს, ამერიკის ღია პირველობაზე - 22 მილიონი.

ავსტრალიის ღიას ორგანიზატორები საპრიზო ფონდის გაზრდაზე იმისთვის წავიდნენ, რათა თავიდან აეშორებინათ ჩოგბურთელთა მხრიდან ბოიკოტი.

შეგახსენებთ, რომ მოთამაშეებს ტურნირის შემოსავლიდან საკუთარი წილის გაზრდა სურდათ; გარდა ამისა, ითხოვდნენ ჰონორარის გაზრდას ნაადრევ ეტაპზე გავარდნილი ჩოგბურთელებისთვის. მაგალითად, 2012 წელს, ავსტრალიის ღიას პირველ რაუნდში დამარცხებულმა მოთამაშემ 20.8 ათასი დოლარი მიიღო, როლან გაროსზე - 21.7 ათასი, უიმბლდონსა და ამერიკის ღიაზე - 22.1 ათასი.

აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი მზად იყო, ბოიკოტი გამოეცხადებინა სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირისთვის და ალტერნატიული ჩემპიონატი ჩაეტარებინა დუბაიში.

ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სტივ ვუდმა საპრიზო თანხების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას იმედი გამოთქვა, რომ ჩოგბურთელები შეეშვებიან ბოიკოტზე ფიქრს და მელბურნში სათამაშოდ ჩავლენ.

2013 წელს ავსტრალიის ღია პირველობა 14-27 იანვარს გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან - ბელორუსი ვიქტორია აზარენკა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე