გერმანიის ჩემპიონი მანჩესტერში, მადრიდის "რეალი" ამსტერდამში, დაწნეხილი "მილანი" კი პეტერბურგში იბრძოლებს
სიკვდილის ჯგუფში მდგომარეობა იძაბება: პირველ ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამარცხებული "მანჩესტერ სიტი" სამქულიან "დორტმუნდს" მასპინძლობს და გერმანიის ჩემპიონთან მხოლოდ სამი ქულა აწყობს.

"რეალი" "ბარსელონასთან" უმძაფრესი დუელის წინ ამსტერდამში ჩადის, ხოლო "მილანს" მილანურ დერბიმდე სანკტ პეტერბურგში ელის ურთულესი მატჩი.

A ჯგუფი

პორტუ-პსჟ 22:45

გამდიდრებული პსჟ ნელ-ნელა "ამოიქოქა": უღიმღამო სტარტის შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდმა შედეგები გამოასწორა, "სოშოსთან" 2:0 კი ზედიზედ მეხუთე მოგებული ოფიციალური მატჩი გახლდათ, რომელშიც გამეირომ დუბლი გაიფორმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხელცარიელი დარჩა, თუმცა ექვს თამაშში შვიდი გოლით მაინც საუკეთესო ბომბარდირია, პარიზელები კი უკვე მეორე ადგილზე არიან.

საფრანგეთის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა პსჟ-მ მსუყე გამარჯვებით (4:1 კიევის "დინამოსთან") დაიწყო და 3 ოქტომბერს ანჩელოტის ბიჭებს მორიგი სერიოზული გამოცდა ელით - "პორტუს" სტუმრობენ.

რაკი პირველი თამაში პორტუგალიურმა გრანდმაც მოიგო (2:0 ზაგრების "დინამოსთან"), ეს შეხვედრა ერთპიროვნული ლიდერობისთვის ბრძოლა იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუ (4-1-2-3): ელტონი - ლოპესი, ოტამენდი, მაიკონი, ალექს სანდრო - დეფური - ლუჩო, მოუტინიო - ვარელა, მარტინესი, როდრიგესი

პსჟ (4-3-2-1): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - შანტომი, ვერატი, მატუიდი - მენეზი, პასტორე - იბრაჰიმოვიჩი.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

დინამო (კ)-დინამო (ზ) 22:45

შესაბამისად, კიევური და ზაგრებული სეხნიების დუელი დამარცხებულთა ჯახია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებას ორივე "დინამოსთვის" დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეს, პირველ რიგში, უკრაინულ კლუბზე ითქმის, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის ამბიცია აქვს.

კიევის "დინამოში" მწვრთნელი შეიცვალა - გათავისუფლებული იური სიომინის პოსტი ოლეგ ბლოხინმა დაიკავა, რომელსაც წარმატებული დებიუტი გამოუვიდა: ლუგანსკის "ზარიასთან" "დინამომ" რაფაელის გვიანი გოლით მოიგო.

ბლოხინი უაღრესად ამაყი გახლდათ, რადგან გოლის ავტორიცა და მეპასეც (მილევსკი) შეცვლაზე შეიყვანა.

"ზაგრების "დინამო" კერკეტი კაკალია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. ჩემს გუნდს შესწევს ჯგუფიდან გასვლის ბრძოლის უნარი, ამის დასამტკიცებლად კი ხორვატების დამარცხება აუცილებელია", - განაცხადა 2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბლოხინმა.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო /კ/ (4-2-3-1): კოვალი - დანილო, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაივო - ველოზო, რაფაელი - იარმოლენკო, კრანჩარი, გუსევი - იდეიე.

დინამო /ზ/ (4-1-4-1): კელავა - ვიდა, ტონელი, შიმუნიჩი, პივარიჩი - ადემი - რუკავინა, სამირი, კოვაჩიჩი, კოპი - ბეჩირაი.

არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

პსჟ

1

1

0

0

4-1

3

2.

პორტუ

1

1

0

0

2-0

3

3.

დინამო (ზ)

1

0

0

1

0-2

0

4.

დინამო (კ)

1

0

0

1

1-4

0

B ჯგუფი

შალკე-მონპელიე 22:45

პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, "შალკე" საფრანგეთის ჩემპიონთან საშინაო მატჩში ფავორიტად მიიჩნევა.

თუმცა გელზენკირხენულ კლუბში არც ისე იდეალური განწყობაა - წინა კვირას მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი ფანებს შემოსწყრა, პარასკევს კი "ხუმარები" დიუსელდორფის "ფორტუნას" 2:0-ს უგებდნენ და საბოლოოდ 2:2-ს დასჯერდნენ, რითაც ვერანაირად ვერ იქნებოდნენ კმაყოფილები.

შესაბამისი იყო მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის რეაქციაც - მეორე ტაიმში საშინლად ვითამაშეთო.

"შალკეს" ფეხბურთელებს ფანების თვალში რეაბილიტირება "მონპელიესთან" გამარჯვებით შეუძლიათ. ფრანგულ კლუბს რამდენიმე ლიდერის (მათ შორის, ოლივიე ჟირუს) წასვლის შემდეგ სახე დაკარგული აქვს და მწვრთნელი რენე ჟირარიც უკვე გვარიანად ნერვიულობს.

თუმცა "ნანსისთან" 2:0-ზე მოგებული მატჩით "მონპელიემ" სწორ გზაზე დაბრუნებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და გამოჩნდა, რომ გამთამაშებელი ბელჰანდაც ნელ-ნელა ფორმაში შედის.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი, ჰოლტბი, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი - ბოკალი, იანგა-მბივა, ჰილტონი, ჟოინეშამპი - საი, ესტრადა - კაბელა, ბელჰანდა, ფანა - კამარა.

არბიტრი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

არსენალი-ოლიმპიაკოსი 22:45

"არსენალის" "საშინაო დავალება" კი "ოლიმპიაკოსთან" სამი ქულის მოპოვებაა.

"მეთოფეები" ამ მატჩს უხასიათოდ ხვდებიან, რადგან გასულ უქმეებზე "ჩელსისთან" ლონდონური დერბი წააგეს (1:2).

"არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი გერმანელ მცველ პერ მერტეზაკერს, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს, რადგან "ჩელსისთან" მისი შემცვლელი კოშელნი რამდენჯერმე შეცდა და "ჩელსის" ორივე გოლში ბრალი მიუძღვოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-3-3): მანონე - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, გიბსი - ოქსლეიდ-ჩემბერლეინი, არტეტა, კასორლა - უოლკოტი, ჟერვინიო, პოდოლსკი.

ოლიმპიაკოსი (4-4-2): კეროლი - ტოროსიდისი, პაპაცოღლუ, მოდესტო, ჰოლებასი - მაჩადო, ფუსტერი, იბაგასა, აბდუნი - მიტროღლუ, ჯებური.

არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

არსენალი

1

1

0

0

2-1

3

2.

შალკე

1

1

0

0

2-1

3

3.

მონპელიე

1

0

0

1

1-2

0

4.

ოლიმპიაკოსი

1

0

0

1

1-2

0

C ჯგუფი

ანდერლეხტი-მალაგა 22:45

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, "მალაგა" ბრწყინვალედ ასპარეზობს. ანდალუსიელები პრიმერადივიზიონში ჯერ კიდევ დაუმარცხებლები არიან, მეექვსე ტურში კი "ბეტისი" 4:0 გაანადგურეს.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ისკომ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში (3:0 "ზენიტთან") დუბლი შეასრულა, "ბეტისთან" მხოლოდ ერთი გოლი იკმარა.

"მალაგა" ამჯერად "ანდერლეხტს" სტუმრობს - გუნდს, რომელმაც პირველ ტურში "სან სიროდან" ქულა წაიღო (0:0).

მიუხედავად ამისა, "მალაგა" მაინც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ და თუ ესპანელებმა ეს შეხვედრაც მოიგეს, ეს მერვედფინალისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

ანდერლეხტი (4-3-1-2): პროტო - ჟილე, ვასილიევსკი, ნუიტინკი, დეშახტი - ბილია, კოუიატე, კლიესტანი - კანუ - მბოკანი, იოვანოვიჩი.

მალაგა (4-3-3): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - პორტილიო, კამაჩო, ელისეუ - ხოაკინი, სავიოლა, ისკო.

არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

ზენიტი-მილანი 20:00

"იუვენტუსისგან" განსხვავებით, "მილანი" ამ სეზონში უარყოფითად არაპროგნოზირებადი გუნდია.

სეზონის სამარცხვინო შედეგებით დაწყების შემდეგ "როსონერი" თითქოს გამოსწორდა და "კალიარი" 2:0 დაამარცხა, თუმცა ამ გამარჯვებას "პარმასთან" 1:1 მოჰყვა და მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრიც ისევ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

ფაქტია, რომ სილვიო ბერლუსკონი თავის 76-ე იუბილეზე მინიმუმ ორი ქულით მეტს და მაქსიმუმ ლამაზი ფეხბურთით გამარჯვებას ინატრებდა...

ახლა ალეგრის უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის: 3 ოქტომბერს მილანელები გამწარებულ "ზენიტს" სტუმრობენ და ფაქტია, რომ სანკტ პეტერბურგში გამარჯვება ძალიან გაუჭირდებათ, მერე კი მილანური დერბი ელით.

ლიგაშიც და მილანურ დერბიშიც ალეგრი, პირველ რიგში, 19 წლის ელ შაარავის იმედად იქნება - "როსონერის" ბოლო ოთხი გოლი სწორედ "ფარაონის" ანგარიშზეა.

"მალაგასთან" მოულოდნელი 0:3-ის შემდეგ "ზენიტი" უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული და რუსული პრესა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ცუდ ფორმაში მყოფ "მილანთან" გამარჯვებას სთხოვს.

"მალაგასთან" წაგების შემდეგ "ზენიტის" შეფებმა კაპიტანი დენისოვი და მთავარი თავდამსხმელი კერჟაკოვი შიდა დისკვალიფიკაციით დასაჯეს - მათ ახალწვეულებთან, ჰალკთან და ვიტსელთან უჩხუბიათ.

მართალია, სპალეტიმ თავისი ლიდერები მოსკოვის "ლოკომოტივთან" მატჩის წინ შეიწყალა, მაგრამ "ზენიტმა" "ლოკოს" მაინც ვერ მოუგო (1:1).

აღსანიშნავია, რომ სპალეტი "მილანის" ექსპერტად მიიჩნევა - "რომას" მწვრთნელობისას "როსონერი" 5-ჯერ დაამარცხა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ბ. ალვეში, კომბერტსი, კრიშიტო - შიროკოვი, ზირიანოვი, დენისოვი - ბისტროვი, კერჟაკოვი, ჰალკი.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, დე შილიო - ნ. დე იონგი, მონტოლივო, ნოჩერინო - კ.-პ. ბოატენგი - ელ შაარავი, პაცინი.

არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

მალაგა

1

1

0

0

3-0

3

2.

ანდერლეხტი

1

0

1

0

0-0

1

3.

მილანი

1

0

1

0

0-0

1

4.

ზენიტი

1

0

0

1

0-3

0

D ჯგუფი

მანჩესტერ სიტი-ბორუსია (დ) 22:45

სიკვდილის ჯგუფის "მოკრძალებულ ფავორიტ" დორტმუნდის "ბორუსიას" 3 ოქტომბერს "მანჩესტერ სიტისთან" გასვლითი მატჩის სახით პირველი სერიოზული გამოცდა ელის.

გერმანელები კარგ ხასიათზე არიან, რადგან ბუნდესლიგაში "გლადბახი" 5:0 გაანადგურეს და მინი-კრიზისიდან გამოვიდნენ.

"სიტიმ" "ფულჰემთან" რთული მატჩი მოიგო (2:1), ჩემპიონთა ლიგაში კი რობერტო მანჩინის გუნდი უკვე წნეხის ქვეშაა მოქცეული, რადგან მადრიდში 2:3 დამარცხდა და თუ მერვედფინალში გასვლა უნდათ, მანჩესტერელებმა გერმანიის ჩემპიონი საკუთარ კედლებში, შეიძლება ითქვას, აუცილებლად უნდა დაამარცხონ.

ინგლისის ჩემპიონმა პრემიერლიგაში თავის სტადიონზე ბოლოს 2010 წლის 20 დეკემბერს წააგო (1:2 "ევერტონთან"), ჩემპიონთა ლიგაში კი საკუთარ არენაზე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

"დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა "გლადბახთან" მატჩში პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი დაასვენა და ცხადია, რომ ეს უკანასკნელი "სიტისთან" ძირითადში ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (3-5-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი - სილვა, იაია ტურე, ხავი გარსია, ბერი, აგუერო - ბალოტელი, ტევესი.

ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.

არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

აიაქსი-რეალი 22:45

მას მერე, რაც "რეალმა" "სიტის" დამარცხებით ნავსი გატეხა, მადრიდელებს საქმეები კარგად წაუვიდათ: ჯერ "რაიო ვალეკანო" დაამარცხეს (2:0), გასულ უქმეებზე კი "დეპორტივო" 5:1 გაანადგურეს.

"აიაქსთან" შეხვედრაში "სამეფო გუნდი" ვალდებული იქნება, ძალების დაზოგვაზე იფიქროს, რადგან კვირას ესპანეთში "ელ კლასიკოა".

ამსტერდამელებმა "ტვენტესთან" რთული მატჩი გადაიტანეს და ლიდერს პირველი მარცხი (1:0) აგემეს.

ჰოლანდიურ გრანდს "რეალთან" ბოლო საშინაო მარცხი ცუდად ახსოვს: შარშან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "აიაქსი" "სამეფო გუნდთან" 0:3 დამარცხდა და მერვედფინალში მხოლოდ იმიტომ ვერ გავიდა, რომ იმავდროულად, "ლიონმა" ზაგრებში "დინამო" 7:1 გაანადგურა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "აიაქსი" და "რეალი" 2010/2011 წლების სეზონშიც ერთ ჯგუფში იყვნენ. მადრიდელებმა ოთხივე დუელი მოიგეს, "აიაქსს" კი "რეალისთვის" ერთი გოლიც არ გაუტანია (ბურთების შეფარდება 12:0).

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი - დე იონგი, პოულსენი, ერიკსენი - სანა, ბაბელი, ბუირიგტერი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, მოდრიჩი, რონალდო - ბენზემა.

არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

რეალი

1

1

0

0

3-2

3

2.

ბორუსია (დ)

1

1

0

0

1-0

3

3.

მანჩესტერ სიტი

1

0

0

1

2-3

0

4.

აიაქსი

1

0

0

1

0-1

0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ტიაგო სილვა: "პორტუ" ფავორიტია

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა