"ტრანსფერმარკტის" მიხედვით, ქართული გუნდების სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 42 700 000 ევროა
"ტრანსფერმარკტის" მიხედვით, იანვართან შედარებით, ქართული გუნდების სატრანსფერო ღირებულება 4,4 მილიონი ევროთი გაიზარდა და 42 700 000 გახდა, როდესაც იანვარში 38 300 000 იყო.

"ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, გორის "დილა" მეორე ადგილზეა და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ გორის "დილას" მოთამაშეთა საერთო ფასი 2011 წლის სექტემბერში მხოლოდ 900 000 ევრო იყო, გუნდის წევრების საშუალო ფასი კი 37 500 ევრო და გორელთა კლუბი უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შორის ჯამური მაჩვენებლით მე-10 ადგილზე იმყოფებოდა.

ახლა კი ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნათან ჟუნიორის ტრანსფერიც ჩათვლილია და თავის არსებობის ისტორიაში პირველად, ამ ნომინაციაში გორელებს დაწინაურების შანსი აქვთ - თბილისის "დინამო" უახლოეს მდევარს მხოლოდ 50 ათასი ევროთი უსწრებს და შარშანდელ ამ მონაცემთან შედარებით, "დილას" ფასი თითქმის 10-ჯერ გაძვირდება.

ცხადია, ეს კლუბში მენეჯერ მამუკა ჯუღელის ჩამოყვანილი მოთამაშეების დამსახურებაა. ამჟამად "დილას" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები არიან ლაშა სალუქვაძე (750 000), გოჩა ხოჯავა (650 000), კახა ალადაშვილი (300 000), გიორგი კახელიშვილი, ირაკლი ლექვთაძე (ორივე - 250 000). მანამდე კი პირველზე დავით რაჟამაშვილი (200 000) იყო, რომელიც "ზესტაფონში" გადავიდა.

აქვე ვიტყვით, რომ "დინამოს" ჯამური ფასი 2 მილიონით დაეცა და ამჟამად 8,6 მილიონია. იგივე მოხდა "ზესტაფონის" შემთხვევაშიც, რომელიც ბევრ წამყვან მოთამაშეს შეელია - იანვარში 7,3 მილიონად შეფასებული გუნდის ფასი ამჟამად 5,1 მილიონია.

საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა "ვიტ ჯორჯიას" ჰყავს, რომლის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 21,6 წელია. ყველაზე ასაკოვანი ბოლნისის "სიონია" - 26,2 წელი.

გუნდი

მ.ს.ა.

გ.ჯფ.

ფ.ს.ფ.

1.

"დინამო"

24.8

8 600 000

330 769

2.

"დილა"

26.0

8 550 000

294 828

3.

"ზესტაფონი"

24.3

5 100 000

196 154

4.

"მეტალურგი"

25.2

4 150 000

159 615

5.

"ტორპედო"

23.1

3 350 000

134 000

6.

"ზუგდიდი"

26.1

2 850 000

109 615

7.

"ჩიხურა"

26.0

2 150 000

71 667

8.

"კოლხეთი-1913"

24.7

1 825 000

60 833

9.

"სიონი"

26.2

1 750 000

58 333

10.

"ვიტ ჯორჯია"

21.6

1 750 000

70 000

11.

"ბათუმი"

23.8

1 600 000

48 485

12.

"მერანი"

24.1

1 025 000

36 607

საერთო ჯამური ფასი 42 700 000

მოთამაშეთა საშუალო ღირებულება 127.844

ლეგიონერების რაოდენობა: 19 (5,7%)

* თანხები მოცემულია ევროში

* მ.ს.ა. - მოთამაშეთა საშუალო ასაკი; გ.ჯ.ფ. - გუნდის ჯამური ფასი; ფ.ს.ფ. - ფეხბურთელთა საშუალო ფასი.

ცხადია, წინა თვეების მაჩვენებელთა გათვალისწინებით, სტატისტიკა კარგია, მაგრამ მთავარია, ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი კერძო მეპატრონე გამოჩნდეს.

ეს საფეხბურთო გარემოსაც გააუმჯობესებს და კონკურენციასთან ერთად, კლუბებისა და მოთამაშეთა ფასებს უფრო გაზრდის.

ამჟამად კი უმაღლესი ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება:

1. გიორგი მერებაშვილი (თბილისის "დინამო") - 1 300 000

2. გოგიტა გოგუა (გორის "დილა") - 1 000 000

3. გიორგი ლორია (თბილისის "დინამო") - 800 000

3-5. ჩისკო (თბილისის "დინამო"), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - გორის "დილა") - 750 000

6. როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") - 700 000

7. გიორგი შაშიაშვილი (გორის "დილა") - 650 000

8. მიკელ ალვარო (თბილისის "დინამო") - 600 000

9. ჯაბა დვალი (თბილისის "დინამო") - 550 000

10. გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის "დინამო") - 500 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი: საქართველოდან კვლავ "დილა" ლიდერობს

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა