ყველაზე სამართლიანი, ალბათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები იქნება

ფეხბურთი ცალკე არასდროს ყოფილა და ვერც ახლა იქნება - ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები ფეხბურთზეც გადმოვა და ცხადია, ყველას აინტერესებს, რას მოუტანს ცვლილებები ფეხბურთს.

ფედერაციის პრეზიდენტი

ეს თანამდებობა ძალიან პრესტიჟული გახდა საქართველოში და ამ თანამდებობისთვის რა არ მომხდარა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უფროსი ნოდარ ახალკაცი იყო, ამ სკამისთვის შმაგად იბრძოდნენ. ზოგი უკადრებელს კადრულობდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ყიველთვის ყველაზე პრესტიჟული იყო სპორტის სხვა ფედერაციების პრეზიდენტობაზე. მიზეზი მარტივია: ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სახეობაა საქართველოში და ფეხბურთში ყველაზე მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე სხვა სპორტში.

უფროსი ნოდარ ახალკაცი მყარად ინარჩუნებდა პოზიციებს. რა თქმა უნდა, მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და სახელისუფლებო წრეებიდან მასთან ღიად დაპირისპირება არ იყო იოლი საკითხი.

ახალკაცი 1998 წლის იანვარში გარდაიცვალა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა რეალური ბრძოლა ფედერაციის პრეზიდენტობისთვის.

იმავე წელს ჩატარებულ არჩევნებში მერაბ ჟორდანიამ გაიმარჯვა. მაშინ მისი კონკურენტი ალექსანდრე ჩივაძე გახლდათ.

ჟორდანიას მოსვლამ რაღაც-რაღაცეები სასიკეთოდ შეცვალა, ფედერაცია აღარ ჰგავდა დახურული ტიპის, კარგად იზოლირებულ დაწესებულებას.

ჟორდანიამ იცოდა ადამიანებთან ურთიერთობა. მისი პრეზიდენტობის დროს საფუძველი ჩაეყარა ნაკრების ბაზის მშენებლობას, ფიფას დახმარებით აშენდა კიდეც ტექნიკური ცენტრი "ბასა". ჟორდანიას მმართველობის პერიოდში უეფას გრანტით აშენდა ფეხბურთის ფედერაციის თანამედროვე ოფისიც.

ჟორდანიამ, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და ეროვნული ნაკრებისთვის უცხოელი მწვრთნელი მოიწვია - ალენ ჟირესი.

ჟორდანიასაც შლეგად ებრძოდნენ ამ თანამდებობისთვის. საქართველოში რუსეთიდან დაბრუნებულმა ოლიგარქმა ბადრი პატარკაციშვილმა ფეხბურთშიც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა, იყიდა "დინამო თბილისი". მილიარდერის საფეხბურთო ამბიციები ამით არ დასრულებულა, პატარკაციშვილის ფავორიტმა დავით პეტრიაშვილმა ჟორდანიას გამოუცხადა ბრძოლა ფედერაციის პრეზიდენტობისთვის.

მიუხედავად სერიოზული მოწინააღმდეგისა, ჟორდანიამ ის არჩევნებიც მოიგო.

მაშინ ხელისუფლება უხეშად არ ერეოდა ამ ყველაფერში. ქვეყანა კორუფციაზე იდგა, მაგრამ ყველაფერზე ტოტალური კონტროლი არ ყოფილა. ისიც უნდა ითქვას, რომ არც უფროს ახალკაცს და და არც ჟორდანიას სახელმწიფოსგან არანაირი ფულადი დახმარება არ ჰქონიათ. მაშინ სახელმწიფოს ამისთვის არ ეცალა და ალბათ, საამისო სახსარიც არ გააჩნდა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი ახალმა ხელისუფლებამ და ჟორდანიამ საერთო ენა ვერ გამონახეს. ჟორდანია არაერთხელ დააპატიმრეს და ქართულ ფეხბურთს ჩამოაცილეს. ხელისუფლებამ საკუთარი ფავორიტი გერმანიიდან ჩამოიყვანა - უმცროსი ნოდარ ახალკაცი.

პრეზიდენტობის მსურველები სხვებიც იყვნენ, მაგრამ მერე ყველა მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა - ხელისუფლებასთან დაპირისპირება სარისკო და უსარგებლო იყო.

ხელისუფლებამ ფულიც გამოიმეტა ფეხბურთის ფედერაციისთვის, რაც მანამდე არ მომხდარა. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების თავკაცებად უცხოელები მოვიდნენ. კლაუს ტოპმიოლერის, ალბათ, ყველას ეიმედებოდა, თუმცა ის ძვირიანი პროექტი წარმატებული არ გამოდგა. არადა, ტოპმიოლერს აუდიენციაც კი ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

ნაკრებ გუნდებს ცუდი შედეგი ჰქონდათ, გადაუჭრელი პრობლემები იყო მთლიანად ქართულ ფეხბურთში. ახალკაცს ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში უკვე სერიოზული კანდიდატი გამოუჩნდა - გიორგი ნემსაძე, ვისაც ხელისუფლების მეორე ფლანგი უჭერდა მხარს.

ახალკაცი თუ ნემსაძე - ეს იყო დაპირისპირება ხელისუფლების ფლანგებს შორის, რაც ძალიან სამარცხვინო შედეგით დასრულდა: არჩევნებში ნემსაძემ გაიმარჯვა, მაგრამ დაახლოებით ნახევარ საათში ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, პრეზიდენტობა ჩემი მიზანი არ ყოფილაო.

კაზუსი მყვირალა გამოდგა, სამარცხვინო ამბავს საკადრისი რეზონანსიც მოჰყვა, მაგრამ ვითომც არაფერი - ხელისუფლების უფრო ღონიერმა ფლანგმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და ხელახალ არჩევნებში ახალკაცმა გაიმარჯვა.

ფეხბურთში კი საქმე წინ ვერ მიდიოდა. ეროვნული ნაკრების მორიგმა, ასევე სახელიანმა და ძვირიანმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა თითქოს ალღო ვერ აუღო სიტუაციას, ნაკრებმა ციკლში ერთი მატჩიც ვერ მოიგო.

ახალკაცს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს და უარს აბა, ვინ გაბედავდა?! უმცროს ახალკაცს შეეძლო, ყველაფერი ფიფასთვის და უეფასთვის მოეყოლა, მაგრამ სიტუაციის გამწვავებაზე არ წავიდა.

ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდა, მაგრამ კანდიდატები არ ჩანდნენ. შიში უკვე ისე მძვინვარებდა, რომ ხელისუფლების ახალ ფავორიტს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი, ფორმალური კანდიდატიც კი არ ჰყოლია - პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა გახდა, ვისაც საფეხბურთო სამყარო კარგად არც კი იცნობდა.

ასევე უკონკურენტო იყო ის ფედერაციის პრზიდენტის მომდევნო არჩევნებში.

ახლა კი ახალი ხელისუფლების ჯერია. სიჭინავა თავისი ნებით გადადგება თუ არა, ჯერ უცნობია. ის უდავოდ მუყაითი კადრია და ინფრასტრუქტურული პროექტებით შეუძლია თავის მოწონება.

ყველაზე სამართლიანი, ალბათ, ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები იქნება, რადგან წინა არჩევნები არასამართლიან ვითარებაში ტარდებოდა, FAIR PLAY აქ არ არსებობდა.

ფინანსური ინექციები

რასაც ვერ დაუკარგავ აწ უკვე წინა ხელისუფლებას, ის არის, რომ ფეხბურთისთვის ათეულ მილიონობით ლარი დახარჯა.

სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ლარს ურიცხავდა. საშემოსავლო გადასახადს თუ გამოქვითავთ, ფედერაცია დაახლოებით 5 მილიონ ლარს იღებდა ქვეყნის ბიუჯეტიდან.

ნაკრები გუნდების მწვრთნელები და პერსონალი, შეკრებები, მგზავრობა... ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამ ყველაფრის მაღალ დონეზე შენარჩუნება მხოლოდ ფედერაციის შემოსავლებით შესაძლებელი ვერ იქნება.

გარდა ამ 7 მილიონი ლარისა, სახელმწიფოსგან ფინანსდება რამდენიმე საფეხბურთო კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგაში.

ფაქტია, რომ ხელისუფლებას ფეხბურთი მიტოვებულ-მიგდებული არ ჰყავდა, მაგრამ არ ჩანდა მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ ფეხბურთში ფულის დახარჯვის სურვილი. საამისო საკანონმდებლო ბაზაც არ არსებობდა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ახალი ხელისუფლება უარს იტყვის ფეხბურთის ფედერაციისთვის დოტაციის გაგრძელებაზე. თუ პარტნიორობის უკეთესი ფორმა შეიქმნება, ამას რა სჯობს.

უკვე აზერბაიჯანმაც გაგვისწრო საკლუბო ფეხბურთში. იქაური მოდელი ჩვენთან რამდენად გამოსადეგარია, ძნელი სათქმელია. ალბათ, საქართველოში სხვანაირად უნდა განვითარდეს საკლუბო ფეხბურთი, რადგან ჩვენ სხვანაირი ქვეყანა ვართ.

ახალ ხელისუფლებაში არცთუ ცოტაა საფეხბურთო სახე. კახა კალაძე სულაც პირველი ნომერი გახლდათ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში.

ახლა მთავარი ის უნდა იყოს, რომ ხელისუფლებამდე სწორად მიიტანონ ის საკითხები, რომელთა მოგვარება ქართული ფეხბურთის წინსვლის საფუძველი იქნება.

გაჩნდა ახალი შანსი, რომ წინ წავიდეთ.

ოცნებიდან რეალობამდე: რას მოგვიტანს ცვლილებები? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

klaas
კუთხურობა ფეხბურთის ფედერაციაში რომ არის ისეთი არ გენახოთ.... :)))))))) სამუშაო ენა მეგრულია... :)))))))))))
გლადიატორი
აქ იშვიათად შემოვდივარ და ყოველთვის ძალიან სუბიექტურ სტატიებს ვაწყდები, თან კუთხურობაც გახასიათებთ. იქნებ რამე შეცვალოთ.
დულშემატკივარი
ყველამ თქვენ საქმეს მიხედეთ რააა, ყველა ერთმანეთის საქმეში რომ ვერევით ყოველთვის იმიტომაა ქართველების საქმე ყველაფერში ცუდად... ვისწავლოთ სხვისი აზრის პატივისცემა!!!
b
კალაძეს რათ უნდა პოლიტიკაში, მივიდეს ფეხბურთის ფედერაციაში და იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის, ფეხბურთის განვითარებაზე... სხვა რა ... უნდა, დღემდე ქართული ფეხბურთი ვერ შეინარჩუნეთ... მაინც ***** ხართ.
Gocha001
ფეხბურთის ფედერაციას ახალი სისხლი ესაჭიროება! კახი კალაძე იზრუნებს იმაზე, რომ სპორტის ეს სახეობა პროფესიონალს ჩააბაროს!
luarsabi
არველაძე ფედერაციაში ერთადერთი პროფია... ისე აქ დაწერეს მემგონი მთავრობაო. მადლობა მთავრობას დახმარებისთვის ნამდვილად. პროსტო ბევრმა ფუტბოლის ჩინოვნიკმა მასტი ვერ გაჭრა ფედერაციაში.ეგენი არ უნდა იყვნენ.
landi
დგევანდელი ფეხბურთის შეფები როგორ მოვიდნენ? საბლატაოდ აქციეს ფუტბოლი :) და ჯამში უნდა ვიტიროთ... მთავრობა მაგრა ეხმარებოდა, თვითონ რა გააკეთეს? რა მოიზიდეს? :)))))
klaas
ჩარევა ახალმა მთავრობამ არ უნდა დაიწყოს, ეგ ჭეშმარიტებაა. მაგრამ სამართლიანი არჩევნები გაიმართოს და ვნახოთ აქვს თუ არა ნდობა დღევანდელ ფუტბოლის შეფს. და ნახავთ რომ ნდობა 0 აქვს...
enco
ამ მტავრობამატს ტუ დაიტსკო ცჰარევა პეხბურტსჰი უნდა მიკვეს დზველს
gio
აუ მოსული არაა ახალი მთავრობა და უკვე ჩარევაზე ფიქრობენ ნეტა რითი ღა განსხვავდება მაშინ წინა მთავრობისგან , ჯობია დაწყნარდეთ და თავისით მოიფიქროს ქართულმა საფეხბურთო სამყარომ რას იზამს კმარა ხელების ფათური
nordsielandi
აუცილებელია მოვიდეს ის ადამიანი პრეზიდენტად, ვინც გახლეჩილ საფეხბურთო სამყაროს გააერთიანებს. მოსვლიდან ეგრევე ბოდიში მომითხოვია ,,დაახარისხა,,ფეხბურთში მოღვაწე საპატივცემულო ხალხი. ამხელა ფული რაც მან მიიღო ყველა ძუძუმწოვარა კენგურუ გააკეთებდა სტადიონს !!!
goga
პრეზიდენტი შეიძლება შეიცვალოს მაგრამ არაფრის დიდებით შეიძლება რეზი არველაძის შეცვლა. ის ხომ ისე შეეზარდა ფედერაციას როგორც კოჟრები ბაბუაჩემის ხელებს
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა