ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სადაური ხარ, მესუთ იოზილ, შენ?

სადაური ხარ, მესუთ იოზილ, შენ?

გერმანიის ნაკრები თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ: ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მესუთ იოზილისთვის განსაკუთრებული მოვლენაა...

გერმანიის ნაკრები თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ: ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მესუთ იოზილისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. 21 წლის ფლეიმეიქერმა, რომელიც ახლა მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ორი წლის წინ თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი არჩევანი გააკეთა: თურქული ფესვების მქონე გერმანელს, რომელიც გელზენკირხენში დაიბადა და გაიზარდა, ან გერმანიის ნაკრებში უნდა გადაეწყვიტა, ანაც მშობლიური თურქეთის ეროვნულ გუნდში. იოზილმა გერმანია აირჩია და დღეს ის თავისი მშობლიური ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რაც ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის უდიდესი ტვირთია. მესუთს თურქეთში ყველა აკრიტიკებდა და არც დღეს აქებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ჰამით ალთინთოფი გამოირჩევა, რომელიც ასევე გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ გერმანიის ნაკრებში თამაშს, თურქეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა ამჯობინა და როცა ამის საშუალება ეძლევა, იოზილს ყოველთვის კბილს გაჰკრავს ხოლმე. დღეს ჰამითი და მესუთი ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან.

გერმანიის ნაკრების სპონსორმა, რომელიც ბერლინში ბუნდესგუნდის პრესკონფერენციებს ასპონსორებს, დარბაზში, სადაც ამ დღეებში ბუნდესმწვრთნელი და ფეხბურთელები სიტყვით გამოდიოდნენ, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელების დიდი ფიგურები დადგა. იოზილის ფიგურა კი ყველაზე წინ განათავსეს - მიროსლავ კლოზეს, მუნდიალის ბომბარდირ თომას მიულერისა და თვით დროებით კაპიტან ფილიპ ლამის ფიგურების წინ, რაც მესუთს მაინცდამაინც არ მოწონებია. მისთვის 100 ჟურნალისტის თვალწინ პრესკონფერენციის ჩატარება ისეთივე გამოწვევაა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იქნებოდა - მით უმეტეს იმ დროს, როცა პრესკონფერენცია გერმანიისა და თურქეთის მატჩს ეხება. ზოგადად, იოზილს ამ დღეებში ძალიან ბევრი რამ უშლის ხელს. ჯერ ერთი, 21 წლის ფეხბურთელისგან უკვე იმას ითხოვენ, რომ გერმანიის ნაკრების წამყვანი მოთამაშე, იდეალური გამთამაშებელი იყოს; მეორე: მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა დაიმკვიდროს, რაც ფაქტობრივად საფეხბურთო ოლიმპის დაპყრობას ნიშნავს. მესამე: მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია და ვალდებულია, პროგრესი არ შეწყვიტოს, რასაც ახერხებს კიდეც - გერმანიის საფეხბურთო კავშირის სტატისტიკით, მუნდიალის მერე ყველაზე მეტად სწორედ იოზილის პოპულარობა გაიზარდა. მეოთხე და ყველაზე მთავარი: თურქეთთან მატჩში მესუთი საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს არაგერმანელის გერმანიაში ინტეგრაციისა. დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი 21 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრია და დიდი შანსია, რომ მესუთმა დღეს მაინცდამაინც ვერ იბრწყინოს.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეს-მდივან ჰარალდ შტენგერის თქმით, ამ დღეებში მას იოზილთან ინტერვიუს ჩამორთმევის თხოვნით 400-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიმართა. გერმანია-თურქეთი - ეს ის მატჩია, რომლის დროსაც ყველა მესუთს დაუწყებს ყურებას. მიუხედავად იმისა, რომ მას მერე, რაც იოზილმა თურქეთის ნაკრებს ბუნდესგუნდი ამჯობინა ორი წელი გავიდა, მისი მშობლების ნამდვილ სამშობლოში მესუთს დღემდე აკრიტიკებენ. თვითონ კი ამბობს, ყველაფერი კარგადაა და თურქეთიდან ახლა უკვე უფრო პოზიტიური შეფასებები მომდის, ვიდრე ნეგატიურიო, მაგრამ ასე აშკარად არაა საქმე.

მესუთის ერთ-ერთი უპირველესი კრიტიკოსი ჰამით ალთინთოფია, რომელიც მესუთის დარად, ასევე გელზენკირხენში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ გერმანიის ნაკრებზე უარი თქვა და თურქეთის ეროვნულ გუნდში თამაშობს. გუშინწინ "ზუდდოიჩე ცაითუნგში" ჰამითის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს: "ტოლერანტული ადამიანი ვარ და მესუთის არჩევანს პატივს ვცემ, რადგან ეს მისი პირადი არჩევანია, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მისი გადაწყვეტილება მომეწონა. საქმე იმაშია, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის რანგში იოზილი უფრო ცნობილი ადამიანია და უფრო მაღალ ხელფასსაც გამოიმუშავებს. მისი ფასი ახლა გაცილებით დიდია, ვიდრე თურქეთის ნაკრების ფეხბურთელობის შემთხვევაში იქნებოდა. მოკლედ, საქმე სწორედ ამაშია. რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვადასხვა მისიონერებმა, იოზილის გადაწყვეტილებას "არაგერმანელის გერმანიაში ინტეგრაციასთან" არავითარი კავშირი არ აქვს. გერმანიაში მეც იდეალურად ვარ ინტეგრირებული. აქ დავიბადე და გავიზარდე, იდეალურად ვიცი გერმანული ენა და ჩემი ნაშოვნი ფულიდან გერმანიას საკმაოდ დიდ გადასახადებს ვუხდი, მაგრამ მშობლიურ ნაკრებზე უარი არ ვთქვი!"

ჰამით ალთინთოფის ეს სიტყვები ნაღდად არ მოეწონებოდათ გერმანიის საფეხბურთო კავშირში, სადაც დღენიადაგ თავს იქებენ იმის გამო (მაგალითისთვის ბუნდესგუნდის მენეჯერ ოლივერ ბირჰოფის სიტყვებს მოვიშველიებთ), თუ როგორ ეხუტება მუსულმანი მესუთ იოზილი ქრისტიან კაკაუს. ბირჰოფი ამბობს, ეს ინტეგრაციის სიმბოლოა, სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი გერმანიაშიო. ბირჰოფი იმასაც სიამაყით იხსენებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს იოზილს სიამოვნებით უპოვნეს მეჩეთი...

ამ სიტყვების შემდეგ თვითონ იოზილს რაღა უნდა ეთქვა? ბირჰოფის განცხადების შემდეგ მან მხოლოდ ესღა დასძინა: "ინტეგრაციის გერმანიის საფეხბურთო კავშირზე უკეთესი მაგალითი არ არსებობს! ამას ჯერ კიდევ ბავშვობაში ვგრძნობდი." ცხადია, მესუთმა იმაზეც ისაუბრა, რომ ძალიან ამაყობს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელობით და რომ სხვა ნაკრებში თამაშზე არასდროს უფიქრია.

დღევანდელი მატჩის წინ მესუთი მშვიდად გამოიყურება, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი სიმშვიდეა. მან იცის, რომ მთელი თურქეთი მას დაუწყებს ყურებას და თანამემამულეების უმრავლესობას არაერთი სალანძღავი სიტყვაც წამოსცდება. თვითონ კი მაინც ამბობს, მე ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ვთამაშობ და ძალიან მიხარია, მოუთმენლად ველი მატჩის დაწყებასო.

პრესკონფერენციაზე, იოზილთან და ბირჰოფთან ერთად, ფილიპ ლამიც იჯდა. ორი აზრი არ არსებობს, ამ ტრიოდან ყველაზე პოპულარული და ძვირფასი დღეს მესუთ იოზილია, მაგრამ მას ოდნავადაც ვერ შეატყობდით, რომ "რეალის" ფეხბურთელია და კრისტიანო რონალდოს გვერდით, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. მესუთი უფრო იმ მორცხვ "აუტჩიკ" ბავშვს ჰგავდა, რომელმაც ეს ესაა, გერმანიის ნაკრებთან ერთად ერთი დღის გატარება მოიგო.

კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმა ავტომატურად იმას, რომ მოედანზე შეფი იოზილი იქნება, მესუთმა ასეთი პასუხი გასცა: მოედნის ცენტრში სამი ხედირას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მე უფრი მშვიდი ტიპი ვარ, რომელიც უბრალოდ თავის საქმეს გააკეთებსო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!